#1988837 · 17 Oct 2005, 13:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დადგა დრო როდესაც, ადამიანმა მცირედით იხილა სამყაროს სიღრმეები და თავი ყოვლისშემძლე არსებად იგრძნო... მეცნიერებასა და რელიგიას შორის დაუძლეველი ნაპრალი გაჩნდა - მეცნიერებამ დევნა დაუწყო რელიგიას ისევე, როგორც თვითონ იდევნებოდა საუკუნეთა მანძილზე... არასრულყოფილმა ცოდნამ როგორც მეცნიერების ისევე რელიგიის შესახებ წარმოშვა დაპირისპირება, რომელიც დღესაც გრძელდება... მეცნიერებამ აღმოაჩინა სამყაროს კანონთა ნაწილი და ისინი უფლის არარსებობის მტკიცებად მოიყვანა... ადამიანმა რაღაცა დროით აისრულა ის ოცნება, რომელიც, ჟამთა დასაბამიდან ჰქონდა _ შექმნა სამყაროს მთლიანობის სურათი... დროის სვლასთან ერთად მევრმა მეცნიერულმა თეორიამ განიცადა ტრანსფორმაცია ხოლო ბევრი საერთოდ უგულებელჰყვეს... ახლად აღმოჩენილი ფაქტები და თეორიები სამყაროს და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, რამდენადაც ეს არ უნდა სურდეთ მეცნიერებს, უმაღლესი შემოქმედის არსებობას უფრო ასაბუთებს ვიდრე უარყოფს...ბრძოლა მეცნიერებსა და მორწმუნეებს შორის, როგორც იდეისთვის, პრაქტიკულად დასრულებულია მთავარია ამის აღიარება... უფლის არსებობა მის შემოქმედებაში ვლინდება - ყოველივე რასაც ხედავს და ვერ ხედსავს ადამიანი - მისი შექმნილია... ამის საპირისპიროს ამბობენ ევოლუციის მომხრეები - მათი თქმით ყოველივე და მათ შორის სიცოცხლე თავისთავად წარმოიშვა ბუნებრივი პროცესების შედეგად... ჭეშმარიტება ერთია ორიდან... 1. სამყარო და სიცოცხლე უმაღლესი შემოქმედის - უფლის მოვლენილია. 2. სამყარო და სიცოცხლე არ შეუქმნია უფალს - ბუნებამ განაპირობა ეს.
This post has been edited by daiv on 17 Oct 2005, 13:01
--------------------
infinity...
|