Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > დაკარგული ცივილიზაცია...


Posted by: nika_144 2 Nov 2005, 18:46
უძველესი სასულიერო ტექსტების, მითების, ლეგენდების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საღი ლოგიკის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დედამიწის რომელიღაც რეგიონში ყველა გათვლით უნდა არსებობდეს მიწისქვეშა დღემდე დაფარული ცივილიზაცია... ცოდნა აღნიშნული ადგილის არსებობის შესახებ დღეს დაკეტილია, ანუ თანამედროვე მსოფლიოსათვის ეს საკითხი ფაქტიურად დამალულია.

ვიდრე მიწსქვეშა ზღაპრული სამყაროს აღწერილობას შემოგთავაზებდეთ, ბუნების ზოგიერთი სურვილი გავიხსენოთ...
ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც ქათმის მოხარშული კვერცხი არ გაუსუფთავებია. როდესაც მას ნაჭუჭს მოაცლით, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა კვერცხი შიგნიდან სავსეა, თეთრი ცილა ერთ ადგილზე ჩაღრმავებულია. რატომ არის ცილა ერთ ადგილზე ჩაწეული? იმიტომ, რომ ბუნებას ასე სურს, - ეს ელიფსის კანონია! კვერცხი შიგნიდან სავსეა, რის გამოც სადღაც არ უნდა იყოს სავსე. ამგვარად ის ადგილი, სადაც ცილა ჩაღრმავებულია, წარმოადგენს დვრიტას - ჩანასახს! საკმარისია მოხარშული კვერცხის ეს ადგილი დანის წვერით გადავქექოთ, რომ თხელი აპკის ქვეშ გველისებრ დახვეულ, თეთრსა და პატარა სპირალს მივაგნებთ. კვერცხი მრგვალია, მაგრამ რამდენადაც მრგვალია იგი, ბუნების სურვილით ელიფსიც ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, მრგვალია კვერცხი თუ არა? ორივე! ე. ი. "პლიუსი" არ არსებობს "მინუსის" გარეშე და პირიქით.

ახლა აზროვნების მასშტაბები გავზარდოთ და ბუნების ამ კანონის გათვალისწინებით კვერცხიდან პლანეტებს გავხედოთ...

დედამიწაც მრგვალია, მაგრამ მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ იგი ელიფსიც ყოფილა. საიდან ასეთი ანალოგია კვერცხთან?
სად არის ჩვენი პლანეტის ის ცარიელი და ჩაღრმავებული ადგილი, კვერცხს რომ აქვს კანის შიგნით ბუნებით კოდირებული. პლანეტასაც ხომ უნდა გააჩნდეს ასეთი რამ... ანდა რა არის აქ გასაკვირი, სადღაც ხომ უნდა ჰქონოდა დედამიწას თავისი დვრიტა. მაგრამ ვინ დაადო მას ტაბუ ან რატომ?..
ძველი ხელნაწერებითა და წმიდა ტექსტებით დასტურდება, რომ არქაულ ხანაში ძალზედ ბევრი რამ სცოდნიათ არსებული სიცარიელის შესახებ, რომლის მისამართიც დამალეს. ამ სიცარიელეს ისევე როგორც კვერცხს, თავისი სპირალისებრ დაგრეხილი ჩასასვლელიც ჰქონია, რომლის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე დღესაც დაკეტილია.
ბიბლიაში აღნიშნულ ტერიტორიას სიტყვა "ქუეყანით" გამოხატავდნენ.
ბიბლიის სწავლებით, ღმერთი უზენაესი პიროვნებაა! გავაანალიზოთ: მატერიაში ადამიანმა ისწავლა ძალიან მარტივი რამ: მარცხნივ, ზევით, ქვევით... დავუშვათ ღმერთი არის ცაში, ჩვენგან ზევით! საკმარისია ეს თქვას პოლუსებზე მდგარმა ორმა კაცმა, რომ უკვე დაუდგენელია - სად "ზევით" არის ღმერთი, რადგან ცნება "ზევით" პლანეტის მასშტაბით გაუგებარია. ღმერთი უზენაესი პიროვნებაა, ძველი ტექსტებით დასტურდება, რომ ღმერთის სამოსახლოს როგორიღაცა მაღალი მთა და მასზე დაშენებული საკრალური ქალაქი წარმოადგენდა. იგი პირადად ესაუბრებოდა გამოცხადებით რჩეულებს. როგორ შეიძლება ეს მთა და ღმერთი არსებობდეს ზევით, ქვევით...

უფალში...(ზესინათლის შიგნით, ერთ ადგილზე) არსებობს მეტაფიზიკური სიცარიელე. ისე როგორც ელიფსს გააჩნია ერთ მონაკვეთში "ჰო" და "არა"ს კანონით როგორიღაცა სიცარიელე, და იგი წარმოადგენს ელიფსის ეგროგორულ ცენტრს, ანალოგიური ცენტრი ჰქონია სრულიად უფალს (ე.ი. უზენაესის გიგანტურ შარავანდედს), რომელიც მატერიაშია "დაბმული" და ამავე მატერიის ეგრეგორულ ცენტრს წარმოადგენს. ეს ადგილი ყველაზე მეტად არის გასხივოსნებული. იგი ერთგვარი ვაკუუმია, რაც საბაბია შემეცნებისა! აი ამ უძლიერეს ნათელში ბინადრობს ღმერთი! ალბათ ეს ცაშია გაიფიქრებს ნებისმიერი. არავითარ შემთხვევაში, ღმერთის ადგილსამყოფელი უშუალოდ უკავშირდება ერთ კლდეს, რომლის შესახებ ბევრი რამ გვაქვს მოსათხრობი. მაგრამ სად არი უფლის არეალის ის სიცარიელე, რომელიც ყველაზე ძლიერ კაშკაშებს? - თურმე მიწისქვეშ!

მაცხოვარი ბრძანებს: "არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს და არცა საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს"
დაფიქრდით...
ბიბლია მრავლად იძლევა ისეთ ინფორმაციებს, როდესაც ღმერთს გაჰყავს სხეულიდან სულში ესა თუ ის მორჩილი და როგორიღაცა მთაზე აგებულ იდუმალებით მოცულ ქალაქს უჩვენებს. ეს ხდებოდა სხვადასხვა ეპოქებში. ხოლო ის რომელიღაცა გიგანტური სიმაღლის მთა და ღმერთის საცხოვრისი ქალაქი, ყველგან თითქმის ერთნაირად არის აღწერილი.
აი როგორ იწყება მაგალითად ეზეკიელის ხილვა და მოგზაურობა უფალი-ღმერთის საბრძანებელში, რომლის საიდუმლო ადგილსაც თურმე მიწისქვეშეთი წარმოადგენს: " და იქმნა ოცდამეათესა წელსა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთვისასა, და მე ვიყავ შორის წარტყუენულთა მათ მდინარესა მას ზედა ქობარისასა; და განეხუნეს ცანი და ვიხილე ხილვაი ღმრთისაი მეხუთესა თთვისასა; ესე იყო მეხუთე წელი ტყუეობისა იოაკიმ მეფისაი და იქმნა სიტყუაი უფლისაი ეზეკიელისა მიმარ, ძისა ვუზისსა, მღვდლისა, ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა; და იყო ჩემ ზედა ხელი უფლისაი"

მოსეს შეხვედრა უფალთან, "და ჰრქუა უფალმან: აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე კლდესა ზედა. რაჟამს წარვიდეს დიდებაი ჩემი, დაგდვა შენ ხურელსა კლდისასა და დაგფარო ხელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე. და ავიღო ხელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგნი ჩემნი, ხოლო პირი არა გეჩუენოს შენ".
მიწისქვესა სამყაროს შესახებ მოგვითხრობს უამრავი მითი და ლეგენდაც, იქიდან სხვა სამყაროში, მიღმიერ ცხოვრებაში გადასვლას ეხება უძველესი ისტორიებიც.

