ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო კინოხელოვნებაში.
ვეცდები, რაც შეიძლება ინფორმატიული გავხადო ეს თემა. დავდო ცნობილი კინომხატვრების ნამუშევრები, ბიო/ფილმოგრაფიები და ა.შ.
დავიწყოთ ქართველებით, გადავიდეთ უცხოელებზე.
ნიკოლოზ ყაზბეგი
ნიკა ყაზბეგი თბილისში, თავადაზნაურთა ოჯახში დაიბადა. მამა, ივანე ყაზბეგი, მეფის არმიის გენერალი იყო, ის საზღვარგარეთ, ემიგრაციაში გარდაიცვალა. მეუღლეს ემიგრაციაში არ გაჰყოლია მხატვის დედა - ეკატერინე ჩიჩუა, რომელიც სამშობლოში უმცროს შვილთან ერთად დარჩა. 1926 წელს ნიკა ყაზბეგი თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოეწყო, სადაც მას გიგო გაბაშვილი და ევგენი ლანსერე ასწავლიდნენ. 1930 წელს ის უძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია, რადგანაც იყო ემიგრანტისა და "ხალხის მტრის შვილი"... ამ წლიდან მოყოლებული, ყაზბეგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან თეატრთან, ისეთ რეჟისორებთან როგორებიც იყვნენ: ვ. ყუშიტაშვილი, ა. თაყაიშვილი, გ. ჟურული, ს. ჭელიძე, გ. მიქელაძე და სხვანი. მას გაფორმებული აქვს სამასამდე სპექტაკლი. აღსანიშნავია, რომ 1940-1943 წლებში იყო თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი მხატვარი, 1946-58 წლებში - სოხუმის დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი. 1951 წელს მას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1959 წლიდან ნიკა ყაზბეგი დამდგმელ მხატვრად მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", სადაც გააფორმა ჩვიდმეტამდე ფილმი, მათ შორის: "ჯარისკაცის მამა" (ზ. მეძმარიაშვილთან ერთად), "შეხვედრა წარსულთან", "ქალაქი ადრე იღვიძებს", "მოლოდინი", "სამკაული ჩემი სატრფოსათვის", "ჩარირამა", "ღამის ვიზიტი", "მე დავბრუნდები" და სხვა.
ფილმოგრაფია 1. მე დავბრუნდები ( 1982)
2. მეცამეტე გოჭი ( 1979)
3. ამბავი აფხაზი ჭაბუკისა ( 1977)
4. ფედია ( 1977)
5. საქმე გადაეცემა სასამართლოს ( 1975)
6. ღამის ვიზიტი ( 1974)
7. ჩარი რამა ( 1972)
8. სამკაული სატრფოსათვის ( 1971)
9. მოლოდინი ( 1969)
10. ქალაქი ადრე იღვიძებს ( 1967)
11. შეხვედრა წარსულთან ( 1966)
12. ჯარისკაცის მამა ( 1964)
13. თხუნელა ( 1962)
14. პაპა გიგია ( 1960)
15. ნინო ( 1959)
http://www.geocinema.ge/ge/mxat.php?kod5=48
* * *
დიმიტრი თაყაიშვილი06.01.1919 - 28.03.1998დაიბადა ქ. თბილისში 1919 წლის 6 იანვარს.
1934–38 წ.წ. სწავლობდა სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1938–44 წ.წ. თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე.
1944–45 წ.წ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებული იყო მოსკოვის ფერწერის ინსტიტუტის დეკორატიულ სახელოსნოში პროფ. მ. ბობიშევთან. მუშაობდა მთავარ მხატვრად მოსკოვის მოძრავი მუსიკალური (1945), ხოლო დამდგმელ მხატვრად მოსკოვის საოლქო მუსიკალურ (1946–47) და ქ. ნოგინსკის საოლქო დრამატულ (1947-48) თეატრებში. 1949-51 წ.წ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული, ხოლო 1952-57 წ.წ. ქუთაისის თეატრების მთავარი მხატვარია, 1955 წ. ქუთაისში დაარსა სამხატვრო სკოლა.
1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში".
1968 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოსა და ტელევიზიის სახელოსნოს.
1976–86 წ. იყო მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი. ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი (1985).
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
საქართველოს სახალხო მხატვარი (1985).
ფილმოგრაფია1. ნისლა ( 1996)
2. ზღვის მაშვრალნი ( 1986)
3. პირველი მერცხალი ( 1975)
4. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ ( 1975)
5. ლევან ხიდაშელი ( 1973)
6. მხიარული რომანი ( 1972)
7. დაისი ( 1971)
8. ფილატელისტის სიკვდილი ( 1969)
9. ჯვარცმული კუნძული ( 1968)
10. არ იდარდო! ( 1968)
11. უყაიმო თამაში ( 1966)
12. მე ვხედავ მზეს ( 1965)
13. თეთრი ქარავანი ( 1963)
14. თოჯინები იცინიან ( 1962)
15. განძი ( 1961)
16. ერთი ცის ქვეშ ( 1961)
17. ამბავი ერთი ქალიშვილისა ( 1960)
18. წარსული ზაფხული ( 1959)
19. განაჩენი ( 1959)
გადაღებულია ფილმებში:
1. აურზაური სალხინეთში (ესტატე) - (1975)
2. მოხეტიალე რაინდები (რედაქტორი) - (1975)
3. როცა აყვავდა ნუში (თორნიკე) - (1972)
4. იყო შაშვი მგალობელი - (1970)
* * *
This post has been edited by GURAM on 5 Feb 2009, 23:17
Как пусто стало на Доске Почета!.. © В. Вишневский
https://www.instagram.com/obscura_vibes/
https://www.facebook.com/obscura.vibes