Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ნარდობის ხელშეკრულება


Posted by: merry 6 Sep 2006, 17:53
გამარკვიეთ რა რას ნიშნავს. ექვივალენტი რა არის ინგლისურად ან რუსულად ჰა? baby.gif

Posted by: ლლევ 6 Sep 2006, 18:08
ნარდობის ხელშეკრულება არის გარკვეული სამუშაოს შესრულების ხელშეკრულება. ანუ როცა ერთი მხარე (მენარდე) ვალდებულებას კისრულობს, რომ შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მეორე პირის (დამკვეთის) სასარგებლოდ.

მაგალითად ნარდობის ხელშეკრულებაა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, რომლითაც მენარდე (სამშენებლო კომპანია) ვალდებულებას კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო - ააშენოს მრავალბინიანი კორპუსი და გადასცეს დამკვეთს. ნარდობა გავს ნასყიდობას, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ნარდობისას მენარდემ ნივთი უნდა დაამზადოს. ამასთან, დამზადება შეიძლება მოხდეს როგორც მენარდის ისე დამკვეთის მასალით. თუ მენარდე საკუთარი მასალით ამზადებს ნივთს, მაშინ დამზადების შემდეგ საკუთრების უფლება ამ ნივთზე ჩვეულებრივ უნდა გადასცეს დამკვეთს, მიუხედავად იმისა რომ მან ეს ნივთი საკუთარი მასალით დაამზადა.

Posted by: merry 6 Sep 2006, 18:11
llev
დიდი დიდი მადლობა განმარტებისთვის. კიდევ ერთი კითხვა - ანალოგიური ტერმინი რუსულად ან ინგლისურად როგორ ვნახო (სასურველია ინტერნეტში). smile.gif

Posted by: ლლევ 6 Sep 2006, 18:16
merry

ინგლისურად - Contract of Work ან Contract of Labour

რუსულად - Подряд (договор о выпольнения работы)


არაფრის smile.gif

Posted by: merry 6 Sep 2006, 18:23
გაიხარე! bis.gif ძალიან დამეხმარე ეხლა wink.gif

თემასაც თუ დახურავ ხომ საერთოდ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: THEDAVINCEGHOST 18 Nov 2012, 18:46
ინგლისურად - Contract for Work და რუსულად – Договор подряда

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)