"ხოლო ავიდა რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ იგი პირველად დედამიწის ქვესკნელში ჩავიდა? ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა არავსოს ყოველივე." (მოციქულ პავლეს წერილი ეფესელთა მიმართ).

ვის არ წაუკითხავს ამერიკელი მეცნიერის, - დოქტორ მოუდის წიგნი "ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ". გახსოვთ ალბათ, ამ კვლევაში თავმოყრილია კლინიკური სიკვდილიდან უკან მობრუნებული პაციენტების მონათხრობები, თუ ვინ რა ნახა "იქ", ან ვის რა შეემთხვა სულიერ სამყაროში ყოფნისას. ე.ი, ამერიკელები ეძებენ "შავ ხვრელს", რომელშიც თურმე გარდაცვლილის სული მიჰქრის. მობრუნებულები თუ გახსოვთ დიდი აღტაცებით იხსენებენ ხოლმე თვალის მომჭრელ საოცარ ნათელს. ალბათ ბევრი რამ უკვე გასაგებია...
არადა მე ჯერ ფაქტიურად 2-3%-ც კი არ მითქვამს მივიწყებული მიწისქვესეთის შესახებ. ასეთი ფანტასტიკური ფენომენის არსებობის დამადასტურებელი არაერთი კონკრეტული ისტორიის მოყოლა შეიძლება... ნელ-ნელა მათ აუცილებლად მოგითხრობთ...

Posted by: mrs. shota_deida 2 Nov 2005, 23:10
nika_144
ატლანტიდასი გჯერა ისე?
სხვათაშორის ამ ორი დღის წინ დამესიზმრა ძალიან ძლიერი სიზმარი! თითქოს ამ ჩვენი დედამიწის ქვეშ კიდევ რამდენიმე დედამიწა არსებობს და სულ ბოლოს, შიგნით თითქოს ღმერთები ცხოვრობდნენ! ერთი ღვთაება ქალღმერთი იყო, რაღაც ცისფერი პლაზმისგან შედგებოდა! დაფრინავდა და კიდევ მეორე იყო მაგასტან ერტად და მერე რომ დავინახე ისინი მესმოდა რომ თითქოს ამ სამყაროს ამბებს წყვეტდნენ და კაკ- რაზ მაგ დროს გამომაღვიძა დედამ! sad.gif

Posted by: nika_144 2 Nov 2005, 23:33
mrs. shota_deida

ატლანტიდას და იქაურ ცივილიზაციას აუცილებლად შევეხები.
პლატონის მიერ აღწერილი ადგილი რეალურად არსებობს ახლაც, "კუნძული" წყალში კი არ დაიძირა, არამედ წყლით დაიფარა. ანუ წყლის დონემ მოიმატა და დაფარა იქაურობა, რაც მოგვიანებით აღქმული იყო, როგორც ატლანტიდის დაძირვა. სხვათაშორის ეს ისტორიაც რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მიგნებულ მიწისქვეშეთს უკავშირდება. მაგრამ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით. დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი ატლანტიდასტან დაკავშირებულ ნებისმიერ ღირებულ ინფორმაციას, მე ამ საკითხზე ყველაფერი მაინტერესებს, ასე, რომ დიდი ინტერესით ველი სერიოზული ხალხის მოსაზრებებს.

ღმერთთან გატოლების მიზნით აგებული ბაბილონის გოდოლიც "ჯაჭვის" ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა კონკრეტული მაგალითების გარეშე ახლა ამ საკითხის გაღვიძება ჯერჯერობით ნაადრევია...


Posted by: NAVARA 3 Nov 2005, 05:43
QUOTE
ახლა აზროვნების მასშტაბები გავზარდოთ და ბუნების ამ კანონის გათვალისწინებით კვერცხიდან პლანეტებს გავხედოთ
ROOFL ამ ფრაზის მერე ვეღარ წავიკითხე(ფილტვები და მუცლისპრესი ამტკივდა).

სერიოზული შემთხვევაა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: [LoD]-Bagra 3 Nov 2005, 06:47
nika_144

ეგ ამბები გიორგი ჰიპერ-მღვდელი და გრაალის რაინდი როა იმას ეცოდინება დაწვრილებით.. აქ გენაცვალე "მოჩატავე" ხალხი ვართ და ნუ დაგგვგრუზე smile.gif

Posted by: Roofus 3 Nov 2005, 07:14
QUOTE
კვერცხიდან პლანეტებს გავხედოთ...

ვინ ვახტანგი?! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mrs. shota_deida 3 Nov 2005, 22:56
[LoD]-Bagra
Roofus
აუ ხალხნო რატომ ღადაობთ ყველაფერზე, აქ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ! თუ არ გაინტერესებთ, ან ყველაზე ნაღდი--არ იცით! მაშინ დააცადეთ ხალხს საუბარი და საჩატაოთ უამრავი სხვა ადგილი არსებობს! yes.gif chest.gif

Posted by: DIGIT4L_PUNK 3 Nov 2005, 23:19
nika_144
QUOTE
კვერცხი შიგნიდან სავსეა, რის გამოც სადღაც არ უნდა იყოს სავსე.

მაპატიე მარა ცოტა არ მესმის...
QUOTE
სად არის ჩვენი პლანეტის ის ცარიელი და ჩაღრმავებული ადგილი, კვერცხს რომ აქვს კანის შიგნით ბუნებით კოდირებული. პლანეტასაც ხომ უნდა გააჩნდეს ასეთი რამ

გამორიცხული არ არის მარა არც აუცილებელია რომ გააჩნდეს...
QUOTE
უზენაესის გიგანტურ შარავანდედს

მაგრამ ეს გალაქტიკის ცენტრია....
პ.ს. ცოტა გარკვევით დაალაგე სათქმელი და პირდაპირ თქვი რაც გინდა smile.gif

Posted by: Atmosphera 3 Nov 2005, 23:26
ეგრეა ეგრე ჭეშმარიტად და რამე
ნუნისიდანაა ჩასასვლელი... ცოტა მოუწესრიგებელია მაგრამ მიშამ დაიგინა გაზაფხულამდე შევაკეთებთო chups.gif

Posted by: karlsoni 3 Nov 2005, 23:30
QUOTE
ვიდრე მიწსქვეშა ზღაპრული სამყაროს აღწერილობას შემოგთავაზებდეთ,

jump.gif chups.gif მინდა, მინდა მიწისქვეშა სამყაროს აღწერა, ბავშვობიდან მიყვარს ზღაპრები: ჯუჯები, გნომები, ალისა საოცრებათა ქვეყანაში.
QUOTE
ეს ელიფსის კანონია!

ნე პონიალ. . . . . .
QUOTE
უფალში...(ზესინათლის შიგნით, ერთ ადგილზე) არსებობს მეტაფიზიკური სიცარიელე.

QUOTE
ანალოგიური ცენტრი ჰქონია სრულიად უფალს (ე.ი. უზენაესის გიგანტურ შარავანდედს),

QUOTE
ეს ადგილი ყველაზე მეტად არის გასხივოსნებული. იგი ერთგვარი ვაკუუმია, რაც საბაბია შემეცნებისა!

