არწივი9ჯერ ეს წავიკითხე, მერე ძVელ სურათებს გადავავლე თვალი ჩემი არქივებიდან და ეხლა გიჟს ვგევარ, მთაში მინდა
ყველაფერი გამახსენდა - დილით, გასვლის წინ აღჭურვილობის შემოწმება, რუგზაკის ჩალაგება, პირველი ნახევარი საათის მანძილზე სასტიკი გადატვირთვა, გგონია ვერ გააგრძელებ გზას, მაგრამ უცბად ყველაფერი წესრიგში დგება და ლამის ფრენას იწყებ, ასე გრძელდება რამდენიმე საათი, ბოლოს მწვერვალს რომ მიახლოვდები უკვე გრძნობ რომ მართლა დაიღალე მაგრამ ამ დაღლილობასაც ენითაუწერელი სიამოვნება კლავს მწვერვალიდან რომ გადმოიხედები და შენს ქვევით გადაშლილ სილამაზეს დაინახავ, ცოტა ხანი დატკბები ხედით და გამარჯვებით და ამასობაში ხვდები რომ დროა დაშვება დაიწყო, თუ არადა მოგიწევს "ხალოდნი", ანუ ღია ცის ქვეშ ღამის გათენება, დაიწყებ ქვევით დაშვებას, ნახევარ გზაზე ან ცოტა მეტზე მწვერვალზე მიღებული სიამოვნება და საჭმელი გეყოფა, შემდეგ უკვე საშინელი დაღლილობა მოდის მართლა, ყველა კუნთი და ყველა სახსარი ბოლომდეა დახარჯული, ბოლოს როგორც იქნება ჩააღწევს ბანაკამდე, თუ გაგიმართლა დღის შუქზე და ბანაკში დარჩენილები მოგესალმებიან წესისამებრ, შენ პირველი რასაც გააკეტებ რუგზაკს მოიხსნი, ბატინკებს გაიხდი, თუ წყალია ახლომახლოს (ნუ გაყინული არა ოღონდ) ტანს დაიზელ მას შემდეგ რაც ცოტას დაისვენებ და სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდება, შემდეგ გამოიცვლი ყველაფერს, ბოტასებს ან კეტებს ჩაიცვამ, შეიძLება შარვალიც გამოიცვალო, მაისურს გამოიცვლი აუცილებლად, პატაგონიას ჩაიცვამ ზევიდან, შეიძLება პლაშოვკაც მოიხურო, ამინდს გააჩნია, რომელიმე ღვთისნიერი გოგო
ცხელ კაკაოს მოგიტანს, ან უარეს შემთხვევაში შენ თვითონ მოგიწევს გამზადება
, თუ გაგიმართლებს იქნებ შენი მიყრილ მოყრილი ბარახლოც მიალაგოს ცოტა, დანარჩენი უკვე შენზეა
შემდეგ ცოტას დაისვენებ და ღამით უკვე კოცნის პირას დიდი ამბები იქნება
დილით ადგები გასიებული თავით (მე როგორც წესი არ ვსვამ ბევრს ზედა ბანაკში, მამენტ არც ქვედაში, მთაში საერთოდ ცოტას ვსვამ, როგორც წესი ჩასვლის დღეს და წამოსვლის დღეს, როცა ვიცი რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და ერთადერთი რაც მევალება ავტობუსშI ტრაკის და რუგზაკის ათრევაა
), მადლობას მოუხდი მთას კეთილი მასპინძლობისთვის და ჩამოეთრევი ქვედა ბანაკში (ვერ ვიტან უკან წამოსვლას)
ქევით კიდევ უსაქმურობისგან არ იცი რა აკეთო და ისევ ზევით იყურები, გინდა უკან დაბრუნდე (მე დავბრუნდი ერთხელ ეგრე და სანანებელიც გამიხდა კინაღამ)
მოკლედ მეტს აძღარ დავწერ, მგონი ისედაც თავი შეგაწყინეთ
P.S. ჩალაგებული რუგზაკი საწოლთან მიგდია, ვუყურებ და ერთი სული მაქვს როდის მოვიკიდევ და ბოტანიკურში კი არა მთაში როდის წავალთ ერთად, არადა ვიცი რომ იქამდე კიდევ რამდენიმე თვეა სავარაუდოდ
This post has been edited by cicila on 24 Apr 2008, 22:34
"სანამ სხვას უწოდებდე მოღალატეს. ჯერ შენი ერთგულება გადაამოწმე" © hexe
"დაე, ყოვეელი შენი საქმე ისეთი იყოს, რომ აღსასრულის წინ ხალისით გაიხსენო"© მარკუს ავრელიუსი
უბრალოდ მინდა მაღლა, მთებში კლდის ქიმზე გავიარო და ცივი, კრისტალივით სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო
ONLY GOD CAN JUDGE ME!!!