საინტერესო შეკითხვაა.
საქართველო ისევ GMT+4 დროის სარტყელშია, პრობლემა ის არის, რომ საქართველოში როგორც სხვა ყველაფერი, დროის სარტყელიც და საზაფხულო დროის წესიც არასტაბილური გვაქვს და წელიწადში ცხრაჯერ იცვლება.
ასევე, არ ვზრუნავთ იმაზე, რომ დროულად შევატყობინოთ დანარჩენ მსოფლიოს, თუ რა დროა საქართველოში. არც რაიმე ოფიციალური დოკუმენტი იქმნება დროის სატყელის და საზაფხულო დროის წესების ცვლასთან დაკავშირებით.
საქართველო ამჟამად არის GMT+4 სარტყელში, უბრალოდ 2007 წელს რატომღაც საქართველო არ ცვლის დროს საზაფხულო დროით.
ისტორიულად, წინა საუკუნის 80-იან წლებამდე, საქართველო GMT+4 სარტყელში იყო, თუმცა ფარნავაზის დროს რა ხდებოდა არ ვიცი

ჩვენს დროის სარტელს ერქვა
TBIT.
1980-იან წლებში დაიწყო საზაფხულო დროის შემოღება, რის შედეგადაც 1 აპრილს საათი ერთი საათით იწევდა, რაც უნივერსალურ დროის სარტყელთან (მაშინდელ GMT-სთან) უკვე 5 საათიან სხვაობას ქმნიდა. 30 სექტემბერს კი დრო უკან ბრუნდებოდა ერთი საათით და სხვაობაც ისევ GMT+4 ხდებოდა.
საზაფხულო დროის შემოღება დროის სარტყელის სახელზეც აისახა და საზაფხულო დროის მოქმედებისას ჩვენი დროის სარტყელის სახლეი იყო:
TBIST.
80-იან წლებში სხვა ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა, ერთადერთი იცვლებოდა ზაფხულის დროის შემოღების თარიღი, რომელიც მერყეობდა 26 მარტიდან 1 აპრილამდე, ასევე გაუქმების თარიღიც 24-30 სექტემბერი იყო.
90-იან წლებში დაიწყო ცვლილებების კასკადი.
1991 წლის 31 მარტს უნდა დაწყებულიყო ზაფხულის დრო, თუმცა დრო არ შეცვლილა და ხალხს საათის გადაწევა არ მოუწია. ეს იმის გამო მოხდა, რომ მართალია ზაფხულის დრო როგორც დაგეგმილი იყო გააქტიურდა, მაგრამ საქართველო
გადავიდა სხვა დროის სარტყელში და გახდა GMT+3. თუმცა ზაფხულის დროის მოქმედების პერიოდში სხვაობა შესაბამისად GMT+4 იყო. დროის სარტყელის სახელი დარჩა TBIT/TBIST, თუმცა დროის სატყელის სხვაობა GMT-სთან მიმართებაში შემცირდა 1 საათით.
1991 წლის 9 აპრილს განხორციელდა ისტორიული ცვლილება, საქართველო შევიდა დროის ახალ სარტყელში, ანუ ჩვენს დროის სარტყელს დაერქვა GET (ან, ზაფხულის დროის ცვლილების დროს, GEST). გრინვიჩთან სხვაობა არ შეცვლილა.
1994 წლის 25 სექტემბერს კვლავ მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა: შეიცვალ ჩვენი დროის სარტყელის სხვაობა გრინვიჩთან და საქართველო ისევ გახდა GMT+4 ქვეყანა

ანუ სხვაობა გაიზარდა 1 საათით. შესაბამისად, როგორც ეს ადრე იყო, ზაფხულის დროის მოქმედების პერიოდში გრინვიჩთან სხვაობა 5 საათამდე ადიოდა.
1997 წლიდან ზაფხულის დროის გაუქმების თარიღი განისაზღვრა 25 ოქტომბრით (ადრე იყო 25 სექტემბერი) და შედეგად ზაფხულის დროის მოქმედება ერთი თვით გაიზარდა. ზაფხულის დროის დასაწყისად კვლავინდებურად მარტის ბოლო დარჩა.
ზაფხულის დროის გარდა ბევრი არაფერი შეცვლილა 2004 წლამდე. 2004 წელს კი დრო სამჯერ შეიცვალა