QUOTE
ღმერთის ადგილსამყოფელი უშუალოდ უკავშირდება ერთ კლდეს, რომლის შესახებ ბევრი რამ გვაქვს მოსათხრობი.

ამ ყველაფერს შენ იგონებ? wow.gif მაგარი ფანტასტი დადგებოდა შენგან.
QUOTE
მაგრამ სად არი უფლის არეალის ის სიცარიელე, რომელიც ყველაზე ძლიერ კაშკაშებს? - თურმე მიწისქვეშ!

ვაიმე. მიწისქვეშ მე ჯოჯოხეთი მგონია.

Posted by: Atmosphera 3 Nov 2005, 23:38
QUOTE
მაგარი ფანტასტი დადგებოდა შენგან.

რაღაც მეეჭვება... აი რა დადგა ის უკვე შეიძლება ვივარაუდოთ smile.gif
ხოოოო... ღენიოსებო, თუ ოდნავ მაინც შეგრჩათ ნამუსის მსგავსი რამ, იქნებ აღიაროთ რომ მორიგ ბოდვას, ღრმად გაჯერებულს რელიგიური ტუგადუმობებით არაფერი ესაქმება განყოფილებაში "მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება და განათლება", და თუ მაინცადამაინც ცენტრისკენულად ვართ განწობილი ჩავასწორე - მოგზაურობა კაპების ქვეყანაში - ვისაუბროთ.

Posted by: DIGIT4L_PUNK 3 Nov 2005, 23:41
'This whole physical universe is a created hologram. We have a focusing device called "physical body" and we percieve time-space through that physical body and within that time-space physical body focusing mechanism is what I like to call a discriminator circuit, that holds off all of the other spectrum of consciousness, and that spectrum is virtually endless, and we are just penetrating other parts of that consciousness spectrum with this human mind. This whole physical universe is a hologram.'

'This whole physical universe is a hologram.'

'Time, time, time-space.'

'Time-space is a hologram.'

'There is an inherent energy field and it permeates all time-space but is not of time-space.'

'This whole physical universe is a hologram.'



Posted by: Atmosphera 3 Nov 2005, 23:44
.........მაინც იგივე აზრის ვარsmile.gif

Posted by: karlsoni 3 Nov 2005, 23:49
Atmosphera
QUOTE
........მაინც იგივე აზრის ვარ

biggrin.gif
მაშინ ვისაუბროთ კაპებზე. ისე, აკუტაგავას ეს მოთხრობა "წყლის კაცების ქვეყანაში", არც ისე მომწონს, რაღაც ალღო ვერ ავუღე.

Posted by: nika_144 4 Nov 2005, 00:52
DIGIT4L_PUNK
QUOTE
კვერცხი შიგნიდან სავსეა, რის გამოც სადღაც არ უნდა იყოს სავსე.


მაპატიე მარა ცოტა არ მესმის...

კაკარგი შეკითხვაა, შევეცდები ძალიან მოკლედ აგიხსნა, იმას რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ჰქვია პარადოქსი, ანუ ეს საოცარი რაღაც რასაც პარადოქსი შეარქვეს ფაქტიურად გვხვდება ყველგან. არ არსებობს მაღალი დაბალის გარეშე, პლიუსი მინუსის გარეშე და ა. შ. მე ვფიქრობ, რომ პარადოქსის შედეგია ყველაფერი. მათ შორის თუნდაც მაცხოვრის პირველ საუკუნეში მობრძანებაც, იუდეველები იმდენად სხვანაერ მესიას ელოდნენ, რომ ზუსტად პარადოქსის კანონით სწორედ ამ ღმერთის რჩეულმა ერმა არ ირწმუნა განკაცებული მათთან მისული ღმერთის. აი მაგალითისათვის კიდევ ერთი, რამდენადაც შორს წახვალ ერთი კონკრეტული ადგილიდან პარადოქსის კანონით იმდენად მიუახლოვდები მას. ალბათ გასაგებია ხომ... დაახლოებით ამ თვალსაზრისით ავღნიშნე, რომ კვერცხი რამდენადაც სავსეა შიგნით, იმდენათ სადღაც აუცილებლად უნდა არსებობდეს ადგილი... და ალბათ უკვე ხვდები... თუ არადა შენთითონ ნახე, მოხარშულ კვერცხს მართლაც აქვს ბუნების ნებით კოდირებული გარკვეული სიცარიელე...
QUOTE
სად არის ჩვენი პლანეტის ის ცარიელი და ჩაღრმავებული ადგილი, კვერცხს რომ აქვს კანის შიგნით ბუნებით კოდირებული. პლანეტასაც ხომ უნდა გააჩნდეს ასეთი რამ


გამორიცხული არ არის მარა არც აუცილებელია რომ გააჩნდეს...


კარგად მსჯელობ... მაგრამ ნახე რახდება, მე ახლა იმას კი არ ვამტკიცებ ამ თემაში, რომ დედამიწას აუცილებლად სჭირდება ასეთი ადგილის (სიცარიელის) არსებობა, არა მე უბრალოთ არსებულ უკვე შემდგარ ფაქტზე ვსაუბრობ, მოკლედ ჩვენს პლანეტას მართლაც აქვს ერთ ადგილზე ასეთი სიცარიელე, თითქოს ერთი შეხედვით რა მერე გაიფიქრებს ვინმე ჰქონდეს და იყოს, მაგრამ აქ სულ სხვა რამ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, იმდენად გრანდიოზული არსის მატარებელია ეს მიწისქვეშეთი, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მეცნიერული სამყარო ამ აღმოჩენის დადასტურების შემდეგ გაოგნებული აღმოჩნდება, ანუ ახლა ჩემი მიზანია მხოლოდ რეალურად დავასაბუთო, რომ ასეთი სიცარიელე დედამიწაზე ნამდვილად არსებობს, შემდეგ კი აუცილებლად გეტყვით უშუალოდ შიგნით რა არის მიგნებული.

იმდენი კონკრეტული ფაქტი უნდა მოგითხროთ აღნიშნული მიწისქვეშეთის, ქვემო სამყაროს არსებობის დამადასტურებელი, რომ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მხოლოდ სულელმა და ბრიყვმა შეიძლება განაცხადოს არანაერი მიწისქვეშეთი არ არსებობსო.

ყრუს კი აქვს უფლება ამტკიცოს, რომ ხმაური არ არსებობს...

Posted by: karlsoni 4 Nov 2005, 01:02
nika_144
კასტერს აქვს მაგარი წიგნი, 30 წელიწადი მიწის ქვეშ, მაგარი სპალეოლოგი იყო. up.gif
ესპანეთს და საფრანგეთს შორის სასამართლო დავა მიწისქვეშა წყლებზეც, მაგის ექსპერიმენტზე დაყრდნობით მოიგო საფრანგეთმა.

Posted by: Solveig 4 Nov 2005, 01:04
QUOTE
სპალეონტოლოგი

smile.gif სპელეოლოგი თუ პალეონტოლოგი? უფრო სპელეოლოგი ალბათ..

Posted by: karlsoni 4 Nov 2005, 01:06
Solveig
QUOTE
სპელეოლოგი თუ პალეონტოლოგი? უფრო სპელეოლოგი ალბათ..

პალეონტოლოგი ნამარხ ცხოველებს სწავლობს, სპალეოლოგი (მოსე ზამთარაძისა არ იყოს) მიწისქვეშა მამაძაღლობების სპეციალისტია. მღვიმეების, გამოქვაბულების და.ა.შ. ჩავასწორე.

