forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (9) « პირველი ... 7 8 [9]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მითები და ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეს თუ ზუსტაფ ასეა, მაშინ - დ ა ი შ ა ლ ე თ!..
მანგია
Bill Hubbard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 81515
რეგისტრ.: 5-January 09

გამოგზავნილია: 8 May 2014, 14:48  #40860827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
QUOTE
რა მინდა და

რომ იძახიან არავინ უნდა დაიჩაგროსო, დაჩაგრული ჰომოსექსუალი მანახეთ.(ანუ, იმიტომ რომ ჰომოა, ვინ დაჩაგრა?)

მოკლედ ვის იცავთ და ვისგან?

სხვა კანონები იცავდა მანამდე

QUOTE
რატომ მოხდა კანონის შემოსვლა ბრალმდებელი ენით.

არ არის ბრალმდებელი ენა, ამკრძალავი ენაა


QUOTE
და ბოლოსდაბოლოს აღიარონ, რომ ერთსქესიანთა კავშირების (ამ ეტაპზე არა ქორწინება)ლეგალიზაცია სურთ

ერთსქესიანი კავშირები (არა ქორწინება) არის ლეგალური, არ ისჯება კანონით და არაა აკრძალული, ამ კანონამდეც ასე იყო და ამ კანონის მერეც ასე იქნება, ასე რომ ამ მხრივ ამ კანონს არაფერი შეუცვლია.

ისე, მაინტერესებს, შენ მომხრე ხარ, რომ ერთსქესიანთა კავშირები (არა ქორწინება) არალეგალური, ანუ აკრძალული და დასჯადი იყოს? ანუ თუკი ტიპებს დაუმტკიცდებათ, რომ ერთმანეთთან სექსი ქონდათ, ამის გამო რომ დაისაჯონ (ან ადმინისტრაციულად ან სისხლის სამართლებრივად) გინდა?


--------------------
რეგისტრირდები რა ფორუმზე უკვე შედიხარ პოლემიკაში მის ყველა წევრთან © Taba
kvarkvare
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41428
წევრი No.: 49424
რეგისტრ.: 17-December 07

გამოგზავნილია: 8 May 2014, 14:55  #40860933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ujarma
QUOTE
საგულისხმოა, რომ მრავალი მედიკოსის დაკვირვებით,ჰომოსექსუალები 20-30 წლით მალე ამთავრებენ სიცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები.

რაღაც მეეჭვება ამის..გარდა ამისა...ჰომოსექსულს რომ საწინაარდეგო სქესთან მიუსაჯო ცხოვრება უფრო მალე მოკვდება....

sandrex@

QUOTE
გეთანხმები და ასევე პირიქითაც ხდება რაც გუშინ მიღებული და სავსებით ნორმალური იყო დღეს მიუღებელიაანუ დღეს რაც "ნორმა და მისაღებია" ხვალ შეიძლება გახდეს მიუღებელი


ასე რომ ჯერ არ ვიცით საით მიდის კაცობრიობა...
ერთი კი ვიცი ჰომომ იძულებით არ უნდა შექმნას ჰეტერო ოჯახი...
რასაც ადგილი აქვს საქართველოში მასობრივად...
ეს იგივე ძალადობაა ადამიანებზე...


QUOTE
ვისაც მშობელები ან რომელი მშობელი დაღუპული ყავს ათჯერ და ასჯერ მეტ ყურადღებას სითბოს სიყვარულს და მზრუნველობას იჩენენ მის მიმართმაგრამ რომელიმე შეუცვლის მას დედას ან მამას?


საკუთარი დედ-მამა და სრულფასოვანი ოჯახი იდეალური ვარინტია, მაგრამ რამდენი უპატრონო ბავშვია....
გარდა მაგისა დღეს ბავშვებს უკვე ბეიბისითერები ზრდიან და საერთოდ აღრეული აქვთ ნამდვილი დედა ვინაა....
ბეიბი სითერებს უფრო არიან მიჯაჭვული....

გამოჩნდება ერთ ათწლეულში საით მიდის ტედენცია და რა შედეგები მოაქვს ერთსქესიან ოჯახებს...

საერთოდ ისეთი დრო მოდის რომ ბავშვების გაჩენა არ უნდა ხალხს...რაც უფრო ცივილიზებულია საზოგაოდება მით უფრო ნაკლებია შვილის გაჩენის სურვილი...ამერიკაში უკვე მასობრივად არ უნდა ხალხს...
ასე რომ საით მიდის კაცობრიობა არავინ იცის...




