ან პედიატრებმა რა დავაშავეთ??? ან პირველ კურსზე რომ ჩაგვიტარეს ტესტირება, ისიც მარტო უწყვეტ პროგრამაზე მყოფ რეზიდენტებს მაგან რა მოგვცა ??? თან ამბობენ 0 ქულას მიიღებ თუ 200-ს მაინც არ აქვს მნიშვნელობა ყველა გავა სასერტიფიკატო გამოცდაზეო , ტყულად დახარჯული ფურცლები მაინც არ ენანებათ

დადეს ინფორმაცია, მაგრამ გამოცდის თარიღი არაა მითითებული

))
http://rama.moh.gov.ge/Default.aspx?id=3სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2010 წლის საშემოდგომო სესიისათვის მაძიებელთა განაცხადების მიღება იწარმოებს ა. წ. 15 ნოემბრიდან_6 დეკემბრის ჩათვლით,1000_1800 სთ-მდე (დასვენების დღეების გარდა). შესვენება 1300 სთ-დან 1400სთ-მდე. მის. აკაკი წერეთლის გამზ. N144 (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის სამინისტრო ნულ (0) სართულზე.
ყურადღება !
მაძიებლებმა, რომლებიც არ გამოცხადნენ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2008, 2009 და 2010 წწ. სესიებზე, ან მიიღეს უარყოფითი შეფასება, 2010 წლის საშემოდგომო სესიისთვის განმეორებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაციის სრული ნუსხა.
1. რეზიდენტურადამთავრებული მაძიებელი
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
2 ფოტოსურათი (3 × 4);
დიპლომი (დედანი და 2 ასლი);
რეზიდენტურის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი) ან ცნობა რეზიდენტურის დამთავრების შესახებ;
ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმაIV-100/ა).
2. უმცროსი ექიმი, რომელმაც დაასრულა რეზიდენტურის პროგრამა
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
2 ფოტოსურათი (3 × 4);
დიპლომი (დედანი და 2 ასლი);
უმცროს ექიმად დანიშვნის ბრძანების ასლი, ან ამონაწერი ბრძანებიდან;
უმცროსი ექიმის ხელმღვანელის დანიშვნის ბრძანების ასლი, ან ამონაწერი ბრძანებიდან;
უმცროსი ექიმის ჟურნალი დამოწმებული დაწესებულების ხელმძღვანელის და პროგრამ_დირექტორის მიერ;
პროგრამ-დირექტორის საექსპერტო დასკვნა, უმცროსი ექიმის დიპლომისშემდგომი მზადების (პრაქტიკული და თეორიული ნაწილის) რეზიდენტურის პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ;
სავალდებულო თეორიული მოდულების სერტიფიკატები (დედანი და ასლი, ან ცნობა);
ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმაIV-100/ა).
შენიშვნა: საექსპერტო დასკვნის ფორმა გაიცემა საგამოცდო კომისიის მიერ.
3. მაძიებელი, რომელმაც რეზიდენტურის პროგრამა დაასრულა
მოდულების სისტემით
1. განცხადება დადგენილი ფორმით;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
3. 2 ფოტოსურათი (3 × 4);
4. დიპლომი (დედანი და 2 ასლი);
5. მაძიებლის ჟურნალი დამოწმებული პროგრამ-დირექტორის მიერ;
6. პროგრამ-დირექტორის საექსპერტო დასკვნა, მაძიებლის დიპლომისშემდგომი მზადების (პრაქტიკული და თეორიული ნაწილის) რეზიდენტურის პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ;
7. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
8. მოდულების სერტიფიკატების დედანი და ასლი, ან ცნობა.
9. ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმა IV-100/ა).
შენიშვნა: საექსპერტო დასკვნის ფორმა გაიცემა საგამოცდო კომისიის მიერ.
