#3356598 · 2 Jul 2006, 18:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B.P.
| QUOTE | | თავიდან მწნილის გაკეთება უნდოდათ ჯონჯოლთან ერთად მარა მერე ვიღაცამ ურჩია 3G გააკეთეთო და მგონი ჭკუაში დაუჯდათ... |
როცა არ იცი რეალურად რა ხდება და ისე ხუმრობ, შენ უფრო სასაცილო ხდები ვიდრე შენი ხუმრობა...  | QUOTE | | P.S. მაგ ინფორმაციის საიტზე განთავსება რა საჭირო იყო მე ვერ გავიგე ... სუფთა детский сад |
რეალურად, აუცილებელი იყო ამ ინფოს სადმე გაჟღერება... რადგანაც ქალაქში უკვე ლამის იმაზე წავიდა ბაზარი, რომ მაგთის დაათმობინეს ეგ სიხშირეები და ზედ ციფრული ტელევიზია იქოქებაო...
Bluetooth_a
| QUOTE | | UMTS-ზე,თვითონ UMTS ემყარება WCDMA სტანდარტს.ყველაზე ხშირად UMTS-ზე აგებენ 3G ქსელს. |
კიდე რომელზე აგებენ 3G-ქსელს, ეგეც გაანდე საზოგადოებას... gujalo| QUOTE | | ხოდა ვინმემ იქნებ ამიხწსნათ 3G-ს CDMA-ის სტანდარტზე აკეთებენ თუ GSM-ის? მე როგორც ვიცი UMTS არის GSM-ზე და CDMA-ზე არის WCDMA სულ ავიბენი ამ სტანდარტებში და სიხშირეებში იქნებ გამარკვიოს ვინმ,ე მცოდნემ? |
უცებ დაგაკვალიანებ ახლა...  UMTS და WCDMA ერთი და იგივეა ფაქტიურად... უფრო სწორად, WCDMA მოიცავს UMTS-ს. WCDMA არის პრინციპი, ხოლო UMTS კიდე მისი ერთერთი სტანდარტის დასახელება - ასე ვთქვათ ბრენდი. არის კიდევ ერთი WCDMA-ბრენდი - იაპონური FOMA, რომელსაც იყენებს DoCoMo. რეალურად FOMA და UMTS მთლად ერთი და იგივე არაა, მარა ორივე WCDMA-პრინციპს ემყარება. ახლა იმის შესახებ თუ რომელი რას ემყარება... GSM სტანდარტი ემყარება TDMA - Time Division Multiple Access პრინციპს... კომუნიკაციების შემდეგი განვითარებით მიღებულია CDMA - Code Division Multiple Access. მისი მომსახურე დიაპაზონის გაფართოებით კიდევ მიიღეს WCDMA - Wideband CDMA. აი ეს არის და ეს...  რეალურად UMTS/WCDMA სტანდარტი ამჟამად რეალურად უმეტესად GSM-ქსელების ბაზაზე ინერგება. ტელეფონებიც უმეტესად გამოდის GSM/UMTS. CDMA-ქსელები გადადის CDMA2000 EV-DO 1X და 2X ქსელებზე, რომელიც სიჩქარეებით ასევე 3G-თაობისაა... მოკლედ "გაგარკვიე" CDMA| QUOTE | | გგონია თვითონ იციან? მე მგონი, "ჩტობ უ ჯეოსელლა ნე ბილო" პრინციპით იყიდეს |
იციან, იციან! ნუ მანდხსენებული ჯეოსელის ფაქტორიც არის, თუმცა მაგ ლიცენზიას იმ მომენტში სერიოზული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა...
|