--------------------
ყვარყვარა პიარის ასული არგუმენტოვნა-ობიექტურობისა
@ მერკუციო
badriany
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4539
წევრი No.: 45580
რეგისტრ.: 3-November 07

გამოგზავნილია: 8 May 2014, 16:19  #40861952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lemo82
QUOTE
მე რა უნდა წამოვწიო ამდენხანს მაგას ვქაქანებ რომ ეს კანონი მიუღებელია ჩვემთვის
ანუ თქვენ დისკრიმინაციის მომხრე ხართ?


--------------------
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)
lemo82
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2236
წევრი No.: 92915
რეგისტრ.: 4-June 09

გამოგზავნილია: 8 May 2014, 17:43  #40862791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
badriany
QUOTE
ანუ თქვენ დისკრიმინაციის მომხრე ხართ?

გარკვეული შეზღუდვების გენაცვალე wink.gif
მაგ ლოგიკით ყველა დისკრიმინებულები ვაართ
მაგალითად ქუჩაში მინდა შიშველი დავდიოდე
ამის გამო ნუდისტთა უფლებები უნდა იყოს ნახსენები ამ კანონში
ან ნარკომანი ვის რას უშავებს რატომ უნდა იდევნებოდნენ?
merkuriela
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17684
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 8 May 2014, 21:22  #40865178      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მანგია
QUOTE
სხვა კანონები იცავდა მანამდე

რით განხვავდება ის კანონები ამ კანონისაგან?
QUOTE
არ არის ბრალმდებელი ენა,

რატომ მეუბნება მე ეს კანონი, არ უნდა მოხდეს დისკრიმინაცია , ჩაგვრა სექსუმცირესობისო, ანუ როგორც ზემოთ დავწერე ,განსხვავება ყოველთვის იქნება, მაგრამ არ დაჩაგროო რატომ მეუბნება , მე(ან სხვა ) ვჩაგრავდი მას?

QUOTE
შენ მომხრე ხარ, რომ ერთსქესიანთა კავშირები (არა ქორწინება) არალეგალური, ანუ აკრძალული და დასჯადი იყოს?

ჰომოსექსუალები ყოველთვის არსებობდნენ. ისევე როგორც ყოველთვის არსებობდნენ მეძავები, ქურდები , მკვლელი, კოჭლები , ბრმები, ლამაზები , მახინჯები , ნიჭიერები, უნიჭოები, ურწმუნოები, მორწმუნეები.

იყო დრო ალბათ სჯიდნენ ჰომოსექსუალებს, მაგრამ როდის არ იყო დრო როცა არ სჯიდნენ ქურდებს, მეძავებს , ნარკომანებს, მორწმუნეებს, ვიღაცას შეიძლება სხვისი ნიჭი , სილამაზე ან რაიმე სხვა შურდა და უდანაშაულოდ სჯიდა მას.

ორი ერთსქესიანი ადამიანი ერთმანეთთან თუ არის, (ეს გამონაკლისები ყოველთვის იყო) მე რატომ უნდა დავსაჯო, ქრისტიანობა ამბობს ეს არის ცოდვა , ადამიანს შეუძლია მოინანიოს. კანონმა ისინი რა შემთხვევაში უნდა დასაჯოს, მხოლოდ ძალადობის შემთხვევაში ? თუ პროპაგანდის შემთხვევაშიც?

მაგ. მეძავმა ქალმა თუ ბიჭები მოხიბლა, ამისთვის მას არავინ სჯის. მაგრამ ჰომოსექსუალმა რომ ბავშვების სექსგანათლება(ფიზიკურ კავშირს ვგულისხმობ) მოახდინოს (თუნდაც ნებაყოფილობითი- მოტყუებით) ეს ვის უნდა?


QUOTE
თუკი ტიპებს დაუმტკიცდებათ, რომ ერთმანეთთან სექსი ქონდათ, ამის გამო რომ დაისაჯონ (ან ადმინისტრაციულად ან სისხლის სამართლებრივად) გინდა?


ადამიანს ალბათ რაღაც გაუკუღმართება აქვს ბუნებაში , მე რატომ უნდა დავსაჯო. მაგრამ თუ ისინი სხვების ჩათრევას , აყოლიებას მოემსახურება მაშინ მოვითხოვ შესაბამის დასჯას.




--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.