Posted by: nika_144 4 Nov 2005, 01:17
karlsoni
QUOTE
ამ ყველაფერს შენ იგონებ?  მაგარი ფანტასტი დადგებოდა შენგან


ეს ყველაფერი არის ჯერჯერობით ვერსია, თუმცა სერიოზული უკვე გადამოწმებული ფაქტები არსებობს, რომელიც ამ ყველაფერს დაადასტურებს. ეს არის ყოველმხრივ უნიკალური აღმოჩენა, რომელზეც ჩემი უახლოესი მეგობარი მუშაობს უკვე 12-13 წელია, ახლა ეს ყველაფერი უკვე ისეთ სტადიაშია, რომ მეცნიერული სამყარო ძალიან ახლოს არის ამ გრანდიოზული არმოჩენის საფუძვლიანად შესასწავლად, მიგნებულია მიწისქვეშა ცივილიზაცია, პასუხი ეცემა ყველა მითსა და ლეგენდას, ბიბლიაში და სხვა სასულიერო ლიტერატურაში (თუნდაც ბჰაგავატგიტა) არსებულ გასაიდუმლოებულ თემებს. გესმის რას ნიშნავს ეს... აქ ხალხი კაიფობს, მაგრამ იცი უკვე რა დონის და ხარისხის მეცნიერები არიან ჩართული ამ ყველარფერში. გაგიგია გია დვალი და მისი "მეოთხე განზომილებასთან" დაკავშირებული ფანტასტიკური ნაშრომი... მე აუცილებლად ვისაუბრეფ ყველაფერზე დეტალურად...

Posted by: დათიკო 4 Nov 2005, 01:37
nika_144
ამისთანა ამბები სპილბერგის სცენარისტსაც კი არ დაესიზმრებოდა biggrin.gif
ტომბ რაიდერი III
"ლარა კროფტი ელიფსურ მიწისქვეშეთში" lol.gif

Posted by: DIGIT4L_PUNK 4 Nov 2005, 01:38
nika_144
გასაგებია(?).... მაგრამ აქ უბრალოდ ვერ იტყვი ყველაფერს... ამიტომ სულ იქნება გაურკვევლოა ამ საკითხის ირგვლივ....
და მერე ამით... აი უბრალოდ არ მესმის რისი თქმა გინდა....
რაღაცას არ ამბობ შენ ბოლომდე givi.gif

Posted by: webdesign 4 Nov 2005, 01:45
მაგ თემას ასეულობთ წიგნი ეძღვნება, არა? რა მანდ საქართველოში დავიჯერო ატლანტიდა არ გამოუციათ, ვითომ?
მეორე, გივი ალაზნისპირელს 8 ტომი აქვს მაგ საკიტხზე გამოცემული მანდ, როგორც ვიცი, რომელიც ეხება ჩაძირულ ცივილიზაციას/ატლანტას, რომელიც მისი პირადი გამოკველევების შედეგად ზუსტად საქართველოს ქვეშაა(ერთი ნაწილი , რა თქმა უნდა, ან როგორ შეიძლება სხვანაირად როცა საქართველო უძველესი ქვეყანაა 2 მილიონო წლის http://www.dmanisi.org.ge ).
მე მისი სტატია წავიკითხე მის ნოაში, ნუისს რომ ეზახიან მანდ არის ვეშაპის შესავლელი თურმე(ნუისი დიდ თევზს , ანუ ვეშაპს ნიშნავს!) მაგ ტემას თურმე მარტო გივი კი არ იკვლევდა მანდ, არამედ მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები და არსებობს წიგნები მაგაზე თურმე, ტავად ეზოთეროსი გურჯიევიც ყოფილა ნუისში თურმე და უნახავს ეგ ვეშაპი(წადით და თქვენც ნახეთ) მოკლედ, ალბათ თქვენ უფრო მეტი უნდა იცოდეთ, რამეთუ მისი წიგნები მანდ არის, ან კი არის რომ მისი ეს ტომები მანდ? მე მხოლოდ სტატიები მაქვს წაკითხული, ასე რომ ბევრი არაფერი ვიცი.

Posted by: shota_deida 4 Nov 2005, 01:59
QUOTE
ამისთანა ამბები სპილბერგის სცენარისტსაც კი არ დაესიზმრებოდა


სპილბერგზე გამახსენდა...მე მქონდა მოსკოვში ნაყიდი, ინგლისურიდან ნათარგმნი 4 ნაწილიანი კომიქსი ''ინდიანა ჯონსი და ატლანტიდა'' თუ რაღაც ეგეთი...საკმაოდ საინტერესო ამბები ხდებოდა, მაგრამ სერიოზულად არ შეიძლებოდა აღქმა იქ დაწერილისა, როგორც რეალური ფაქტების დასაბუთებისა.

user posted image

Posted by: nika_144 4 Nov 2005, 02:42
DIGIT4L_PUNK
QUOTE
გასაგებია(?).... მაგრამ აქ უბრალოდ ვერ იტყვი ყველაფერს... ამიტომ სულ იქნება გაურკვევლოა ამ საკითხის ირგვლივ....
და მერე ამით... აი უბრალოდ არ მესმის რისი თქმა გინდა....
რაღაცას არ ამბობ შენ ბოლომდე 


ხომ გითხარი სწორად მსჯელობ მეთქი, მე ტყვილა არავის ვაქებ...

ფორემზე ასეთი ინფორმაციების დადება არ ემსახურება მთავარი მიზნის მიღწევას, ანუ რადგან მიწისქვესეთის და იქ მიგნებული საკრალური ქალაქის შესახებ რაღაც ითქვა ეს არ ნიშნავს, რომ ამით მე მეცნიერულ სამყაროს რაიმე განუცხადე ან საერთოდ რაიმეზე მაქვს პრეტენზია, მეცნიერებთან და თუ გნებავთ მსოფლიო პოლიტიკის მმართველებთან სულ სხვა ადამიანი საუბრობს ოფიციალურად, მე უბრალოდ ფორუმზე ამ თემის დადებით მინდა დაიწყოს სწორი და საინტერესო აზროვნება ჩვენთანაც, ანუ მხოლოდ ისე უბრალოდ წამოვწიე ფორუმზე ეს თემები, თორემ გარწმუნებ იმ კალიბრის ფიზიკოსმა აღიარა ეს ყველაფერი და გამოთქვა ამ თემით დაინტერესება, რომ მეთითონ დავრჩი გაკვირვებული... მოკლედ ამ საკითხს მართლა ძალიან სერიოზული ხალხი იკვლევს უკვე... ისეთ რაღაცაზეა საუბარი დმანისის აღმოჩენაზე ხალხი სიცილით მოკვდება, თავისი მასშტაბებით ის რაზეც მე ვსაუბრობ აღემატება და თანაც ბევრად ყველა აქამდე გაკეთებულ ძველ აღმოჩენას.
QUOTE


რაღაცას არ ამბობ შენ ბოლომდე 


მე, რომ ბოლომდე ვთქვა ყველაფერი გარწმუნებ არასერიოზულად შემომხედავს (თუ უკვე არ მიყურებს) 99% ფორუმზე მყოფი ხალხისა, ასე, რომ ჯერ თავდაპირველად კონკრეტული ფაქტებით დაგიდასტურებთ მიწისქვეშა ცივილიზაციის არსებობას, შემდეგ იმასაც მოგახსენებთ რა ხდებოდა და რა ხდება ამჟამად შიგნით და ბოლოს მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მისამართსაც გეტყვით აუცილებლად... სხვათაშორის მეცნიერებისათვის ეს ადგილი სადაც სავარაუდოდ დედამიწაზე ასეთი გიგანტური მასშტაბების ღრმული უნდა იყოს ცნობილია, და როგორ გგონიათ არ ამოწმებენ...

