#4388540 · 19 Dec 2006, 09:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონ ბესარიონს სესანისნავი შრიფტებისთვის. ახლა სუსე ლინუქსისთვისაცაა ბპგ შრიფტების პაკეტი და მათი დაყენება ყველასთვის ხელმისაწვდომია. პირადად მე ძალიან მომეწონა bpg unicode standart, ლამაზი ქართული შრიფტია და ეგ მიყენია ძირითად შრიფტად, მაგრამ პატარა მოუხერხებელი პრობლემები არის: 1. არ არის bold და bold italic 2. არ არის ლათინური ანბანის დამატებითი სიმბოლოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა, რაც დიდ უხერხულობებს ქმნის. 3. იგივეს ვიტყვი კირილიცას მხარდაჭერაზეც. კირილიცა ძალიან ფერმკთალი ასოებითაა წარმოდგენილი. ბატონო ბპგ, ძალიან მოხარული და მადლობელი ვიქნებოდი ამ შესანიშნავ შრიფტში ამ პრობლემებს თუ გაასწორებთ და რაც შესაძლოა მეტი დამწერლობების მხარდაჭრას დაურთავთ. ძალიან კარგი და ლამაზი ქართული ასოებია და არ მინდა სხვა შრიფტზე გადასვლა!
--------------------
[URL=http://www.georgia-tours.eu/]www.georgia-tours.eu[/URL]
|