ეხლა მე უმუშევარი დავრჩი და რაცხა საქმე მჭირდება.
გადავწყვიტე სცენარების წერა დავიწყო (უფრო სწორედ გავაგრძელო, ოღონდ ეხლა უფულოდ
არა!).
მაგალითისათვის ჩვენი ეზოს სცენარს გთავაზობთ:
====================================================================
ედიკა მოდის ეზოში დაღვრემილი. ეკითხებიან:
- რა იყო ედიკა ძია, რა დაგემართა, რა გატეხილში ხარ?
- ხოო, რა ვიცი აბა, სამსახურიდან გამომაგდეს, არადა რა მომავალი მქონდა, რა პერსპექტივები
მეჩითებოდა, ეჰ

- ოჰ ეს რა ცუდი ამბავი დაგმართნიათ ბატონო ჩემო, კი მაგრამ ეხლა რას აპირებთ?
- რა ვიცი აბა, ჯერ გერმანიაში მინდოდა წასვლა, იქ ნაცნობები მყავს, ბიზნესს დავიწყებდი, მაგრამ
მერე მითხრეს, ეს ამბავი რომ გაიგეს, ყველა ბიზნესმენი აჯანყდაო და აღარ ღირსო იქ ჩასვლა,
ახლა ლამისაა გული გამისკდეს, მარტო რომ ვიყო კიდევ არა უშავს, მარა როგორ ვარჩინო ამხელა
ოჯახი, ამდენი ახლობელი, რა ვჭამოთ, რა დავლიოთ, რა მოვიპარ... უჰ წამომცდა, ეჰ [თვალებზე
ცრემლები მოადგა და სახლში შევიდა]
მეზობლები შეიკრიბენ და ბჭობენ რა უშველონ. ეხლა ეგ რომ სახლში დარჩეს ხომ შეგვჭამა თავისი
რეჩებითო და გადაწყვიტეს სამუშაოს მოძებნა და წავიდნენ საძებნად.
მთელი დღე ძებნის შემდეგ დაბრუნდნენ გახარებულები. მოკიდეს ხელი ედიკას და წაიყვანეს,
შენტვის სიურპრიზი გვაქვსო. გიშოვეთ კარგი ანაზღაურებიანი სამსახურიო, რაც მტავარია
საპასუხისმგებლო თანამდებობა წამყვანი პოსზეო.
ედიკას თვალები აუციმციმდა:
- მართლა ჩემო მეზობლებო, როგორ გამახარეთ, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები!
- ეე, ედიკა ძია შენ სულ მასე ამბობ და მერე გავიწყდება, მარა არა უშავს, ამ ერთხელაც
მოგეხმარებით, თანაც შენ ყველა ძველ მეგობართან ერთად იმუშავებ!
- უიმე, ვეღარ ვითმენ, ჩქარა მაჩვენეთ სადაა!, კიდევ ვინ იქნება?
- ყველა იქაა, ყველა, კაკოც იქაა, ლევანაც, ირაჩკაც, ვახოც.
მივიდნენ მუშტაიდის საბავშვო რკინიგნიგზაზე. ორთქმავლიდან კაკო კაჩიგარი იღრიჭება,
ვაგონებიდა გამცილებლები - ლევანა, ირა, ვახტანგა.
- აჰა ედიკა ძია, შენ მემანქანე იქნები, ხომ გითხარით წამყვანი თანამდებობააო.
====================================================================
ამ სცენარში 43 ლარი მინდა!