Posted by: humanoidi 4 Nov 2005, 02:45
nika_144
QUOTE
მე, რომ ბოლომდე ვთქვა ყველაფერი გარწმუნებ არასერიოზულად შემომხედავს (თუ უკვე არ მიყურებს) 99% ფორუმზე მყოფი ხალხისა

კაი ერთი თუ ღმერთი გწამს. smile.gif

Posted by: DIGIT4L_PUNK 4 Nov 2005, 14:35
nika_144
რამე ლინკებს ვერ დააგდებ?

Posted by: nika_144 4 Nov 2005, 16:00
DIGIT4L_PUNK

QUOTE
რამე ლინკებს ვერ დააგდებ?


სიამოვნებით, მაგრამ ტექნიკურად როგორ უნდა ვქნა ეგ არ ვიცი, ჩემი რომელიმე მეგობარი როცა მოხვდება ჩემთან აუცილებლად ვთხოვ დახმარებას...

Posted by: anatoreli 4 Nov 2005, 16:06
nika_144
ის რასაც აქ წერ 10 წლის წინ წავიკითხე,მოვისმინე.გივისაც ვიცნობდი,გიორგისაც და თითქმის ყველას ვინც ნუნისში,ქვიშხეთში და კიდევ ბევრგან თხრიდა და ეძებდა ქვესკნელში ჩასასვლელებს,ასევე ნამყოფი ვარ ყველა ადგილას სადაც ეგენი დადიოდნენ და მიუხედავად მათი პიროვნული დიდი პატივისცემისა მე რაიმე რეალური ფაქტი,ხელშესახები არგუმენტი არ მინახია,ესაა ხიბლით მონუსხული პატიოსანი ხალხი.ესაა ილუზიაა,ილუზიაში იმყოფები ძმობილო!

Posted by: jurxai 4 Nov 2005, 16:16
კვერცხს რაც შეეხება, დემაგოგიას აქვს ადგილი - ჩაღრმავებულ ადგილას ძალიან პროზაული ჰაერის მარაგია ჩანასახისთვის და
ელიფსი რა შუაშია?! რაღაც არ მახსოვს გეომეტრიაში "ჩაღრმავებული ელიფსები". ასევე, თუ მეხსიერება არ მღალატობს, აგ ყბადაღებული ჩაღრმავებულ ადგილი ზოგ კვერცხს გვერდზე აქვს ხოლმე მოქცეული

Posted by: nika_144 4 Nov 2005, 16:19
anatoreli

QUOTE
ის რასაც აქ წერ 10 წლის წინ წავიკითხე,მოვისმინე.გივისაც ვიცნობდი,გიორგისაც და თითქმის ყველას ვინც ნუნისში,ქვიშხეთში და კიდევ ბევრგან თხრიდა და ეძებდა ქვესკნელში ჩასასვლელებს,ასევე ნამყოფი ვარ ყველა ადგილას სადაც ეგენი დადიოდნენ და მიუხედავად მათი პიროვნული დიდი პატივისცემისა მე რაიმე რეალური ფაქტი,ხელშესახები არგუმენტი არ მინახია,ესაა ხიბლით მონუსხული პატიოსანი ხალხი.ესაა ილუზიაა,ილუზიაში იმყოფები ძმობილო


მაგრად გთხოვ მიპასუხო გჯერა თუ არა სასუფევლის არსებობის, და თუ გჯერა მაიტერესებს თანაც ძალიან მაგრად მაინც როდის ნახე... ეგრე არ შეიძლება, რადგან არ გინახავს არაფერი ესეიგი არ არსებობს, მთელი უძველესი კულტურა ამ ფენომენს ეხება და შენ ამბობ ფაქტი არ მინახავსო...

Posted by: [LoD]-Bagra 4 Nov 2005, 16:27
nika_144
QUOTE
ეს ელიფსის კანონია!

ერთი ეს ცოტა დაწვრილებით ახსენი, თორემ გაურკვევლობაში ვარ. კვერცხზე და დედამიწაზე (როგორც შენ ამბობ!) ე.წ. "ელიფსის კანონი" ძალაშია. რა ხდება გარგარის კურკის და რაგბის ბურთის შემთხვევაში? ისინიც მოელიფსო რაღაცეებია და მათაც აქვთ სიცარიელე?

QUOTE
დავუშვათ ღმერთი არის ცაში.

ლოოოოოოოოოლ.... gigi.gif

QUOTE
ამ სიცარიელეს ისევე როგორც კვერცხს, თავისი სპირალისებრ დაგრეხილი ჩასასვლელიც ჰქონია, რომლის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე დღესაც დაკეტილია.

გამოდის რომ რამოდენიმე მთავარი კარიბჭე არსებობს, რომელთაგან ერთის გარდა ყველა გახსნილია... ლოგიკის თანახმად "არამთავარი", პაწა-პაწა ჭიშკრებიც უნდა არსებობდეს არა? lol.gif

QUOTE
უფალში...(ზესინათლის შიგნით, ერთ ადგილზე) არსებობს მეტაფიზიკური სიცარიელე. ისე როგორც ელიფსს გააჩნია ერთ მონაკვეთში "ჰო" და "არა"ს კანონით როგორიღაცა სიცარიელე, და იგი წარმოადგენს ელიფსის ეგროგორულ ცენტრს, ანალოგიური ცენტრი ჰქონია სრულიად უფალს (ე.ი. უზენაესის გიგანტურ შარავანდედს), რომელიც მატერიაშია "დაბმული" და ამავე მატერიის ეგრეგორულ ცენტრს წარმოადგენს. ეს ადგილი ყველაზე მეტად არის გასხივოსნებული. იგი ერთგვარი ვაკუუმია, რაც საბაბია შემეცნებისა!

"ამ ქალაქში უყვარდათ სიტყვები: გენიოზი, გრადუზი, ბალზაკი..." © რეზო გაბრიაზე "უცხო ჩიტი"
მოკლედ ხალხი არ იცვლება რა.... biggrin.gif

Posted by: humanoidi 4 Nov 2005, 16:27
[LoD]-Bagra
biggrin.gif
...................................

Posted by: [LoD]-Bagra 4 Nov 2005, 16:37
humanoidi
მაიცა სადა ხარ... აქ მარგალიტებია გაბნეულიიიი... პიპეც gigi.gif

აი მაგ:
QUOTE
დედამიწაც მრგვალია, მაგრამ მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ იგი ელიფსიც ყოფილა. საიდან ასეთი ანალოგია კვერცხთან?

