11 თებერვალს, კლუბში, "ნაით ოფისი" გაიმართა მაგთის და თიბისი ბანკის ერთობლივი VISA პლასტიკური ბარათის MOBILE CARD-ის პრეზენტაცია. MOBILE CARD არის ჩიპური ტექნოლოგიის საერთაშორისო ვიზა ბარათი უნიკალური ფასდაკლების სისტემით, რომელიც შექმნილია აქტიური და თანამედროვე ახალგაზრდებისთვის.
Mobile Card-ის მფლობელები ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობებით:
- 5% -35% ფასდაკლება 100-მდე სავაჭრო და მომსახურების ობიექტში
- საქართველოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში Mobile Card-ით გადახდილი თანხის 2% და ელექტრონული სერვისებით ბალანსის შევსებისას თანხის 4% საჩუქრად დარიცხვა მობილურის ანგარიშზე სალაპარაკო წუთების სახით
- მობილური ტელეფონის ბალანსის 3 ლარამდე შემცირებისას ბალანსის ავტომატურად შევსება პლასტიკური ბარათის ანგარიშიდან წინასწარ განსაზღვრული თანხით (5 - 200 ლარი)
- დამატებითი უფასო სერვისები მაგთისა და თიბისი ბანკისგან.
MOBILE CARD-ის მისაღებად საკმარისია გქონდეთ მაგთის/ბალის ნომერი და გააკეთოთ განაცხადი თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
Mobile Card-ის მფლობელები ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობებით:
ფასდაკლება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში:
თქვენ იხდით საქონლის/მომსახურების სრულ ღირებულებას, მეორე დღეს კი დახარჯული თანხის 5% -35% უკან გიბრუნდებათ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე. Mobile Card-ით ანგარიშსწორებისას ფასდაკლებით ისარგებლებთ 100-მდე სავაჭრო და გასართობ ცენტრში.
სალაპარაკო წუთები საჩუქრად:
2%- საქართველოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში Mobile Card -ით ყოველი ანგარიშსწორებისას, გადახდილი თანხის 2%-ს საჩუქრად მიიღებთ სალაპარაკო წუთების სახით მობილური ტელეფონის ბალანსზე.
მაგ: 100 ლარის ბარათით გადახდისას ზემოთ მითითებულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, პლასტიკური ბარათის ანგარიშზე დაგიბრუნდებათ 5 ლარი და საჩუქრად მიიღებთ 2 ლარის სალაპარაკო წუთებს მაგთიკომისაგან.
4%- საუბრის ღირებულების ელექტრონული სერვისებით(ინტერნეტ ბანკი, ბალანსის ავტომატური შევსება ან SMS) საშუალებით ყოველ გადარიცხვაზე თანხის 4%-ს მიიღებთ საჩუქრად სალაპარაკო წუთების სახით. მაგ: მობილური ტელეფონის ბალანსის 30 ლარით შევსებისას, საჩუქრად იღებთ 1.20 ლარს.
ბონუს წუთების გამოყენებას შეძლებთ მაგთიკომის ქსელის შიდა ზარებზე (მაგთი-მაგთი, მაგთი-ბალი)
ბალანსის ავტომატურად შევსება:
თქვენ აღარ გჭირდებათ მონო ბარათების შეძენა, ან მაგთის ოფისში მისვლა ბალანსის შესავსებად. როდესაც მობილური ტელეფონის ბალანსი შეგიმცირდებათ 3 ლარამდე, თქვენი ბალანსი პლასტიკური ბარათის ანგარიშიდან ავტომატურად შეივსება თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრული თანხით (5 – 200 ლარი).
დამატებითი უფასო სერვისები თიბისი ბანკისაგან:
- ავტომატური კომუნალური გადარიცხვები
- ანგარიშზე თანხის შეტანა ბანკომატით
- SMS სერვისი
- ინტერნეტ ბანკი
უფასო რეგისტრაცია მაგთიკომის სერვისებზე:
- ნომრის დაფარვისა და დაფარული ნომრის ამოცნობის მომსახურების ჩართვა
- WAP, GPRS, MMS მომსახურების ჩართვა
Mobile Card -ის წლიური მომსახურებაა 15 ლარი. ამასთან, 21 წლამდე ახალგაზრდებისათვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება: Mobile Card მხოლოდ 5 ლარად!
Mobile Card-ის შესაძენად აუცილებელია გქონდეთ მაგთის/ბალის ნომერი და მობრძანდეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
Mobile Card-შენი აქტიური ცხოვრების სტილი!
* * *
მაგარი აქციაა ხალხო მართლა, დღეს პირადად მე გავაკეთე განაცხადი აღებაზე. ჩიპური ბარათია და ძალიან კარგი რამეა!
This post has been edited by Mr-President on 15 Feb 2007, 19:16
მიმაგრებული სურათი
ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში! © ზიგმუდ ფროიდი