israfelმქონია ნამდვილად. ჩემს გარდა ბევრ სხვა მორწმუნესაც ჰქონია ...
და რაც უთქვია, ზუსტად ისე ამხდარა, ხანდახან გამოსავალი მოუცია და ა.შ. სიტუაცია შეუცვლია ჩემს გარშემო ლოცვას ... ულოცველობას კი დაუნგრევია ...
სულიწმინდის მმართველობის ერთერთი ფუნდამენტი ორმხრივი დიალოგია ღმერთსა და ადამიანს შორის.
ეხლა ათეისტები [ქართულად: "უღმერთოები" --

))) ] დაიწყებენ, ეგ უბრალო დამთხვევა იყოო და ა.შ. მაგრამ დამთხვევასაც გააჩნია რა ... თანაც ხომ არ შეიძლება გამუდმებით ემთხვეოდეს?
ცალმხრივი ლოცვა რელიგიაშია, ორმხრივი ქრისტიანობაში.
ამაზე ანეკდოტიცაა:
"როცა ვინმე ამბობს რომ ლოცულობს, ანუ ღმერთს ელაპარაკება - ამაზე ხალხს რეაქცია არა აქვს, მაგრამ თუ თქვი, რომ ლოცვისას ღმერთი დაგელაპარაკა, უკვე გიჟად ჩაგთვლიან ..."