კითხვა ნახე რა რიტორიკულია.. biggrin.gif ბავშვობაში ბზრიალა მქონდა, "ელიფსური" ფორმის. საიდან ასეთი ანალოგია კვერცხტან ? lol.gif

Posted by: nika_144 4 Nov 2005, 16:40
jurxai
QUOTE
კვერცხს რაც შეეხება, დემაგოგიას აქვს ადგილი - ჩაღრმავებულ ადგილას ძალიან პროზაული ჰაერის მარაგია ჩანასახისთვის და
ელიფსი რა შუაშია?! რაღაც არ მახსოვს გეომეტრიაში "ჩაღრმავებული ელიფსები". ასევე, თუ მეხსიერება არ მღალატობს, აგ ყბადაღებული ჩაღრმავებულ ადგილი ზოგ კვერცხს გვერდზე აქვს ხოლმე მოქცეული


რა მნიშვნელობა აქვს გვერდზე აქვს კვერცს ჩაღრმავებული ადგილი თუ ზევით, მთავარია, რომ ნამდვილად აქვს, ანალოგიურად დედამიწას ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ სად უნდა ჰქონდეს ეს ადგილი, აქ ჯერჯერობით მთავარია მივიდეთ თეორიულ დასკვნამდე, რომ ნამდვილად აქვს... ხოლო ის თუ სად აქვს და რა ხდება შიგნით ამჟამად, ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით...
* * *
[LoD]-Bagra
ნუ გადაეკიდე ამ კვერცხს და ელიფს, იფიქრე ცოტა უფრო სერიოზულ რაღაცეებზე...
ამ თემაში მთავარია ხალხმა გაიგოს დაკარგული მიწისქვეშეთის სადღაც არსებობის შესახებ, ხოლო დანარჩენზე უკვე მერამდენედ ვიმეორებ მ ე რ ე!

Posted by: jurxai 4 Nov 2005, 16:49
QUOTE
[LoD]-Bagra
ნუ გადაეკიდე ამ კვერცხს და ელიფს, იფიქრე ცოტა უფრო სერიოზულ რაღაცეებზე...
ამ თემაში მთავარია ხალხმა გაიგოს დაკარგული მიწისქვეშეთის სადღაც არსებობის შესახებ, ხოლო დანარჩენზე უკვე მერამდენედ ვიმეორებ მ ე რ ე!



ეს უკვე გავს რაღაცას.

Posted by: [LoD]-Bagra 4 Nov 2005, 16:51
nika_144
დაგეწყო მერე სერიოზულად... კვერცხიო შენ არ ახსენე პირველად ? იმ შედარების მერე შოკში ვარ... სერიოზულზე ვეღარ ვფიქრობ biggrin.gif

Posted by: humanoidi 4 Nov 2005, 16:52
nika_144
QUOTE
ხალხმა გაიგოს დაკარგული მიწისქვეშეთის სადღაც არსებობის შესახებ

user posted image

yes.gif

Posted by: mrs. shota_deida 4 Nov 2005, 16:56
ხალხნო ძალიან საინტერესოა ძველი ცივილიზაციები! რა შუაშია აქ ილუზიები, ვისაც არაფრის სჯერა ამ ცხოვრებაში ეს მისი პირადი პრობლემაა! ბევრ რამეს გეოლოგია და გეოგრაფია ადასტურებს- მაგალითად ატლანტიდის არსებობას, ოღონდ კონტინენტის არსებობის თვალსაზრისით! ინკები, მაიას ტომები, შუმერები და ბევრი სხვა ცივილიზაციები ყველაფერია საინტერესო და განსახილველი!

Posted by: anatoreli 4 Nov 2005, 16:57
nika_144
შენ რა ნახე?ანალოგიის პრინციპით,ეგ ადგილი შეიძლება დედამიწის ბევრ ადგილას იყოს,მაგრამ ეგ ყველაფერი ფანტაზიაა,ისეთივე როგორიც კაბალა,რომლითაც თითქოს ყველაფერზე შეიძლება პასუხის გაცემა,მაგრამ მათემატიკური ლოგიკით მტკიცდება რომ ეს ყველაფერი სისულელეა.მოგყავს ტექსტები ალაზნისპირელის წიგნიდან და ბრმად გჯერა,ნიჩივო ეგეთები მინახია ოპტამ,გავა დრო და მიხვდები იმედია რომ ილუზიაში ხარ,ილუზია სწორედ ეგაა რასაც შენ წერ,და თუ მართლა გჯერა რასაც წერ,ესეიგი ჯერ ვერ მიხვდები რომ ილუზიაში ხარ biggrin.gif

Posted by: [LoD]-Bagra 4 Nov 2005, 17:02
mrs. shota_deida
პარდონ მაგრამ საერთოდ თუ იცი "ატლანტიდა" რას ჰქვია? სად კონტინენტი და სად ერეკლე...

QUOTE
ინკები, მაიას ტომები, შუმერები და ბევრი სხვა ცივილიზაციები ყველაფერია საინტერესო და განსახილველი!

კი ბატონო, გეთანხმები, მაგრამ განხილვას ჩაღრუტნულ კვერცხთან სედარებით ნუ დავიწყებთ gigi.gif

Posted by: daiv 4 Nov 2005, 17:10
nika_144
რა იდეას ატარებს მიწისქვეშ არსებული დაკარგული ცივილიზაცია?

Posted by: დათიკო 4 Nov 2005, 17:13
QUOTE
დაკარგული ცივილიზაცია

ერთ-ერთი ეგეთი ადგილი დმანისში ხომ არაა? და მათ მოქალაქენს მზია და ზეზვა ხომ არ ქვიათ? biggrin.gif
დავუშვათ არის ასეთი ჩამარხული ქალაქები. (ალბათ იქნება კიდეც და თუ არქეოლოგები მოინდომებენ იპოვოან კიდეც) მე ვერ ვხვდები რა კავშირშია ეს ყველაფერი სულიერებასთან?
QUOTE
რა იდეას ატარებს მიწისქვეშ არსებული დაკარგული ცივილიზაცია?

მეც ეს კითხვა მაქვს.
გასაგები იქნებოდა თუ იტყოდი, რომ ასეთი ცივილიზაციის პოვნა არქეოლოგიურ-პალეოგრაფიულ, მეცნიერულ დონეზე ფასდაუდებელი იქნება, მაგრამ რა შუაშია აქ
QUOTE
ანალოგიური ცენტრი ჰქონია სრულიად უფალს

ეს რა ჯანდაბაა??? biggrin.gif

Posted by: nika_144 4 Nov 2005, 17:21
anatoreli
აი ნახე რა მარტივად არის საქმე, მე კონკრეტულ საკითხზე გესაუბრები, შენ კიდევ გადაეკიდე ამ ილუზიებს, რა სუასია ილუზიები... მე ვამბობ კონკრეტულ რაღაცას, რომ სადღაც დედამიწაზე ყველა გათვლით უნდა არსებობდეს საკმაოდ გიგანტური ზომის "მიწისქვეშეთი", ძველი ძალიან სერიოზული ხალხი ამის თაობაზე პირდაპირ საუბრობს, ამ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც ყველა სახის სასულიერო თუ მითოლოგიურ ტექსტებშია თავმოყრილი მე აუცილებლად გაგაცნობთ...

წარმოიდგინე რას გეუბნები, ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ აღიარა ალბათ საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში ცნობილმა ფიზიკოსმა ამ ყველაფრის სავარაუდო არსებობა... გეკითხიბი მაინც რა არის ილუზია, რომ დედამიწაზე სადღაც უნდა იყოს და არსებობდეს მიწისქვეშა ცივილიზაცია?

Posted by: anatoreli 4 Nov 2005, 17:53
QUOTE
ყველა სახის სასულიერო თუ მითოლოგიურ ტექსტებშია თავმოყრილი მე აუცილებლად გაგაცნობთ...

ძალიან გთხოვ ნუ შეწუხდები,ზეპირად ვიცი რაც უნდა გამაცნო
QUOTE
გეკითხიბი მაინც რა არის ილუზია, რომ დედამიწაზე სადღაც უნდა იყოს და არსებობდეს მიწისქვეშა ცივილიზაცია?

