მოკლედ დღეს ლანჩზე რომ გავედი, მომიწია საქმეზე "მარშუტკით" მგზავრობა და საკმაოდ სასაცილო ისტორიაში ამოვყავი თავი. თუმცა ამის მოყოლას აქ არ დავიწყებ, რადგან სასაცილოსთან ერთად "პახაბნი"-ცაა
მაგრამ ამ "თავგადასავალმა" გამახსენა ერთი ისტორია, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ შემემთხვა.
ლექტორთან უნდა ავუსლიყავი სადიპლომოსთან დაკავშირებით. რადგან გაზაფხულის სასიამოვნო დღე იდგა და ბუნებით რომანტიკოსი ვარ, გადავწყვიტე სამსახურიდან ვაკეში ლექტორის სახლამდე ფეხით გამესეირნა. ხელში შავი პარკი მეჭირა წიგნებით და კონსპექტებით.
ცოტაოდენი მანძილის გავლის შემდეგ დამცხა და ინსტინქტურად სხვირზე და შუბლზე ხელების მოსმა დავიწყე, რომ ოფლი ჩამომეწმინდა.
მივდიოდი და თან ვამჩნევდი, რომ საკმაოდ უცნაური რამე ხდებოდა ჩემს გარშემო, ხალხი ჩერდებოდა და მე მიყურებდა გაკვირვებით

.
ჩემთვის ვფიქრობდი, ალბათ ან ეს ხალხი გაგიჟდა, ან მე გამოვიყურები ისე ლამაზად, რომ თვალს ვერ მაცილებენ მეთქი
როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე, დავრეკე კარზე და .....
ისმის ჩემი ლექტორის შეშინებული წივილ-კივილი
მე გაუცებული სახით ვდგევარ კარებში და გულში ვფიქრობ, ამას მაინც რა მოუვიდა მეთქი
როგორც იქნა მოითქვა ქალმა სიცილისგან სული, ჩამკიდა ხელი და მიმიყვანა სარკემდე.
და ჰოი, საოცრებავ
შავი პარკის მთელი საღებავი სახეზე იყო გადასული
P.S. იმედია თქვენც გაქვთ რამე ანალოგირი ან უკეთესი ისტორია მოსაყოლი