forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (98) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ავტობანი - ნაწილი 8, დიდი პროექტების მოლოდინში
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10930
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

  გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 19:58  #49310236      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.

- რუსთავი - წითელი ხიდი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 35 კმ. მიმდინარეობს პროექტირება):
user posted image

- ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 55 კმ. გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე. პროექტირების ვადები 2017 – 2018 წლებია.):
user posted image

- ნატახტარი - რუისი (დასრულებულია):
user posted image

- აგარა - ზემო ოსიაური (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. მიმდინარეობს მშენებლობა. დასრულებული 7 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელ აგარებამდე. დანარჩენი 5 კმ დასრულდება 2016 წლის ბოლომდე. კონტრაქტორი "ბლექ სი გრუპი".):
user posted image

- ზემო ოსიაური - რიკოთი (დაპროექტებულია. დაწყებისა და დასრულების ვადები უცნობია):
user posted image

- ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი, ყველაზე რთული მონაკვეთი. უახლოეს მომავალში დაიწყება დაპროექტება.
1. პირველ ნაწილზე, ჩუმათელეთი–ხევის 12 კმ.-იანი მონაკვეთის საპროექტო სამუშაოებს, ერთობლივი საწარმო აეკომი და თემელსუ შეასრულებს. პროექტირება წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. მშენებლობა, სავარაუდოდ, 2017 წლის ნოემბერიდან – 2019 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია
2. ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთის პროქტირება, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის თებერვლიდან – 2020 წლის დეკემბრამდე გასტანს. პროექტის სავარაუდო ღირებულება- 700 მლნ. აშშ დოლარია. ამ დროისათვის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.):
user posted image

- ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 15.2 კმ. მიმდინარეობს მშენებლობა. კონტრაქტორი იყო "ტოდინი". იტალიელები პროექტიდან გავიდნენ. მშნებლობას "აკორდი" და კიდევ რამოდენიმე კომპანია აწარმოებს. შეიძლება ითქვას დასკვნით ფაზაში ვართ და მაქსიმუმ გაზაფხულზე გაიხსნება):
user posted image

- ქუთაისის შემოვლითი - სამტრედია (დასრულებულია):
user posted image

- სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ. დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტის მშენებლობას ახორციელებს უკრაინული კომპანია "ალტკომი" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ. სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.
II ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "სინოჰიდრო" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.
III ლოტზე გამოცხადებულია ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1477551041.
IVლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "China Railway 23rd" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.):
user posted image

- გრიგოლეთი - ფოთი (დასაპროექტებელია).

- გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (დასაპროექტებელია):
user posted image

- ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დაყოფილია 2 ლოტად:
ლოტი 1 - ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულება 12,4 კმ და ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულება 2,3 კმ - სულ 13,7 კმ.
ლოტი 2 - ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12-კმ31 მონაკვეთი - 18.9 კმ.
I ლოტი დასრულებულია. მეორე ლოტი დასრულდება 2017 წლის დასაწყისში):
user posted image

- ბათუმის შემოვლითი გზა - სარფი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. გამოცხადებულია სამშენებლო სამუშაოების ტენდერი პირველ ლოტზე, ბათუმის შემოვლითი - 14 კმ. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.) http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1477482075 :
user posted image

ამჟამად რეალურად დასრულებული მონაკვეთები:
user posted image
-
user posted image
-
user posted image

მთლიანი რუკა:
user posted image

მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/

ამჟამინდელმა მთავრობამ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში დიდი ადგილი დაუთმო ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტს, რომლის უდიდესი წილი სწორედ ავტობანზე და მისი შენაკადი მაგისტრალებისა და გზების მშენებლობაზე მოდის. გეგმის მიხედვით ეს გრანდიოზული პროექტები (რიკოთის ჩათვლით) 2020 წლისათვის მთლიანად უნდა დასრულდეს. უფრო დეტალურად: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57765
* * *
წინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - II
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - III
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IV
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - V
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VI
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VII

* * *
წინა თემის ტოპ მპოსტავები:
ZEUS 154
nforumi 146
Tocadero 115
ნიკა 103
GEORGEXIII 77
donmixo777 60
Kidnapped Kid 57
Kotola 43
wit-georgia1 41
internazionale 39
* * *
აბა სულ კარგი ამბები გვქონოდეს ახალ თემაში. მემგონი შემდეგი წელი ფრიად დატვირთული იქნება smile.gif