თეორიულად დასაშვებია რომ დედამიწის შიგნით არსებობდეს სიცარიელე,მაგრამ არა ცივილიზაცია,ეს არის სისულელე,სისულელე,სისულელე,გაიგე,თუმცა ვერ გაიგებ.ის რაც მითებსა და ზღაპრებშია ესაა ძველი ადამიანის მცდელობები სამყაროს რაობის გაგებისა სადაც დომინირებს ადამიანის ფანტაზია.
QUOTE
ძველი ძალიან სერიოზული ხალხი ამის თაობაზე პირდაპირ საუბრობს

ვერცერთ პიროვნების მტკიცებას ამის შესახებ ვერ დადებ,გამორიცხულია.

Posted by: nika_144 4 Nov 2005, 18:17
anatoreli

ცოტა ხანში შეგრცხვება... იმდენ მასალას დავდებ მიწისქვესეთის არა მარტო არსებობის არამედ იქ არსებული ზუსტად ცივილიზაციის შესახებ... ეს ძველი ბუმბერაზი აზროვნების ხალხი წერდნენ რა ამ ფენომენის შესახებ გვეხუმრებოდნენ თუ რა...

Posted by: anatoreli 4 Nov 2005, 18:36
nika_144
QUOTE
ცოტა ხანში შეგრცხვება

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ვერაფერს ვერ დადებ,ვერაფერს,ალაზნისპირელი და გიორგი ერთმანეთს რო ლანძღავენ ისინი შეარიგე გირჩევნია,იქნებ დაწყებული გათხრები იქნებ დაამთავრონ რო მიატოვეს,ხარის ტყავში ჩამოსხმული ლოდები ელიან მოუთმენლად,რატო მიატოვეს???
* * *
QUOTE
ეს ძველი ბუმბერაზი აზროვნების ხალხი წერდნენ რა ამ ფენომენის შესახებ გვეხუმრებოდნენ თუ რა...

ბუმბერაზი ველისციხელი კი წერდა გამახსენდა
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Oompa_Loompa 4 Nov 2005, 22:17
თემას რომ გავეცანი ასეთი აზრი დამებადა, რომ საერთოდ ამ საკითხზე კამათი რთულია, იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამა თუ იმ დაკარგული ცივილიზაციის არსებობაზე(ძველი ბერძნული წყაროების გარდა, მათ სანდოობაზე ახლაც ბჭობენ) ჩემი აზრით წარმოუდგენელი არაფერია, სამყარო ერთი მთლიანობაა და ის საკითხები რაზეც ადამიანს გარკვეული წარმოდგენა გააჩნია სავსებით შესაძლებელია რომ არსებობდეს. ადამიანის გონებისთვის მიუღწეველია ის საკითხები რაც კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა(მარტივია, რაზეც არ მაქვს წარმოდგენა ის არც "დამესიზმრება") შოთა დეიდას ვეტანხმები ირონია ამ თემაზე(საჭიროა, მაგრამ). ზომიერი მითუმეტეს თუ გაინტერესებს.

Posted by: დათიკო 5 Nov 2005, 00:37
QUOTE
ეს ძველი ბუმბერაზი აზროვნების ხალხი წერდნენ

გავა 100-200 წელი და მაგას შენს შესახებაც გაიმეორებენ lol.gif
მაპატიე, არ მიწყინო, მაგრამ ეს ამბავი მიწისქვეშა ცივილიზაციის შესახებ მხოლოდ ღიმილს იწვევს smile.gif

Posted by: nika_144 5 Nov 2005, 03:49
დათიკო
[quote]
გავა 100-200 წელი და მაგას შენს შესახებაც გაიმეორებენ
მაპატიე, არ მიწყინო, მაგრამ ეს ამბავი მიწისქვეშა ცივილიზაციის შესახებ მხოლოდ ღიმილს იწვევს

არა მართლა არ მწყინს, რა არის აქ საწყენი... არ გჯერა ნუ გჯერა... შენი საქმის შენ იცი, და თუ ღიმილიც გამოიწვია ამ ყველაფერმა იუმორიც გქონია, (მთავარია ცინიზმში არ გადაგეზარდოს)
ასე რომ იფიქრე როგორც გინდა, მე მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე საუბარზე გადასვლის სურვილი მიჩნდება, თუმცა აქვე ჩემი თავიც მეცოდება, ასაკრეფია ზღვა მასალა...

Posted by: DIGIT4L_PUNK 5 Nov 2005, 03:56
nika_144
ეეჰ, რა კარგი იქნებოდა რამდენიმე წუთით შენ ტვინში შემოვსულიყავი და ეგ ყველაფერი წამეკითხა wink.gif

Posted by: nika_144 5 Nov 2005, 04:29
ყველაზე მაგრად ჩემს ერში ერთი რამე მაკვირვებს, რატომ არ სურს ხალს მიიღოს ბედნიერება, რატომ არ გინდათ დატკბეთ ამ ქართული მართლა საკაცობრიო მნიშვნელობის სხვადასხვა ღირებულებებით, რატომ გვრცხვენია, რომ ხმამაღლა განვაცხადოთ: ჩვენ ვართ რჩეული ერი! ან როგორ შეიძლება თუნდაც ამაში ვინმეს ეჭვი შეეპაროს, მოკლედ ჩვენს ცნობიერებას ჩვენივე ქვეცნობიერების დახმარებით უამრავი გასაიდუმლოებული, დღემდე დაფარული თემის გაღვიძება შეუძლია... "ლაზარე" და მასთან დაკავშირებული საკრალური თემები იმედია მალე გახდება სერიოზული სამეცნიერო საზოგადოების განხილვის საგანი...

Posted by: GRINGO 5 Nov 2005, 15:56
nika_144
იქ რომ ჩახვალ, რამე სუვენირი წამომიღე რაააა!!!
lol.gif

Posted by: დათიკო 5 Nov 2005, 17:34
nika_144
QUOTE
ყველაზე მაგრად ჩემს ერში ერთი რამე მაკვირვებს, რატომ არ სურს ხალს მიიღოს ბედნიერება, რატომ არ გინდათ დატკბეთ ამ ქართული მართლა საკაცობრიო მნიშვნელობის სხვადასხვა ღირებულებებით, რატომ გვრცხვენია, რომ ხმამაღლა განვაცხადოთ: ჩვენ ვართ რჩეული ერი! ან როგორ შეიძლება თუნდაც ამაში ვინმეს ეჭვი შეეპაროს, მოკლედ ჩვენს ცნობიერებას ჩვენივე ქვეცნობიერების დახმარებით უამრავი გასაიდუმლოებული, დღემდე დაფარული თემის გაღვიძება შეუძლია... "ლაზარე" და მასთან დაკავშირებული საკრალური თემები იმედია მალე გახდება სერიოზული სამეცნიერო საზოგადოების განხილვის საგანი...