4. ასპირანტურადამთავრებული მაძიებელი
განცხადება დადგენილი ფორმით;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
2 ფოტოსურათი (3 × 4);
დიპლომი (დედანი და 2 ასლი);
კლინიკური ასპირანტურის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი) ან ცნობა;
შესაბამისი დარგის რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორის საექსპერტო დასკვნა, რეზიდენტურის პროგრამასთან მაძიებლის დიპლომისშემდგომი მზადების შესაბამისობის შესახებ (რეზიდენტურის პროგრამის 3 წელზე მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში);
ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმა IV-100/ა).
5. უცხო ქვეყანაში დიპლომისშემდგომი მზადების დამადასტურებელი
მოწმობის მქონე მაძიებელი
1. განცხადება დადგენილი ფორმით;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
3. 2 ფოტოსურათი (3 × 4);
4. დიპლომი (დედანი და 2 ასლი);
5. უცხო ქვეყნის დიპლომი (დედანი) და 2 ასლი ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული (გარდა რუსულისა);
6. დიპლომისშემდგომი მზადების მოწმობა (დედანი) და ასლი, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
7. ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმა IV-100/ა).
შენიშვნა: დიპლომისშემდგომი მზადების მოწმობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. მისამართი: ალექსიძის ქ.¹1, ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, მეოთხე სართული, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.
აგრეთვე შესაძლებელია, მოწმობა დამოწმებული იყოს აპოსტილით, ან ლეგალიზებული დოკუმენტის გამცემი სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურის მიერ.
6. დსთ სერტიფიკატის მქონე სპეციალისტი (5 წლამდე საექიმო სტაჟით)
1. განცხადება დადგენილი ფორმით;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
3. 2 ფოტოსურათი (3 × 4);
4. დიპლომი (დედანი და 2 ასლი)
· უცხო ქვეყნის დიპლომი (დედანი) და 2 ასლი ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული (გარდა რუსულისა);
5. შესაბამის სპეციალობაში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სერტიფიკატის დედანი და ასლი, ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად (გარდა რუსულისა);
6. შრომის წიგნაკი (დედანი და ასლი);
7. ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმა IV-100/ა).
7. მომიჯნავე სპეციალობის მაძიებელი
განცხადება დადგენილი ფორმით;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
2 ფოტოსურათი (3 × 4);
დიპლომი (დედანი და 2 ასლი);
სახელმწიფო სერტიფიკატი (დედანი და ასლი);
საძიებელ სპეციალობაში რეზიდენტურის შემოკლებული კურსის (მინი-რეზიდენტურა) დამთავრების მოწმობა (დედანი და ასლი);
შრომის წიგნაკის ასლი დამოწმებული ხელმოწერით და ცოცხალი ბეჭდით;
ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმა IV-100/ა).
შენიშვნა: ძირითად სპეციალობაში მუშაობის მინიმალური სტაჟი, კერძოდ, ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალი, სამხედრო ექიმი, ზოგადი პროფილის ექიმი- ფსიქოთერაპევტი და ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი _ 3 წელი;\
ზოგადი პროფილის ექიმი-სტომატოლოგი და ექიმი-ლაბორანტი _ 1 წელი.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო დაცვის
სპეციალურ სამსახურში მომუშავე ექიმები
განცხადება დადგენილი ფორმით;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
2 ფოტოსურათი (3 × 4);
დიპლომი (დედანი და 2 ასლი);
ნამსახურობის ნუსხა დამოწმებული ცოცხალი ბეჭდითა და ხელმძღვანელის ხელმოწერით;
ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმა IV-100/ა).
შენიშვნა: საექიმო სტაჟი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სპეციალობით რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლივობას.
9. ექიმი_სპეციალისტები
განცხადება დადგენილი ფორმით;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
2 ფოტოსურათი (3 × 4);
დიპლომი (დედანი და 2 ასლი);
დიპლომისშემდგომი განათლების (ინტერნატურა, ორდინატურა, ასპირანტურა) დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
სპეციალიზაციის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);
შრომის წიგნაკის ასლი დამოწმებული ხელმოწერით და ცოცხალი ბეჭდით;
სპეციალობით მუშაობის ბოლო 2 წლის ანგარიში;
ჯანმრთელობის ცნობა დადგენილი ფორმით (ფორმა IV-100/ა).
