პირველ რიგში მინდა მოდერებს ბოდიში მოვუხადო თუ რაიმე არასწორად გავაკეთე თემას პირველად ვქმნი.
ხალხო მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ მოგწონთ ახლანდელი განათლების სისტემა? ყურადღება გამახვილებული მაქ უფრო სკოლებზე...
ჩემი აზრი არის ასეთი: ეს განათლების სისტემა არის სრული სისულელე, ევროპული სტანდარტების მიხედვით არის მაგრამ არც ეს სტანდარტები ვარგა, ქალბატონი თამარ სანიკიძე (განათლებისა და მეცნიერების მინისტრი) ძაან ჭკვიანი და განათლებული ქალია, მაგრამ მათ დროს იყო სხა ცხოვრება და ახლა სულ სხვა ვითარებაა, მაგალითად სკოლაში რომ არის გამოცდები არ უნდა იყოს, მითუმეტეს მე-9 კლასში, რადგან ამ ასაკში ბავშვი არის გარდატეხის ასაკში, მას სწავლაზე მეტად უფრო სხვა მოთხოვნილებები იზიდავს მაგ: საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა, ტექნიკა და ასე შემდეგ... (ყოველი შემთხვევისთვის უმრავლესობა ასეა მაგრამ დიდი ნაწილი არის რომლებსაც მხოლოდ სწავლა აინტერესებს) გარდატეხის ასაკში რთულია მოიცალო სწავლისთვის, ნუ კი სწავლობენ მაგრამ არა იმდენად რომ გამოცდები ჩააბარონ, მითუმეტეს სუფთა ტანჯვაა, ჯოჯოხეთი ა ს გამოცდები... ნუ მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო თქვენც კარგად იცით რას ნიშნავს გარდატეხის ასაკი და მისი სირთულეები, ხან ბავშვი ცუდათ ხდება ხან ის და ხან ეს

მათ დროს 50% 2 ჯერ იმატებს ნერვოზის განვითარების რისკი აგრესიულებიარიან და ამდენი სწავლა და მეცადინეობა მოქმედებს მათზე, აუარესებს ჯანმრთელობას და ასე შემდეგ... არდადეგებიც შეამცირეს, ადრე 1 თვე იყო და ახლა 2 კვირა გახადეს ჯერ წიგნებიც სასწავლებლად როგორი რთულია

უჭირთ ბავშვებს იტანჯებიან.

...
მე ვფიქრობ ძველი მინისტრი ბატონი დიმიტრი შაშკინი ჯობდა სანიკიძეს, მართალია სრულად ვერ დავამთავრე ამ თემის აღწერა მაგრამ იმედია ზედაპირულად მაინც მიხვდით ჩემს აზრს, ძალიან გთხოვთ დაწერეთ თქვენი აზრი
* * *
ვფიქრობ სრული სისულელეები დავწერე, ვერაფრით ვერ ავღწერ ჩემს სათქმელს მაგრამ იმედია მიხვდებით...
This post has been edited by miShiko123123123 on 30 Nov 2015, 00:48
მიმაგრებული სურათი