არ მიყვარს ურაპატრიოტიზმი...
QUOTE
კონკრეტულ ფაქტებზე საუბარზე გადასვლის სურვილი მიჩნდება

მადლობა ღმერთს biggrin.gif

Posted by: BEKO 5 Nov 2005, 17:56
QUOTE
რატომ არ სურს ხალს მიიღოს ბედნიერება, რატომ არ გინდათ დატკბეთ ამ ქართული მართლა საკაცობრიო მნიშვნელობის სხვადასხვა ღირებულებებით



ყველას აქვს ბედნეიერბის უფლება. უბედურებისაც biggrin.gif

Posted by: Opizar 6 Nov 2006, 02:10
მიდი ნიკა, იგულავე.... )) bis.gif

Posted by: Infini 10 Feb 2019, 19:04
საინტერესო თემა ჩაძირულა აბა ამდენი წლების შემდეგ რას ფიქრობენ ძველი იუზერები ძალიან საინტერესოა

Posted by: არწივი9 10 Feb 2019, 19:12
QUOTE (Infini @ 10 Feb 2019, 18:04 )
საინტერესო თემა ჩაძირულა აბა ამდენი წლების შემდეგ რას ფიქრობენ ძველი იუზერები ძალიან საინტერესოა

რაც მე ამაზე კამათი მქონდაა bis.gif

Posted by: Sensei001 9 Apr 2019, 16:59
პირველად ვკითხულობ ამ ფორუმზე ასეთ საინტერესო მოსაზრებას და სრულიად ვეთანხმები

Posted by: POKERISBLUFF 10 Apr 2019, 00:31



ეს სერიალი გამახსენა ამ თემამ
10 წლის ვიყავი რომ ვუყურებდი და ძალიან მაინტერესებდა, ოღონდ რა არ ვიცოდი
ახლაც, კადრებად მახსოვს რაღაცეები
უბრალოდ მახსოვს,დაიკარგნენ და ვერ გადიოდნენ მეორე მხარეს
ვიფქრობ საინტერესო უნდა იყოს
როგორც ჩემთვის ასევე
ამ თემით დაინტერესებული ხალხისთვის
იქნება ალბათ რაღაც დეტალები,რაზეც ბევრი ფიქრი და რაღAც აზრების ჩამოყალიბება შეიძლება smile.gif

Posted by: gagnia 5 Jun 2019, 14:07
QUOTE
მიუხედავად იმისა კვერცხი შიგნიდან სავსეა, თეთრი ცილა ერთ ადგილზე ჩაღრმავებულია. რატომ არის ცილა ერთ ადგილზე ჩაწეული? იმიტომ, რომ ბუნებას ასე სურს, - ეს ელიფსის კანონია!

drug.gif
რა საინტერესოა. მე კი მეგონა ჩანასახის სუნთქვისთვის იყო საჭირო მანდ ჰაერი. ვაა!

Posted by: viqtorich 5 Jun 2019, 16:14
QUOTE (gagnia @ 5 Jun 2019, 14:07 )
QUOTE
მიუხედავად იმისა კვერცხი შიგნიდან სავსეა, თეთრი ცილა ერთ ადგილზე ჩაღრმავებულია. რატომ არის ცილა ერთ ადგილზე ჩაწეული? იმიტომ, რომ ბუნებას ასე სურს, - ეს ელიფსის კანონია!

drug.gif
რა საინტერესოა. მე კი მეგონა ჩანასახის სუნთქვისთვის იყო საჭირო მანდ ჰაერი. ვაა!

კვერცხს რომ ეგ ჰაერის ბალიში არ ქონდეს, ტემპერატურის ცვლილებისას გასკდება, ანუ, ჩვეულებრივი ბუფერია გაფართოვებული ცილისთვის და სხვა არაფერი. ზუსტად ასეა მოწყობილი მაგალითად ბენზინის კანისტრები, 20 ლიტრას რომ ჩაასხავ და გაივსება, 2 ლიტრი ჰაერის ბალიში რჩება ზემოთ... smile.gif

Posted by: viqtorich 5 Jun 2019, 16:27
QUOTE (დათიკო @ 5 Nov 2005, 00:37 )
QUOTE
ეს ძველი ბუმბერაზი აზროვნების ხალხი წერდნენ

გავა 100-200 წელი და მაგას შენს შესახებაც გაიმეორებენ lol.gif
მაპატიე, არ მიწყინო, მაგრამ ეს ამბავი მიწისქვეშა ცივილიზაციის შესახებ მხოლოდ ღიმილს იწვევს smile.gif


შენ თუ წარმოგიდგენია რამხელა წნევა მოქმედებს სხეულზე ოკეანის სიღრმეში, 10-11 კილომეტრზე? ხოდა ამ პირობებში იქ რაღაც ცოცხალი არსებები დაცურავენ და თავს მშვენივრად გრძნობენ. ასევე, რატომ არ შეიძლება რომ დედამიწის ცენტრში არსებობდეს ცივილიზაცია და ის ამოუცნობი მფრინავი ობიექტები არა სხვა, შორეული პლანეტებიდან, არამედ დედამიწის ცენტრიდან ამოდიოდნენ... მანძილიც არც ისე დიდია, დედამიწის რადიუსი 6000 კილომეტრია.... ასე რომ, ხელაღებით უარყო ის, რაშიც დარწმუნებული არა ხარ, მართლა სასაცილოა...

Posted by: დათიკო 5 Jun 2019, 19:43
viqtorich
QUOTE
5 Nov 2005

საიდან ამოქექე? biggrin.gif

Posted by: viqtorich 5 Jun 2019, 21:49
QUOTE (დათიკო @ 5 Jun 2019, 19:43 )
viqtorich
QUOTE
5 Nov 2005

საიდან ამოქექე? biggrin.gif

სტუმრად ვიყავი, კარგი პურმარილი ჰქონდათ. სულ მზე ანათებს და ზამთარი არ არის. მოკლეთ სამოთხეა biggrin.gif მოკლედ, ტიბეტელ ბერს გადაუცია გერმანელებისათვის ამ გიპოტეზის დამადასტურებელი რუკები, ხოდა როგორც ამბობენ უცეცხლოდ ბოლი არ არსებობსო, გამორიცხული არაფერია... smile.gif http://shtorm777.ru/teoriya-poloj-zemli.html

Posted by: დათიკო 6 Jun 2019, 20:33
viqtorich
QUOTE
სტუმრად ვიყავი, კარგი პურმარილი ჰქონდათ. სულ მზე ანათებს და ზამთარი არ არის. მოკლეთ სამოთხეა  მოკლედ, ტიბეტელ ბერს გადაუცია გერმანელებისათვის ამ გიპოტეზის დამადასტურებელი რუკები, ხოდა როგორც ამბობენ უცეცხლოდ ბოლი არ არსებობსო, გამორიცხული არაფერია...  http://shtorm777.ru/teoriya-poloj-zemli.html

https://forum.ge/?showtopic=34005808&hl=%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98 givi.gif

Posted by: viqtorich 6 Jun 2019, 20:37
QUOTE (დათიკო @ 6 Jun 2019, 20:33 )
viqtorich
QUOTE
სტუმრად ვიყავი, კარგი პურმარილი ჰქონდათ. სულ მზე ანათებს და ზამთარი არ არის. მოკლეთ სამოთხეა  მოკლედ, ტიბეტელ ბერს გადაუცია გერმანელებისათვის ამ გიპოტეზის დამადასტურებელი რუკები, ხოდა როგორც ამბობენ უცეცხლოდ ბოლი არ არსებობსო, გამორიცხული არაფერია...  http://shtorm777.ru/teoriya-poloj-zemli.html

https://forum.ge/?showtopic=34005808&hl=%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98 givi.gif

პრტყელი არა კვატი smile.gif------------------

Posted by: დათიკო 6 Jun 2019, 23:49
QUOTE
პრტყელი არა კვატი

givi.gif

Posted by: Throughthenever 13 Jun 2019, 22:17
დედამიწის სიბრტყე კიარა მგონი არ ვარსებობთ ვაფშე

Posted by: kshaneli 19 Jun 2019, 13:09
კაცი დაწვეს ამაზე და კიდევ არაა დადასტურებული?

Posted by: Anna Ricci 4 Jul 2019, 18:26
QUOTE (Throughthenever @ 13 Jun 2019, 22:17 )
დედამიწის სიბრტყე კიარა მგონი არ ვარსებობთ ვაფშე

სწორია / გეთანხმები old.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)