ანუ, 2004 წლის 28 მარტს დაიწყო ზაფხულის დრო (GEST, ანუ GMT+5).
ამავე წლის 26 ივნისს შეიცვალა საქართველოს დროის სარტყელი და გახდა GMT+3. ანუ გრინვიჩის სარტყელთან სხვაობა ისევ შემცირდა ერთი საათით და ხალხს დროის გადაწევა მოუწია. ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა. ამის შესახ BBC-ც წერდა:
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/3843511.stm2004 წლის 31 ოქტომბერს გაუქმდა ზაფხულის დრო და ხალხმა დააბრუნა საათი. ანუ გააქტიურდა GET დროის სარტელი, რომელიც უკვე იყო GMT+3.
2005 წლის 27 მარტს მოხდა ძალიან საინტერესო რამ: საქართველომ ისევ შეიცვალა დროის სარტყელი, და GET გახდა GMT+4. მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული ის არის, რომ დროის სარტყელის ცვლილებასთან ერთად
გაუქმდა ზაფხულის დრო. დღემდე ზაფხულის დრო აღარ გააქტიურებულა საქართველოში.
ეს ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი რამ როგორც ვიცი არ მომხდარა.
ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ყველაფერი რაც მე დავწერე, ძალიან ბევრი ჩემი და დასკვნაა და ოფიციალური დოკუმენტი ძნელად მოიპოვება. ყოველი ასეთი დროის სატყელის ან ზაფხულის დროის ცვლილების და შეუცვლელობის დროს მთელი მსოფლიო გაგებაშჲ არ არის ხოლმე რა დროა ჩვენთან. უკვე სათვალავი ამერია რამდენჯერ უნდა შეატყობინო პროგრამის მწარმოებლებს (მაიკროსოფტს, მაკს, ლინუქსს და ა.შ.) და საკმაოდ უკვირთ ეს ყველაფერი. მით უფრო, თუ ხელთ არ გაქვს ოფიციალური დადგენილებები და საინფორმაციო საშუალებებიც ყველა სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს.
დღეს ისიც კი არავინ იცის, ჩვენს დროის სარტყელს ისევ GET ქვია თუ არა.
შედეგად, რა დროის სატყელი ან მდებარეობაც არ უნდა მიუთითო ოპერაციულ სისტემაში, საქართველოს დროს მაინც უმეტესწილად მაინც შეცდომით აჩვენებს.
ასევე ხშირად მსოფლიოს გონია რომ ჩვენთან სხვა დროა და ამ დროს აქ სულ სხვა დროს ამოდის მზე

და მახსოვს რეისები აცდა ერთმანეთს, რამდენჯერმე ქართული ტელევიზიებიც ვერ გაერკვნენ და ერთი საათით აცდენით გაუშვეს გადაცემები.
მოკლედ აი ასეთი სიტუაციაა. ახლა 27 მარტს უმეტეს მსოფლიოში შეიცვალა დრო, ანუ გააქტირურდა ზაფხულის დრო და მეც შევატყობინე ხალხს, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა და ზაფხულის დრო გააქტიურდა, მაგრამ მე თვითონ გაგებაში არ ვარ რა ხდება

დღემდე ვერ გავარკვიე ვის ეხება ჩვენს ქვეყანაში დროის ცვლილების სტანდარტიზაცია, მსოფლიოსათვის და საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოებისათვის ამის შეტყობინება და ა.შ.
მოკლედ ახლა ვიცი რომ ღამის ორი საათი ხდება ჩვენთან, აი სხვებმა რა იციან ჩვენს შესახებ უკვე აღარ ვიცი, თუმცა ჯობია აქ ჩამოვიდნენ, ჩვენთან იქეიფონ და მიხვდებიან რომ საქართველოს დროში ვერ გაერკვევი და რამის გრძნობა თუ გინდა, აქ უნდა ჩამოხვიდე