ოოო მოდი დავიწყოთ:
სახარების კითხვისას, მკითხველს თვალში ხდება ბევრი ეპიზოდი, სადაც იესოს წესის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: ''შაბათის'' დარღვევა
[მათე 12:1/8]; ''კაშრუტ''ის გაუქმება - საკვების კანონები
[მარკოზი 7:19];... და ა.შ.
როდესაც საკითხში ჩავღრმავდებით დავინახავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა იესო ქრისტედ წოდებულს, არც ერთი წესი არ დაურღვევია - მან დაარღვია ის რაც ეშმაკისეული იყო ხოლო, ღვთის კანონის
''გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი'' [მათე 5:17]''[სიტყვა -აღსრულება - ორიგინალში (მაცხოვარის ენა არამიულია) + ბერძნული გრამატიკა გაცილებიდ ფართო მნიშვნელობისაა: ''ჭეშმარიტი აზრი გამოხატო; შეავსო; დაამოწმო; სრულად გამოხატო;..]
ებრაელებში, ქრისტეს მოღვაწეობის დროს არსებობდა სამი განსხვავებული მიმდინარეობა:
I სადუკევლები
II ფარისევლები
III ესეები
აქედან ორი მთავარი:
ფარისევლები:მათზე იესო ამბობს:
''ყველაფერი რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არკი ასრულებენ.'' [მათე 23:3] სადუკევლები:
ნათლად მეტყველებს სცენა სინედრონში, როდესაც პავლე მოციქული (ყოფილი სავლე, იგივე განთქმული რაბინი და თალმუდისტი თარსიდან რავ შაული, რომელსაც ქრისტეს რჯულის მიღების შემდეგადაც პატივისცემით ხვდებოდნენ სინაგოგაში შესვლისას და სიტყვის თქმას სთხოვდნენ იუდეველები
[საქმეები 13:15]) სიტყვით გამოვიდა:
''პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და იყვირა სინედრონში: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისეველის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები - ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკევლებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული'' [საქმეები 23:6/7]ვოოოოდა
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია, რადგანაც მაცხოვარის ბედი სწორედ მათ გადაწყვიტეს. სინედრიონი რომელმაც იესო გაასამართლა, სადუკიელთა ხელში იყო.
როგორც ზევით შევნიშნე იესოს არავითარი წესი არ დაურღვევია ''რომელი თქვენთაგანი მამხილებს ცოდვის გამო? '' [იოანე 8:46]
მსგავს ეპიზოდს ვკითხულობთ სცენაშიც, სადაც დატყვევებული იესო სინედრომის წინაშე წარდგება. [მარკოზი 14: 55/56]
''მღვდელმთავარნი და მთელი სინედრონი ეძებენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ''. ვერც ერთი მიზეზი ვერ იპოვეს (!) ამის მერე ხდება საბედისწერო შეკითხვის დასმა; მიღებული პასუხი საკმარისი გამოდგა სიკვდილის განაჩენის გამოტანისათვის.
იმ დროის პალესტინაში არსებობდა ''ორი საეკლესიო ენა''
1) ლოცვის, ტაძრის ენა
2) ქადაგების ენა
მორწმუნენი პალესტინაში ერთიმეორეში ლაპარაკობდნენ არამიულ ენაზე - მაცხოვარიც არამიულზე ქადაგებდა - ხოლო ტაძარში ლოცვა სრულდებოდა ძველ ებრაულზე (რაღაც მსგავსია არა ქართულთან?

)
გავიხსენოთ ჯვრიდან შეძახილი/ლოცვა: ''ღმერთო
ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?'' (ღმერთკაცში კაცური ბუნების გამოძახილი), რაც ევანგელისტებმა ბგერა ბგერით გადმოგვცეს:
''ელიო, ელიო, ლამა საბაქთაბი?''. ესაა ციტატა ფსალმუნებიდან, რაც მაცხოვარმა ძველ ებრაულზე წაიკითხა, ხოლო იქვე მდგარი ხალხი კი ვერ მიხვდა რას ამბობდა იესო:
''იქ მდგომთაგან ზოგიერთმა თქვეს: აჰა ელიას უხმობსო'' [მარკოზი 15] როგორც ჩანს ის ენა რაზეც ეკლესიაში ლოცულობდნენ, ამ დროს ხალხში მივიწყებული იყო, ამიტომ დაბნეულობა გამოიწვია...
