nikushiac
Tapaca

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 129
წევრი No.: 256412
რეგისტრ.: 23-April 20
|
#62155207 · 2 Jul 2025, 21:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. მქონდა თანდაყოლილი ფიმოზი. აქამდე არ მაწუხებდა არანაირად, არც სქესობრივი კავშირის დროს. სექსის დროს მხოლოდ ზოგჯერ გადავიდოდა თავზე კანი და შემდეგ რამდენიმე საათში თავად ბრუნდებოდა, ძალდატანება არ ჭირდებოდა. დაახლოებით ერთ თვეზე მეტის წინ სქესობრივი კავშირის შემდეგ სტანდარტულად გადავიდა თავზე კანი, თუმცა უკან აღარ დაბრუნდა. დამეწყო შესიება და ვეღაც ძალით ვაბრუნდებდი უკან, განმივითარდა პარაფიმოზი, ვიფიქრე თვითონ ჩაცხრებოდა და გადავიდოდა, მაგრამ ერთ დილას საშინლად გასიებული რომ დამხვდა, დავიწყე ექიმებში სირბილი. საბოლოო ჯამში ექიმაა გადმომიწია და 1-2 დღეში თვითონ ჩაცხრა, მაგრამ ოპერაცია ჩამინიშნა, რადგან საშიშროება იყო იგივეს განმეორების. ოპერაცია გავიკეთე ქუთაისში, ლჯ-ში ლევან შავლაყაძესთან, ქუთაისში ვინც აპირებთ გაკეთებას, ყველას გირჩევთ, ახალგაზრდა თავისი საქმის პროფესიონალი ბიჭია, არც დაგზარდებათ რამეს. ღამის 12 საათზე დავურეკე პრობლემით და მაშინვე მოვარდა სახლიდან კლინიკაში და დამეხმარა, როცა პარაფიმოზი მქონდა განვითარებული. ოპერაციის 70% დამიფინანსდა და 160 ლარამდე გამოვიდა დაახლოებით. გამიკეთდა სრული მოკვეთა, მთელი ღამე ვიყავი გადასხმებზე, კათეტერი მედგა. მეორე დილას გამატარეს ფეხზე და გამომიშვეს სახლში. ყოველდღე ვიბანდი და ვიცავდი ჰიგიენას, თავიდან ისეთი შესახედი იყო ძალიან მეშინოდა, მაგრამ ნორმალურია სრულიად. 2 დღეში გამაყუჩებელსაც აღარ ვსვამდი, დისკომფორტი ერთადერთი ის იყო რო საშინელი შესახედი იყო დაკერილი ბიჭი და გგონია არასდროს მორჩება, მაგრამ ეგრე არ არის. მთავარია ჰიგიენა დაიცვათ და ექიმის რეკომენდაციებს მიყვეთ. თავიდან ვიბანდი და რამდენიმე დღე ბეტადინს ვისმევდი, მერე გადავედი ლევომეკოლზე ეგეც დაახლოებით 5 დღე, რომ ცოტა ღია ჭრილობები სადაც იყო დარჩენილი ამოვსებულიყო, ლევომეკოლს დიდხანს ნუ გამოიყენებთ, მერე გადავედი ბეპანტენზე, როცა ჭრილობა ღია აღარაა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ აქვს შეხორცება დასრულებული კარგი რამეა, ახალ კანს ატენიანებს და ნახეთქების გაჩენის შანსს აქრობს. ბეპანტენის შემდეგ უკვე გადავედი კონტრაკუბექსზე, ექიმს არ ურჩევია, მაგრამ ნაკერების შემდეგ ჭრილობის ადგილებში ლაქები რომ არ დარჩეს და კანმა იდეალური სახე მიიღოს მაგისთვის გამოიყენება, ოღონდ ჭრილობა სრულად დახურული და შეხორცებული უნდა იყოს, ბეპანტენის გამოყენებიდან სადღაც 1-2 კვირაში გადადიხართ ამ მაზზე, მაგრამ ეგეც ინდივიდუალურია და 1-2 თვე შეგიძლიათ გამოიყენოთ, ნაწიბურების თავიდან აცილების პრევენციის მიზნით. მოკლედ ჩემი ბიჭი უკვე კარგ იერსახეს იღებს და ნელ-ნელა კანიც სწორდება. 40 დღეა დაახლოებით გასული ოპერაციიდან და კმაყოფილი ვარ. სექსუალური კავშირიც, მქონდა უპრობლემოდ. პრეზერვატივი რომ გამოვიყენე უფრო მტკიოდა და კანმა დახეთქვა დაიწყო, მის გარეშე მხოლოდ სპეციალური ლუბრიკანტით ბევრად სასიამოვნო იყო. აშკარად პრეზერვატივის გარეშე უკეთესია ამ დროს, თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს პარტნიორ რაიმე დაავადება არ აქვს და საფრთხე არ შემექმნებოდა, თორე ისე რისკად არ ღირს. მოკლედ ყველაფერი დავწერე, რადგან მეც ძალიან ვნერვიულობდი თავიდან, და ადრეც ფეხს ვითრევდი ოპერაციის გაკეთებაზე, სანამ პრობლემა არ შემექნა. მე გადავრჩი ნეკროზის განვითარებას, თუმცა იყო საშიშროება პარაფიმოზის გამო, ამიტომ ფიმოზი ვისაც გაწუხებთ, ჯობია ბევრი არ იფიქროთ და დროულად გაიკეთოთ ოპერაცია, საქმეშიც ბევრად უკეთესი ხდება, როცა ბოლომდე რჩება ვიზუალურადაც ბევრად ლამაზი რჩება. მთავარია კარგ ექიმთან მიხვიდეთ და საშიში არაფერია. 1 თვე მოვლა მოგიწევთ და ცოტა მოფრთხილება, მაგრამ დაისვენებთ და საშიშიც აღარაფერი იქნება. ჰიგიენურადაც ძაან კარგია.
--------------------
[img]VDipWipWiK_Mg[/img]
|