#322058 · 5 Jan 2004, 14:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
4 იანვარს საქართველოს საელჩოში, ბერლინში ჩატარდა არჩევნები, რომელიც იყო მართლაც დემოკრატიული და მართლაც შეიძლება ითქვას საზეიმოც. საზეიმო იმიტომ, რომ ჯერ ერთი: იყო ახალი წელი და იყო არჩევნები, იყო აგრეთვე აზრთა ერთიანობა, არჩევნებზე მოვიდა ის ხალხი, ვინც არასოდეს 1991 წლიდან მოყოლებული არ გაუხედავს საარჩევნო უბნებისაკენ და მოდიოდნენ ცოლ შვილებით და ახლობელ მეგობრებით, დროშებით . ზოგიერთ ნაბახუსევ ქართველებს კი ხელში ფიალებიც კი ეჭირა და იქვე მდგომს პოლიციელებს (საარჩევნოთ გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილს) სთავაზობდა ღვინით სავსეს. ასეთი ახალი წელი და ასეთი არჩევნები დაბედებოდეს საქართველოს.
|