იესოს დასატყვევებად გაგზავნილი იქნა ტაძრის დაცვა (სამხ.რაზმი) ხოლო ებრაული კანონებით, წარმართს ეკრძალებოდა ტაძარს გაკარება, ამიტომ მიუხედავად რომაელების ბატონობისა, მათ მიერ დაშვებული პოლიტიკური კომპრომისების გამო, ტაძარში მყოფი რაზმი დაკომპლექტებული იყო ებრაელებით, რომლებიც მართალია ყოველდღიურობაში არამიულზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ გამუდმებული ტაძარში მსახურის გამო ასევე ფლობდნენ ძვ. ებრაულს.
ადგილზე მისულებს მაცხოვარმა კითხა:
''ვის ეძებთ? მიუგეს მას: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ: მე ვარ.
როდესაც უთხრა: მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ.'' [იოანე 18]- რატომ მოიქცნენ ამდაგვარად მაცხოვარის შესაპყრობად მისულნი?
- თუ უფალი შეიცნეს, მაშინ რატომ წამოხტნენ მყისვე მის საცემად და შესაპყრობად?
იმიტომ, რომ იესომ ფრაზა
''მე ვარ'' წარმოთქვა ძვ.ებრაულით, რაც გაცილებით ფართო (დიდი) მნიშვნელობის მატარებელია: ''უზენაესი; ყოვლისშემძლე; მარადიული...''
ამის გამგონე ტაძრის მსახურები ინსტიქტურად მიწაზე დაემხნენ, რადგან მათ კარგად უწყიდათ, რომ ესაა წმინდა ფრაზა/ფორმულა [''აზ იეს იაჰვე''] რომლის წარმოთქმა მორწმუნეს ეკრძალებოდა. ამის შემდეგ მსახურნი უცბათ წამოხტნენ და მკრეხელობისათვის იესოს ცემა იწყეს.
დავუბრუნდეთ სცენას სინედრიონის წინაშე. მრავალი სწამებს ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვევა. სინედრონი ვერ პოულობს ვერავითარ ხელში ჩასაჭიდს; საბოლოოდ მღვდელმთავარმა (სახელად კაიაფა) ჰკითხა:
- ''შენ ხარ ქრისტე ძე კურთხეულისა?''
- ''მე ვარ''განრისხებული მღვდელმთავარი სამოსს იხევს და შესძახებს:
- ''რაღად გვინდა მოწმენი?'' განაჩენი ერთია და მტკიცე - სიკვდილი, წამებით! [მარკოზი 14]
- რატომ განრისხდა ასე მღვდელმთავარი, ქრისტედ (მესიად) ხომ უამრავნი აცხადებდა იმ დროს საკუთარ თავს და არავინ დასჯილა სიკვდილით?!
იმიტომ, რომ მაცხოვარმა კვლავ ზევით ხსენებული წმინდა ფრაზა/ფორმულა
[''აზ იეს იაჰვე''] გაიმეორა. სასიკვდილო განაჩენი გამოტანილი იყო იმის საფუძველზე, რომ იესომ თავი არა მარტო მესიად, არამედ თავად უზენაესად, ღმერთად აღიარა.
ის პასუხობს ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა.
''მაშინ ყველამ დაადო მსჯავრი მას, რომ სიკვდილს იმსახურებდა.''[მარკოზი 14: 63/64]ასე და ამდაგვარად ბატონებო და ქალბატობებო... სიკვდილს! თან განსაკუთრებული სისასტიკით!
მათი წესით ღვთისგმობა ასე უნდა დასჯილიყოდა მითუმეტეს თუ ეშმაკთან ქონდათ საქმე [როგორც შერაცხეს მაცხოვარი და მისი საქმეები]
[აქ მოკლედ შევეხები განსაზღვრული ჯგუფის (მაგ.იაჰოველების) აბსურდულ მტკიცებასაც:
''იესოს არსად უთქვამს რომ თავადაა ღმერთი''
შემდეგ გავაგრძელოთ
This post has been edited by mnate on 4 Aug 2007, 00:13