წეღან გამახსენდა ერთი ამბავი ჩემი ბავშვობიდან
მოკლედ, ზაფხულია, დილიდან ეზოში ვარ, სახლში არავინ არაა და არც არავინ მეძახის. მაგრამ შუადღისკენ უკვე მომშივდა და მივხვდი ჩემით სახლში ასვლას.

მარა საკაიფოდ შეგროვდნენ უცებ ბავშვები და მოდით დამალობანა ვითამაშოთო. მეთქი დავაი. იხუჭება ვიღაც და მე სად ვიმალები? ავედი სახლში, ვჭამე, გავედი აივანზე და ჩუმად ვადევნებ თვალს თამაშის მსვლელობას.

ეზოში ჩასვლა აღარ მინდოდა. ხოდა მეთქი ამდენი ბავშვია, რას შეამჩნევენ ჩემს გაუჩინარებას, დავიკიდე რა. მარა უცებ მესმის ჩემი სახელი და იმენა ბავშვები ბოლო ხმაზე მეძახიან და მეძებენ. ბავშვები კი არა, უფროსებიც დაინტერესდნენ. ლამის ინტერპოლი ჩაერთო საქმეში.

მეთქი რა ვქნა ახლა, ტეხავს გადავიხედო და გადავძახო, სახლში ვარ მეთქი. ხოდა ველოდები როდის დავივიწყებენ. მარა ეს შობელძაღლები უფრო აწიოკებენ უბანს:@@@@ ხოდა ბოლოს ჩავედი ჩუმად. ჩუმად გამოვედი სადარბაზოდან და დავასტუკე ხეზე. დაჟე ბავშვები გაკრეფილი დამხვდა, სად არ მეძებდნენ ტიპები. სად იმალებოდი ასეთ ადგილასო. მეთქი არ გეტყვიიიით

ხო და ეგრე დებილურად დამთავრდა ეგ ამბავი.
თქვენც მოყევით აბა ასეთი დებილობები ბავშვობიდან