#3431918 · 14 Jul 2006, 13:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლა მარტო ვარ. ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი. მხოლოდ შენზე ფიქრს შეუპყრია ჩემი გონება. მენატრები.... თუმცა არარაობაა მონატრება იმ დიად გრძნობასთან შედარებით მე, რომ თავს მეხვევა... მენატრები მეთქი სიტყვაზე ვამბობ თორემ, სიტყვებს არ ძალუძთ მისი გადმოცემა. ძალიან, ძალიან მიყვარხარ მეთქი, რომ გითხრა არა... ესეც ძველი, გაცვეთილი ფრაზებია, მრავალჯერ ნახმარი, ხელიდან ხელში გადასული, ნაფერებ ნალოლიავები და ხოგჯერ ზიზღით ხელნაკრავიც კი. ცხრათვიანი მონატრებამ გამიმკაცრა სული. ასეული კილომეტრით დაშორებამ უფრო მეტად მაგრძნობინა საყვარული და გამიძლიერა მონატრება. დროებით დაგკარგე. დაგკარგე და გვიან მივხვდი, რომ ვერ გავძლებდი უშენოდ. სულ შენს გვერდით თუ არ ვიქნებოდი, ხშირად მაინც უნდა მენახე. ახლოს ვიყავი და ვერ ვგრძნობდი ამხელა სიყვარულს, ყოველდღე გხედავდი და აზრზე არ ვიყავი თუ რაოდენ ბედნიერი ვყავდი განგებას. როგორ გაიტანე ეს ზამთარი უჩემოდ, მკაცრი. თოვლიანი, უწყლო და უდენო. მერე გაზაფხული. ზამთრისგან გაყინულ სულს უცებ გაგითბობდა გაზაფხულის მზე. საოცრად, საოცრად ლამაზი ხარ ხოლმე იმ დროს, როცა მწვანედ გიბრწყინავს თვალები და მხიარულად აფახულებ ლამაზ წამწამებს. ეხლა ზაფხულია... მე ვიცი, რომ შენ ყველაზე უფრო ეხლა ზაფხულში მოგენატრები. თუმცა მოგენატრები კი არა უკვე მოგენატრე. მოგენატრე და მეძებ... კი. კი.... მეძებ. შენ უკვე მეძებ. ჩუმად, ოცნებაში მოილტვი ჩემსკენ. არც შენ შეგიძლია უჩემობა. შენც ხომ არ გეგონა ასე ძალიან თუ გიყვარდი?... ძნელია ცხრათავიანი მონატრება. ყოველი დღე ახალი მოლოდინი ვავსებდი და გულისკანკალით ელოდი ქუჩაში ჩემს გამოჩენას. მე დავბრუნდები...
--------------------
ვისაც არ უყვარს - არც ენატრება. ვისაც არ ენატრება, არც არასოდეს ყვარებია და არც არავის ელოდება.
|