#6643661 · 12 Sep 2007, 16:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგეხსენებათ რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ტიპის უცხო წარმონაქმნების პროფილაქტიას და ადრეულ სტადიებზე მათ დროულ მკურნალობას....!!! ამ საკითხის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კარგა ხანია არსებობს ე.წ. იმუნომოდულატორთა (იმუნოკორექტორთა) ბუმი, ხშირად როგორც ალტერნატივა ქირურგიული და ქიმიოთერაპიული მეთოდებისა...როგორც წესი, მოსახლეობა ამ მედიკამენტების თაობაზე ჭორების ან პაციენტთა მონათხრობების საშუალებით იგებს, რადგან ხელი არ მიუწვდება უფრო სერიოზულ ინფორმაციაზე, რადგან მათი სერიოზული კლინიკური აპრობაციის შედეგები ან არ არსებობენ, ან თუ არსებობენ, ისინი რატომღაც გაუგებარი მიზეზებით, სამედიცინო პრაქტიკის მიღმა რჩებიან..... მეორეს მხრივ გაბატონებულია აზრი, რომ ეს ყველაფერი არის სამედიცინო "შარლატანობა", რომელსაც რეალობასთან ცოტა რამ აქვს საერთო იმ გაგებით რომ, მათი საშუალებით სამკურნალო შედეგი მხოლოდ "პლაცებო"-ს ეფექტით მიიღწევა! მე მესმის, რომ რაღაცის "პანაცეად" გამოცხადებას ყოველთვის სიყალბის სუნი უდის, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს იმუნოკორექტორული თერაპიის უცხოური გამოცდილება თავისი სერიოზული აპრობაციებით მაგ ისეთი პრეპარატების თაობაზე, როგორებიცაა : ინტერლეიკინი, რონკოლეიკინი, ვაქცინა -რესანი და ა.შ. ამ მხრივ, მაინტერესებს სპეციალისტების აზრი - რა შეიძლება ითქვას მათ ისეთ ქართულ ანალოგებზე, როგორიც იყო მაგ.:-კატრექსი და როგორიცაა ახლა - GA-40 და კამელინი.... წინასწარ მადლობას გიხდით კორექტული გამოხმაურებისთვის!
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|