წინა თემის ლინკი -
ჯარიმები და კითხვებიმოკლედ აქ თემები იხსნება და იხურება ამ საკითხზე, ვწეროთ ამ თემაში და დავეხმაროთ ერთმანეთს.
აქვე ყველას ვთხოვ ნუ ვლანძღავთ პატრულებს აქ ვისაუბროთ მხოლოდ ჯარიმებზე და საპატრულოსთან დაკავშირებულ კითხვებზე.
აქვე მინდა გავცე პასუხი ხშირად დასმულ კითხვებს:
ჯობია ეს იცოდე: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სია
კითხვა: მაქვს თუ არა ვიდეოჯარიმა?
პასუხი: შემოწმებისთვის შედი აქ
კითხვა: რამდენ დღეში უნდა გადავიხადო ჯარიმა?
პასუხი: 30 დღეში, და არა ერთ თვეში!
კითხვა: ბანკი მეუბნება გადახდილი ჯარიმის ფული მეორე დღეს დაჯდება საპატრულოს ანგარიშზე არა და ვადა დღეს მეწურება გადახდის
პასუხი: ჭავჭავაძეზე არის რესპუბლიკა ბანკის 24 საათიანი ოფისი სადაც 12 საათამდე შეგიძლიათ გადაიხადოთ და დაჯდება ეგრევე.
კითხვა: პატრულმა დამიწერა 200 ლარიანი სიმთვრალეზე არა და ნასვამი არ ვარ
პასუხი: 2 საათის განმავლობაში (ათვლა იწყება იმ დროიდან რა დროც ქვითარზეა მითითებული შეგიძლიათ მიაკითხოთ ბაგებში და გაიაროთ ალკო შემოწმება თუ არ დაგიმტკიცდათ სიმთვრალე ჯარიმა გაგიუქმდებათ
კითხვა: ჯარიმის გადახდას გადავაცილე როგორ მოვიქცე?
პასუხი: მიაკითხე ორთაჭალაში სამინისტროს წინ 5 სართულიან შენობაში 12 ოთახს სადაც გაგარკვევენ ყველაფერში
კითხვა: პატრულმა უპრაოდ დამიჭირა და მანქანას მართმევს
პასუხი: თუ მანქანა თქვენს სახელზეა მოგცემს უფლებას მოიყვანო პრავიანი მძღოლი ვისაც ხელწერილით გაატანს
კითხვა: ვიდეოჯარიმა მომივიდა სახლში
პასუხი: მას შემდეგ რაც ჩაიბარებ 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადო
კითხვა: ჯარიმის გადახდა დამაგვიანდა რა მეშველება?
პასუხი: დაგეკისრება 150 ლარი (100 ლარამდე ჯარიმაში) ან 500 ლარი 100 ლარიანი ჯარიმის ზებით რომელიც უნდა გადაიხადოთ ჯარიმის დაწერიდან 60 დღის ვადაში ანუ 30 დღის შემდეგ როცა პირველადი ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა იყო წინააღმდეგ შემთხვევაში წახვალთ ლიშენიაზე!
კითხვა: ლიშენიის ვადა გამივიდა თავიდან უნდა ჩავაბარო გამოცდა?
პასუხი: არა გამოცდას არ აბარებ ისე გიბრუნდება მართვის მოწმობა
კითხვა: სითიპარკმა ჯარიმა დამიწერა ან მგონია რომ დამიწერა
პასუხი: ნახეთ აქ
დანარჩენი კითხვები თემაში.
ჩემის მხრივ დავამატებდი : პატრულები კანარეიკებით დადიან კრიმალურს ლურჯი ფერის ფორმა აცვია
პრავას რო გაცემენ ეგ საპატრულო კი არა მომსახურეობის სააგენტოა
გენერალური ინსპექცია -
http://geninspeqcia.security.gov.ge/ თუ პოლიციელების მხრიდან არასათანადო არაკანონიერ ქმედებებს დაინახავთ მიმართეთ
მომსახურეობის სააგენტო
http://saagento.security.gov.ge/მართვის მოწმობის აღება, იარაღის რეგისტრაცია
This post has been edited by bacho22 on 17 Dec 2010, 21:59