ესენი უნდა მახსოვდეს.
მანგია
Bill Hubbard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 81515
რეგისტრ.: 5-January 09

გამოგზავნილია: 9 May 2014, 13:26  #40871784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
QUOTE
რატომ მეუბნება მე ეს კანონი, არ უნდა მოხდეს დისკრიმინაცია , ჩაგვრა სექსუმცირესობისო, ანუ როგორც ზემოთ დავწერე ,განსხვავება ყოველთვის იქნება, მაგრამ არ დაჩაგროო რატომ მეუბნება , მე(ან სხვა ) ვჩაგრავდი მას?

კი არ გეუბნება, გიკრძალავს დისრკიმინაციას და მარტო შენ კი არა, ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე კრძალავს და გეუბნება, რომ სექსუმცირესობების დისკრიმინაცია კი არა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია იკრძელება, ანუ გეი უფროსმა რო სამსახურიდან გამაგდოს, იმ მიზეზით, რომ ჰეტერო ვარ, ესეც ამ კანონის დარღვევა იქნება და პირიქითაც, ჰეტერომ რო გეი გააგდოს

QUOTE
ორი ერთსქესიანი ადამიანი ერთმანეთთან თუ არის, (ეს გამონაკლისები ყოველთვის იყო) მე რატომ უნდა დავსაჯო, ქრისტიანობა ამბობს ეს არის ცოდვა , ადამიანს შეუძლია მოინანიოს. კანონმა ისინი რა შემთხვევაში უნდა დასაჯოს, მხოლოდ ძალადობის შემთხვევაში ? თუ პროპაგანდის შემთხვევაშიც?

ხოდა თუ დასჯადი არაა, ესე იგი უკანონოც არაა ჰომოსექსუალიზმი (ცოდვა), ანუ დაკანონებულია ისედაც და ცოდვის დაკანონებაზე საუბარი უაზრობაა. ის ისედაც კანონიერია, ისევე როგორც სხვა უამრავი ცოდვა (სიძვა, ნაყროვანება, ამპარტავნება და ა.შ.). რაც შეეხება ძალადობას, რა თქმა უნდა ეს კანონი არ რთავს ჰომოებს ძალადობის ნებას. პროპაგანდის აკრძალვაც არ გამოდის ამ კანოის მიხედვით დისკრიმინაცია, დევს ეს მუხლიც

като тбилисели
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 155737
რეგისტრ.: 4-November 12

გამოგზავნილია: 14 Apr 2015, 23:54  #44316859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Lаki @ 5 May 2014, 09:01 )
მითები და ანტიდისკრიმინაციული კანონი
ოთარ ზოიძე


ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ბევრი მითი შეიქმნა. ამ მითების საპირისპიროდ, კანონი არ აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას (ქორწინების საკითხებს აწესრიგებს მხოლოდ სამოქალაქო კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს ქორწინებას(მუხლი 1106: „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი...“; ეს მუხლი უცვლელი დარჩა), არ აუქმებს არასრულწლოვანთა დაცვის ღონისძიებებს (მაუწყებლობის შესახებ კანონი, მუხლი 56.5: „იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს,“ - ეს პუნქტიც უცვლელი დარჩა), არ კრძალავს განსახვავებული სექსუალური ურთიერთობის მოხსენიებას ცოდვად (იკრძალება მხოლოდ შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია. იხ. მაუწყებლობის შესახებ კანონის 56.5 მუხლი, რომელიც ასევე უცვლელი დარჩა; ქრისტიანული  მოძღვრების შესაბამისადაც, უნდა გვძულდეს ცოდვა და არა ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი).

კანონის შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს კანონის  რამდენიმე მუხლი, რომელიც მკაფიოდ ადგენს უმცირესობების (მათ შორის, სექსუალური უმცირესობების) შემზღუდავ ნორმებს. მაგალითად,მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები უშვებს მათ ჩაყენებას სხვებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში, თუ  „ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს,აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლოგამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.“


კანონის მე-5 მუხლით კი პირდაპირაა  დადგენილი რელიგიური უფლებების უპირატესობა უმცირესობების უფლებების მიმართ:

„1. ამ  კანონის  არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისათვის, რელიგიის  თავისუფლებიდან გამომდინარე, უფლებების, მათშორის, რელიგიური  მსახურების უფლების შეზღუდვას, იმ  პირობით, რომ  ამ უფლებებით სარგებლობა არ არღვევს საჯარო წესრიგს, საზოგადოებრივ  უსაფრთხოებას ან სხვათა უფლებებს.
2. ამ  კანონის  არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციურ  შეთანხმებას.
3. დისკრიმინაციის  აღმოფხვრისკენ  მიმართულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული  ნიშნების მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვა პირთა უფლებები.“

ამ მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ უკრძალავს სექსუალურ უმცირესობებს  მათი უფლებების განხორცილებისას სხვათა უფლებების ხელყოფას. ეს ნორმა ნიშნავს იმას,რომ სექსუალური უმცირესობები ვერ მოითხოვენ ვერც ეკლესიურ ჯვრისწერას (რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელყოფს ქრისტიანთა რელიგიურ უფლებებს), ასევე, უკრძალავს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ ურთიერთობა ჰქონდეთ არასრუწლოვნებთან (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს:„ მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება,“ - ეს ნორმა უცვლელი დარჩა), რაიმეთი  შეზღუდონ მშობლების ნება არასრუწლოვანთა აღზრდა-განათლების სფეროში: სამოქალაქო კოდექსის  1198-ე მუხლის პირველი ნაწილი: „1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.“ ეს ნორმაც უცვლელი  დარჩა). არათუ სხვათა ამორალური ქმედებებისგან, არამედ, არასრულწლოვანი თავისი მშობლების  ამორალური ქმედებისგანაცაა დაცული და ამასაც სამოქალაქო კოდექსი ადგენს (სამოქალაქო  კოდექსი 1206, ნაწილი 2: „მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა“. ეს მუხლიც უცვლელია). 

მაუწყებლობის კანონში, შრომის კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებში სექსალური უმცირესობების დისკრიმინაცია ამ კანონამდე დიდი ხნით ადრე იყო აკრძალული.  ამის შესახებ უკვე თქვა უსუფაშვილმა.

ამ კანონის მოწინააღმდეგეების ლოგიკით, თუ დაშვებული იქნება სექსუმცირესობების დისკრიმინაცია (არა მხოლოდ არასრუწლოვანთა დაცვის მიზნით), აუცილებელი გახდებოდა ანკეტაში (თუ სივი-ში)  გრაფის გაჩენა სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რადგან ამ ნიშანს უკვე გაუჩნდებოდა სამართლებრივი მნიშვნელობა - იგი გახდებოდა სამართლებრივი კრიტერიუმი. გაჩნდებოდა პასუხისმგებლობა  სექსუალური ორიენტაციის დამალვის გამო, გაჩნდებოდა ექსპერტიზების აუცილებლობა და ა. შ. რა ქვეყანა იქნება ის, სადაც ამგვარი სამართლებრივი სისტემა იქნება? „ზნეობრივი პოლიციის“აჩრდილების ქვეყანა? ვის სურს ამგვარ ქვეყანაში ცხოვრება?

ამდენად, ანტიდისკრიმინაციული  კანონი, გავრცელებული მითების საწინააღმდეგოდ, არ შეიცავს რაიმე ამორალურს, არც ორმაგ მორალს, არც რაიმეს - არაქრისტიანულს. სხვათა შორის, ადამიანის ცოდვილობის აღიარება, ადამიანის ისე დანახვა, როგორიც არის იგი, სწორედ ქრისტიანული დამოკიდებულებაა  ადამიანისადმი.

