ჯართს ვიბარებ ... ვალებსაც ვისტუმრებ
რეზერვის წყალობით"მსოფლიო სერია" უდრამატულესად დასრულდა:
ბოლო ეტაპზე, პარიზში, ჯერ ინგლისმა ძლია ფიჯი, მერე აფრიკამ –
ინგლისი და"შვიდკაცის ჯადოქრებს" 2 ქულით გადაუსწრო(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები = ქვემოთაა! ))
(( 2002 წლიდან მოქმედი
"ოვალური ოაზისი" >>
http://ovaluri.comxa.com/2018 ))
აფრიკამ დუბაიში მოიგო სეზონის პირველი ეტაპი და სიდნიდან მოყოლებული ლიდერობდა სინგაპურამდე, მაგრამ ფიჯიმ ზედიზედ ოთხგან რომ შემართა თასი, "ბლიც ბოკეს" ბოლო ტურნირის წინ უკვე 7 ქულით უსწრებდა
აქ კუნძულელებმა წაიმედიდურეს – 15-კაცა ნაკრებში, "წყნარი ოკეანის თასზე" სარაგბოდ, მიავლინეს სემი რანდრანდრა და ჯოსუა ტუისოვა
ამით ეშველა აფრიკას, ვისაც კვლავ აკლდნენ: ქრის დრაი, კვოხა სმით’ი, ბრანკო დიუ’პრე, სესილ აფრიკა, თიმ აგაბა, ქაილ ბრაუნ’ი და როსკო სპეკმან’ი
ჰოდა, "ბლიც ბოკემ" 10-ტურნირიან სერიაში თუმც მხოლოდ ორჯერ შემართა თასი, ქულებით მაინც აჯობა ერთბაშად 5 ეტაპის მომგებ კონკურენტს, რადგან თავად ყველგან გავიდა ნახევარ’ფინალში!
იუბერი დაგვეთხოვაბოლოს’წინა ეტაპს თვიქნემში, მზიან დარში, შაბათ-კვირას 81 ათასი მოსეირე დაესწრო. ოთხი ჯგუფიდან ერთადერთი – ფიჯისა – დალაგდა კანონიკურად, თითოგან კი აღინუსხა ფრე და პირისპირ მოგებით, ანაც უკეთესი სხვაობით განაწილდა ადგილები
მეოთხედ’ფინალში გავარდა ორი "ჯგუფის ჯილა". ნახევარ’ფინალში ბოლოჯერ – მეორასედ იმსაჯა აფრიკელმა ქრეიგ იუბერმა და კარიერა დაასრულა; მიწვეულმა – 2004 წლის აქეთ ნებით ნაუქმარმა ირლანდიამ ბრინჯაო აიღო, ფინალში კი ფიჯი გამოხშირულ აფრიკას გადაეყარა და სწორედ რომ რანდრანდრას წყალობით კოხტად მოუგო
ინგლისმა უშველათპარიზში, საყოველთაო გადაღლის ფონზე, ჯგუფები მეტად აირია: ორგან სამ-სამ გუნდმა დააგროვა ტოლი ქულა, ერთგან – ორმა და ორი თამაშიც ფრედ დასრულდა
ფიჯი 22:19 ძლია კენიამ, აფრიკა 14:12 – შოტლანდიამ, მაგრამ პირველობის ორივე მაძიებელი მაინც გავიდა ზემო პლეი’ოფში, თასზე
აქ აფრიკას ინგლისმა უშველა – მეოთხედ’ფინალში ბოლო, 26-პასიანი შეტევით დააშამათა ფიჯი. ოთხი ჯილიდან გავარდა სამი, და კინაღამ აფრიკასაც დაუცდა ფეხი – ესპანეთმა ორ სინბინზე გაუძლო, მაგრამ ოვერ’ტაიმის ბოლო წუთზე, სამ მეტოქესთან ბრძოლაში, ჯასთინ ხედულდმა მაინც გაიტანა "ოქროს ლელო"
28 კაცითთუ ფიჯი V ადგილს (აწ უკვე გაუქმებულ სინს) მაინც აიღებდა, აფრიკას ჩემპიონობისთვის თასის მოგება დაჭირდებოდა. ასეც მოხდა. ჰოდა, წვიმაში ისევ ივაჟკაცა ჩია, ნორჩმა და მულატმა დევალდ იუმანმა, მისი ფერისავე ხედულდმა კი ჯარიმა კარშიც დაარტყა
აფრიკამ სერიაში სულ 28 კაცი ათამაშა, ყველაზე მეტი ბოჭვა შეასრულა და ჩემპიონობაც შეინარჩუნა. სამაგიეროდ, "ოლ სთარში" ერთბაშად ოთხი ფიჯელი მოხვდა
თუ "მსოფლიო რაგბის" პროპაგანდას დაეჯერება, ამ, XIX სეზონში პირველად მოხდა, რომ ჩემპიონი ბოლო ეტაპის ბოლო მატჩმა – თასის ფინალმა გამოავლინა, შემდეგი ვეება შვიდკაცა – 24-გუნდა "მსოფლიო თასი" კი 20-22 ივლისს, სან’ფრანცისკოშია დანიშნული
შვიდკაცის მსოფლიო სერიაXIX სეზონი * 2017-18
IX ეტაპი * 2-3/06 ლონდონ (ინგლისი)
<< ჯგუფები >>
https://youtu.be/iTVGCiR_nlE(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით)
(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / არგენტინა 1-2, შოტლანდია 0-3
