მოდის ახალი წელი,
მსოფლიოში ბუმია - წინასაახალწლო სურპრიზების და საჩუქრების,
თითოეული კომპანია ცდილობს გაახაროს თავისი კლიენტი,
მარა სუ სხვანაირად არის მობილურ ბაზარზე საქართველოში,
ორივე კომპანიის მთავარი საახალწლაო აქცია - არ არის მიმართული მათ (არსებულ) აბონენტებზე,
ორივე კომპანია გეუბნება რო - მოდი ჩემთან ჩაერთე და ჯანდაბას შენი თავი, 1 თვის (!!!) განმავლობაში მოგცემ ვთქვათ 27 წუთსა და 40 წამს და რაღაც ეგეთი კვერცხობები

მათი ხელმძღვანელობა ნუთი ვერ ხვდება ერთ მთავარ რამეს:
საქართველოში იმ ადამიანებს რომელთაც სურდათ რომ მობილური ჰქონოდათ - უკვე აქვთ და ჩართულები არიან ერთ ერთ ქსელში.
აბა ვიღასთვის არის ეს აქცია, ვის რა ჯანდაბად უნდა კიდევ ერთი
8XX 79 94 56 ტიპის ნომერი ?!
გავა აქცია და გადააგდებს მაგ სიმს, ეგრე მოხდება 99%.
არანაირი ახალი აბონენტი არ შეემატებათ
რადგან როგორც ავღნიშნე თითოეულ ჩვენთაგანს უკვე არჩეული აქვს მისთვის სასურველი ოპერატორი. საახალწლოდ არსებულ, უკვე ერთგულ აბონენტებს - არაფერი.
ასე ულოცავენ საქართველოში
P.S.
თემის ლინკი გაგზავნილია ჯეოსელისა და მაგთიკომის ოფიციალურ მისამართებზე.