მოკლედ, ხალხო, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე

მე და ჩემ ახლობელს გვაქვს ე.წ. "ჩე-პე".
რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ამ ახლობელმა მხოლოდ დღეს გაიგო, რომ სასწრაფოდ უნდა მიიტანოს ხვალ უნივერსიტეტში მცირე მოცულობის თემა (სადღაც 1-2 გვერდი). დრო არის ძალიან მცირე იმისათვის, რომ ნორმალური ხარისხის გამოუვიდეს

ხოდა, ვიფიქრეთ, რომ ეგებ ამდენი კეთილი ხალხიდან (

) რომელიმეს აღმოაჩნდეს ამდაგვარი თემა დაწერილი და გვიწილადოს-თქო

გპირდებით, რომ აწი აღარ გააცდენს ლექციებს და კარგად მოიქცევა

მოკლედ, თემები არის ასეთი (ხვალ უნდა მიიტანოს რომელიმე მათგანი):
- საქართველოს ტელეკომუნიკაციის განვითარების პირველი საფეხურები
- ტექნოლოგია და საზოგადოება
- ინჟინერი და მისი როლი
აბა, თქვენი იმედი გვაქვს, თორემ მოუწევს მერე ნიშანში 150 ლარის გადახდა