(ბ) ავსტრალია 3-0, ირლანდია#(=0) / უელსი(-18) ესპანეთი(-22) 1-2
(გ) შტატები 2-0*1, ინგლისი 2-1 / კენია 1-1*1, საფრანგეთი 0-3
(დ) აფრიკა^ კანადა 2-1 / რუსეთი^ სამოა 1-2
<< მეოთხედ’ფინალი >>
https://youtu.be/bGdB9poZTYIფიჯი (ა1) 40:7 კანადა (დ2)
შტატები (გ1) 12:22 ირლანდია (ბ2)
აფრიკა (დ1) 14:5 ზელანდია (ა2)
ავსტრალია (ბ1) 17:21 ინგლისი (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
ფიჯი 38:12 ირლანდია
აფრიკა 29:19 ინგლისი
<< ფინალი
(XIII) სამოა 34:10 შოტლანდია
ალაფა (IX) კენია 33:19 უელსი
(V) ზელანდია 26:5 შტატები
ბრინჯაო (III) ირლანდია 21:19 ინგლისი
ოქრო + თასი (I) ფიჯი 21:17 აფრიკა
<< ფიჯი
1 სევულონი მოთე’ნათანგი, 3 კალიონე ნასოკო, 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 5 სემი რანდრანდრა, 7 ჯოსუა ტუისოვა, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 12 ამენონი ნასილა’სილა *
2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 6 ჯასა ვერამალუა, 8 ვატემო რავოუვოუ, 10 ვაისეა ნათუნქუ, 11 ერონი საუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)
<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
მარტინ იოსეფო (აშშ), ბილი ოდჰიამბო (კენ), ვლადიმირ ოსტროუშკო (რუს), ოუენ ჯენქინს (უელ) – 46 ქმედება
<< ქულა
167 ფიჯი (5თ: ჰემილთონ ვანქუვერ ჰონკონგ სინგაპურ ლონდონ);
160 აფრიკა (თ: დუბაი); 133 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ);
118 ავსტრალია (თ: სიდნი); 105 შტატები (თ: ლას’ვეგას);
103 ინგლისი; 101 კენია ... 42 უელსი – 25 რუსეთი (ვარდება)
ბოლო, X ეტაპი * 9-10/06 პარიზი (საფრანგეთი)
<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)
(ა) ფიჯი(+29) ზელანდია(+15) / კენია(-2) 2-1, სამოა 0-3
(ბ) აფრიკა(+28) კანადა(+10) / შოტლანდია(-7) 2-1, რუსეთი 0-3
(გ) ირლანდია# 2-0*1, ესპანეთი 2-1 / ავსტრალია 1-2, უელსი 0-2*1
(დ) შტატები(+33) ინგლისი(+16) 2-0*1 / საფრანგეთი 1-2, არგენტინა 0-3
<< მეოთხედ’ფინალი >>
https://youtu.be/u0VPm3ISGOwფიჯი (ა1) 17:19 ინგლისი (დ2)
ირლანდია (გ1) 5:19 კანადა (ბ2)
შტატები (დ1) 7:33 ზელანდია (ა2)
აფრიკა (ბ1) 15:10*დდ ესპანეთი (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
ინგლისი 26:12 კანადა
აფრიკა 24:12 ზელანდია
<< ფინალი
(XIII) კენია 21:20 შოტლანდია
ალაფა (IX) არგენტინა 33:26 უელსი
(V) ფიჯი 28:7 შტატები
ბრინჯაო (III) ზელანდია 38:5 კანადა
ოქრო + თასი (I) აფრიკა 24:14 ინგლისი
<< აფრიკა
1 რიან უსტ’ჰეიზენ, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 3 დილან სეიჯ, 5 ვერნერ კოკ, 7 დევალდ იუმან, 8 სივივე სოიზვაპი, 9 ჯასთინ ხედულდ *
4 ზეინ დევიდს, 6 ჰეინო ბესუიდენ’ჰოუტ, 10 კევინ ნდლოვუ, 11 სიბელო სენატლა, 12 რუან ნელ, 13 რეინო სმით * მწ) ნილ პაუელ
<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
რობი ფერგიუსონ (შტლ) – 50 ქმედება
სეზონის შვიდეული: ამენონი ნასილა’სილა, კალიონე ნასოკო, ერონი საუ, ჯერი ტუვაი (ფიჯ);
დილან სეიჯ (აფრ); ბენ ო’დონელ (ავს); ოსკარ ოუმა (კენ)
>> თასის მფლობელი
1999-2018 (166 ეტაპი)
56 ზელანდია; 36 ფიჯი; 29 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;
2 არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი
>> სერიის ჩემპიონი
ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010
@