    ცოდვა არ არის სამართლებრივი  კატეგორია და დაუშვებელია ცოდვის კრიმინალიზაცია მანამდე, სანამ ცოდვა არ ხელყოფს სხვათა უფლებებს და ამით ცოდვა არ  გადაიზრდება დანაშაულში. სრულწლოვანთა შორის განსხვავებული სექსუალური ურთიერთობა ცოდვაა და არა დანაშაული. იგი დანაშაულად იქცევა მაშინ, როცა  მას პროპაგანდას უწევენ არასრულწლოვანებში. ჩვენი კანონმდებლობით კი, როგორც ზემოთ  მივუთითე, არასრულწლოვანები ამისგან დაცულები არიან.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  რამ. თანამედროვე ადამიანს ბევრი კერპი აქვს, მათ შორის, თავისდაუნებურადაც, გაუცნობიერებლად. ერთ-ერთი ამდაგვარი კერპი არის სამართალი, რომელსაც ხშირად აბსოლუტური მნიშვნელობა  ენიჭება. არადა, ძალიან მარტივია: ადამიანთა ცხონება არ არის, არანაირად არ არის დამოკიდებული  ამქვეყნიურ სამართალსა და კანონმდებლობაზე. კანონი ცოდვას ვერ აქცევს სათნოებად. ამ თეზისს ვერ აუქმებს ის გარემოება, რომ ცუდმა კანონმა შეიძლება დააბრკოლოს ბევრი ადამიანი.  გადამწყვეტია არა კანონი, არამედ თვით ადამიანის გადაწყვეტილება  და დამოკიდებულება ცოდვისადმი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რას დაადგენს კანონი, ქრისტიანებს და ეკლესიას შეუძლიათ შექმნან აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება  სექსუალური ურთიერთობების ცოდვისადმი და შექმნან ამ ცოდვაში მყოფ ადამიანთა მიმართ  სიყვარულის, თანალმობის ატმოსფერო და ასე დაძლიონ და დაამარცხონ ამქვეყიური სამართლის  ნებისმიერი ხარვეზი. რწმენას არ ეშინია კანონებისა. კანონებისა ეშინია უმეცრებას, ურწმუნოებას, სიძულვილს...

დაბოლოს, მამა ალექსანდრე  შმემანის სიტყვები:

„ქრისტიანთა ცნობიერება,რომელშიც მოწამეობის გამოცდილებით ანთებული იყო რელიგიური თავისუფლების სახარებისეული  იდეალი, დიდი ხნით იქნება დაბრმავებული ქრისტიანული თეოკრატიის მსოფლმხედველობით, რომელსაც  ადამიანი არა მხოლოდ მადლით, არამედ კანონითაც მიჰყავს ქრისტემდე. და გაივლის დიდი  დრო, სანამ გაცნობიერებული იქნება ამ თეოკრატიის წარმართული ხასიათი. თეოდოსი დიდიდან  ეკლესია უკვე არის არა მხოლოდ კავშირი ადამიანებისა, რომლებმაც ირწმუნეს, არამედ იმათი  კავშირიც, რომლებიც ვალდებულნი არიან სწამდეთ. სახელმწიფოს სანქცია ეკლესიას მანამდე  არარსებულ ძალას მიანიჭებს, და, შესაძლოა, მართლაც, ბევრს მიიყვანს რწმენამდე და ახალ  ცხოვრებამდე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგივე სახელმწიფო სანქცია ქრისტიანული სამყაროსათვის  გახდება საწყისი მისი ამჟამინდელი დაშლისა და რღვევისა, ეკლესიის წინააღმდეგ თვით სამყაროს    ამბოხებისა.”
http://blogs.liberali.ge/ge/blog/1852/118455/

პრინციპში, მთელი პოსტი გასამუქებელია up.gif
იმედია შეფუთულად არაა ახსნილი... spy.gif

დაშალე და იბატონე ... ძველია...
წაკუზე და იბატონე ...?
QUOTE
ამდენი გასაუპატიურებელი ახალგაზრდა ქალი დადის და რაღა 6 წლის ბიჭს მიადგნენ

ეხლა მაგენზე ცუდის თქმა, არ შეიძლება... ანტიდისკრიმინაციული კანონის ფარი ფარავთ...
ასეთი ქმედებებით და ნიუსებით აჩვევენ ხალხს თავიანთ, არსებობას ... ესენი*
*ვიდეო იხილე ქვემოთ... საქართველოზეცაა... განსაკუთრებით, თუ როგორ აქტიურობას იჩენს აშშ-ს საელჩოები იმ ქვეყნებში, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაა განსახილველი... ელემენტარული ბიბლიური იმფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ბიბლიას "ლგბდ" საზოგადოებაზე.... მათი ქვეყანაში შესვლის 5 ეტაპი... პირველი... ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ეტაპები იხილე ფილმში...


This post has been edited by като тбилисели on 15 Apr 2015, 00:05
musha1966
ყველა პატარა სამუშაო იწყება დიიიდი შესვენებით


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1174
წევრი No.: 97099
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 15 Apr 2015, 00:17  #44317084      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საგულისხმოა, რომ მრავალი მედიკოსის დაკვირვებით,ჰომოსექსუალები 20-30 წლით მალე ამთავრებენ სიცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები.

უფრო ცოტა ხანცაც უნდა არსებობდნენ


--------------------
Бери больше, кидай дальше
Пока летит-отдыхаешь
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) « პირველი ... 7 8 [9]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0306 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]