2017 წლის 21 მაისს ვარდების ბაღში მდებარე სპორტულ კომპლექსში ჩატარდა მოყვარულთა ტურნირის "მაგიდის ჩოგბურთი ასაკის გარეშე" - მე-13 ასპარეზობა.
ტურნირს კვლავ შეემატა ახალი და საკმაოდ ძლიერი მონაწილეების ჯგუფი. 32 კაცი 4 საათის განმავლობაში იბრძოდა პირველობისათვის. ნამდვილად უნდა აღინიშნოს ტურნირის მონაწილეთა გაზრდილი სათამაშო დონე. ჩვენი ტურნირის მონაწილეებმა ახლახან მოიგეს ჭიათურის (ბესო ჩუბინიძე) და რუსთავის (აკაკი გაბრიჭიძე) ტურნირები. ამასთან პირველად ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ტურნირის 4-მა სპორტსმენმა (გურამ ჭრიკიშვილი, გიორგი ჯინჭარაძე, ბესო ჩუბინიძე, გიორგი მთვრალაშვილი) მონაწილეობა მიიღო ამ დღეებში დამთავრებულ საქართველოს ჩემპიონატში.
საბოლოოდ ჩვენი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
ელიტ-ჯგუფი
1 ადგილი -- მთვრალაშვილი გიორგი
2 ადგილი -- ჩუბინიძე ბესო
3 ადგილი -- მეცხოვრიშვილი ამირანი
მოყვარულთა ჯგუფი
1 ადგილი -- ბერულავა პეტრე
2 ადგილი -- ჩუბინიძე ლაშა
3 ადგილი -- მოდებაძე ირაკლი
ტურნირის მიმდინარეობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ნახავთ აქ:
http://ttennisgeo.wixsite.com/2016/blank-2