საექიმო სპეციალობათა ნუსხის გათვალისწინებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა არ ჩატარდება:
ზოგადი პროფილის სპეციალობებში;
ჰიგიენური პროფილის სპეციალობებში;
ეპიდემიოლოგიაში;
საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის ორგანიზაციაში;
ფარმაცევტულ სპეციალობებში;
სასამართლო ფსიქიატრიაში.
«პროფესიული განვითარების საბჭო»-ს 2008 წლის 10 ივნისის N1 სხდომის დადგენილებით გაუქმებულ იქნა 2007 წლის 11 მაისის N3 სხდომის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებოდნენ ზ/პ სპეციალობის ექიმები, რომლებმაც გაიარეს მომიჯნავე სპეციალობის შემოკლებული სარეზიდენტო პროგრამა და სავალდებულო სტაჟი შევსებული ჰქონდათ პროფესიული რეაბილიტაციის შესაბამისი ხანგრძლივობის ციკლით.
ა. წ. საშემოდგომო სესიაზე სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებული იქნებიან მაძიებლები, რომლებსაც შესაბამისი სპეციალობით 5-დან 10 წლამდე სტაჟის წყვეტისას გავლილი აქვთ 2 თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის ციკლი, 10 წელზე მეტი წყვეტისას _ 5 თვის ხანგრძლივობის რეაბილიტაციის ციკლი. 5 წლამდე წყვეტის მქონე მაძიებლებს არ მოეთხოვოთ რეაბილიტაციის ციკლის გავლა.
2008 წლის 26 სექტემბერი N3 სხდომის დადგენილება:
ინტერნატურა დამთავრებულ, კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო საექიმო სტაჟის არმქონე ექიმებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად დაევალათ შესაბამის სპეციალობაში 1 წლის ფარგლებში მზადების კურსის გავლა, რომლის შინაარსი, შესაბამისი მოდულების სახით, უნდა განისაზღვროს პროგრამის ხელმძღვანელის მიერ.
“სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს” 2007 წლის 14 ნოემბრის N7 სხდომის დადგენილება:
მაძიებლებმა, რომლებსაც დსთ-ს ქვეყნებში გავლილი აქვთ 1 წლიანი ინტერნატურა, ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს და არა აქვთ შესაბამისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი, აღნიშნული სპეციალობის დიპლომისშემდგომი მზადების ხანგრძლივობა უნდა შეავსონ რეაბილიტაციის ციკლით (1 წელი _ 1 თვე).
«2009 წლის 13 თებერვლის სხდომის დადგენილება:
სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად ექიმებს, რომლებსაც აქვთ პირველადი სპეციალიზაცია და არასრული სავალდებულო სტაჟი, 1 წლის ფარგლებში უნდა გაიარონ შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი.
ყველა საექიმო სპეციალობის მაძიებლებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სავალდებულო მოდულები: 1. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია (2000.05.01.) 2. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საკითხებია (2002. 30.10.), 3. ფუნდამენტური მედიცინის თანამედროვე ასპექტები (2006. 06.03.), 4. მტკიცებითი მედიცინისა და სამედიცინო სტატისტიკის საფუძვლები (2007. 15.08.).
4. მოდული _ მტკიცებითი მედიცინისა და სამედიცინო სტატისტიკის საფუძვლები (2007. 15.08.) მოეთხოვებათ სპეციალობებში: «შინაგანი მედიცინა», ზოგადი ქირურგია», პედიატრია», საოჯახო მედიცინა», «მეანობა-გინეკოლოგია».
სტომატოლოგებისათვის, ზემოთჩამოთვლილის გარდა დაემატა მოდული «გაუტკივარება სტომატოლოგია»-ში (2007. 05.03.).
This post has been edited by SOULFUL on 11 Nov 2010, 14:30