დიდხანს ვიფიქრე და მაინც პოლიტიკაში გავხსენი ეს თემა.
თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ.
ჰო, ჯერ ჩემსას გეტყვით

მე პირადად მომწონს ზოგადად ფინანსური ამნისტიის იდეა, წარმოდგენილ პროექტსაც არა უშავს, თუმცა რამოდენიმე პუნქტი მიუღებელია, კერძოდ:
1. ამნისტიის შედეგად, იმ პირებს, რომლებმაც კორუფციით ქონება დააგროვეს, ეს ქონება უკანონდებათ 1 იანვრიდან. ჩემის აზრით, ეს არ არის სწორი. ამნისტია უნდა ვრცელდებოდეს
მხოლოდ ბიზნესებზე, რომლებიც უვარგისი საგადასახადო კანონმდებლობის გამო, იძულებულნი იყვნენ დაემალათ გადასახადები. ამნისტია
არ უნდა ვრცელდებოდეს იმ ჩინოვნიკებზე, რომლებმაც ქრთამებით დააგროვეს ქონება. ე.ი. უნდა ეპატიოთ ქრთამის გადამხდელთ და არა ქრთამის ამღებთ. სამწუხაროდ, არსებული პროექტი იმ სახელმწიფო ჩინოვნიკებსაც უკანონებს ქონებას, რომლებმაც ჩემი (შენი მისი) ფული შეჭამეს.
2. ამნისტია უნდა შეეხოს იმ ბიზნესმენებსაც, რომელთაც დარიცხული აქვთ გადასახადი, მაგრამ არ აქვთ გადახდილი. სხვათა შორის, ამაზე კარგად ილაპარაკა გუშინ ტყემალაძემ და ბენდუქამ ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი, რადგან მართალი იყო ტყემალაძე. რა გამოდის - ვინც დაარღვია კანონი და დამალა გადასახადი - ის თავისუფლდება, ხოლო ვინც არ მალავდა - მაგრამ ვერ იხდიდა, ის ისჯება. არასწორი მიდგომაა IMHO
3. უნდა
კონკრეტულად და დეტალურად იყოს განხილული კანონში იმ პირთა სია, ვისაც ამნისტია არ ეხება. დღეისათვის რაღაც გაურკვეველი და ზოგადი განმარტებაა იქ მოცემული