This post has been edited by ZEUS on 20 Nov 2016, 22:48
Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31885
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 20:10  #49310318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ZEUS
გასაგებადაა ყველაფერი ჩამოწერილი up.gif
იმედია, ასევე შესრულდება
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10930
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 20:13  #49310341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Accident
QUOTE
გასაგებადაა ყველაფერი ჩამოწერილი

მადლობა. ვეცადე smile.gif
QUOTE
იმედია, ასევე შესრულდება

იმედია biggrin.gif
gunnera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2971
წევრი No.: 142768
რეგისტრ.: 6-February 12

გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 20:54  #49310662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ ამ საჭირო და საინტერესო თემაში sa.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9189
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 21:13  #49310769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
nforumi 146

ვაა, როგორ მიაქტიურია ამ თემაში!..


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
GIORGI112
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1176
წევრი No.: 184001
რეგისტრ.: 29-March 14

გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 21:14  #49310780      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქუთაისის შემოვლითზე რას აკეთებენ იცით ? wink.gif
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10930
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 21:48  #49311010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (GIORGI112 @ 20 Nov 2016, 21:14 )
ქუთაისის შემოვლითზე რას აკეთებენ იცით ? wink.gif

ნწ ...
შენა?
zabzu
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12174
წევრი No.: 130156
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 22:40  #49311451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავტობანის დასრულებას ვეღირსებოდე და არ მინდა მეტი არაფერი


--------------------
https://forum.ge/?&act=Members&photoonly=&name=&name_box=all&max_results=50&filter=ALL&sort_order=desc&sort_key=posts&st=600


http://www.skyscrapercity.com/forumdisplay.php?f=2839
SabaGEO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1425
წევრი No.: 131531
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 20 Nov 2016, 23:54  #49312043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხაშურის შემოვლითის გაკეთებას არ აპირებენ?
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10930
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 21 Nov 2016, 00:16  #49312234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (SabaGEO @ 20 Nov 2016, 23:54 )
ხაშურის შემოვლითის გაკეთებას არ აპირებენ?

კი, უბრალოდ როდის იქნება ხ.ე.ზ.
ივანიჩ
რაჭველი :)


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10160
წევრი No.: 33192
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 21 Nov 2016, 00:18  #49312261      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ავტობანის დასრულებას ვეღირსებოდე და არ მინდა მეტი არაფერი

ერთი 10 წელი ხო აპირებ სიცოცხლეს biggrin.gif


--------------------
Honda civic EU3
Kidnapped
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 899
წევრი No.: 180719
რეგისტრ.: 28-January 14

გამოგზავნილია: 21 Nov 2016, 00:59  #49312615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თემაში უნდა მოვახრჩოთ 1-2 მონაკვეთი. biggrin.gif
ტოდინბანი გაიხსნას მალე yes.gif
GEORGEXIII
Turbo Mivec


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22058
წევრი No.: 206754
რეგისტრ.: 23-August 15

გამოგზავნილია: 21 Nov 2016, 07:10  #49313638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირიუს ახალ თემაში აბა სულ მეტი და მეტი ახალი მონაკვეთების გახსნა აგვეღნიშნოს


--------------------
BMW X5 E53 2000 MT 3.0i 232hp
MITSUBISHI Colt Ralliart Version R 2006 MT 1.5Turbo 154hp
PREDATOR
Crazy Member თავი გაბია


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44326
წევრი No.: 10657
რეგისტრ.: 7-June 05

გამოგზავნილია: 21 Nov 2016, 09:33  #49313822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq
ფიქს ფიქს


--------------------
დრიხტ კინგი

სოფლის ნაქები ახალგაზრდობის წევრი

მისი სამეფო უმაღლესობა პრინც გიორგი ბაგრატიონ მუხრანბატონის N7

ორი ამერიკული წყალქვეშა თვითმფრინავი 4 საათში იქნება შავ ზღვაში. (c) picpic

Life is like a subaru, you never know how long its going to last.
ნიკა
4X4 or 2X2 ?


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30186
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 21 Nov 2016, 09:41  #49313840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
ტოდინბანი წესით ამ ნაწილში მორჩება, მეტის იმედი დიდად არ მაქვს, თუმცა ვნახოთ რა იცი რა ხდება.

This post has been edited by ნიკა on 21 Nov 2016, 09:47


--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (98) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0274 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]