#7807760 · 20 Dec 2007, 20:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემა გამახსნევინა ამ განყოფილებაში არსებულმა გარკვეულმა ტენდენციამ( თუმცა არა მხოლოდ ამ ფორუმის, ალბათ უფრო ფართო მასშტაბისაა).. კრიტიკა არ ნიშნავს შეურაცხყოფას, არ ნიშნავს მტრობას და არ ნიშნავს სულგაყიდულობას.. ვამხელ მთავრობას,რომ არადემოკრატიულია, რომ დაარბია თავისუფალი არხი,და ამის ლოგიკური პასუხი უნდა იყოს დამნაშავის გამოვლენა-დასჯა და ამ მხრივ სიტუაციის გაუმჯობესება, და არავითარ შემთხვევაში-პასუხისმგებლობისგან გაქცევა და სხვისი ლანძღვა..ის, რომ არკადი თუ არტური ჩემზე უარესია,არგუმენტი არ არის... სწორად გამიგეთ, არანაკლებ მის მომხრეებზე მეტად მინდა, რომ იცავდეს კონსტიტუციას და შექმნას სამართლებრივი და არა პოლიციური სახელწიფო..ეს არის საფუძველთასაფუძველი.. (და როცა მსგავს რამეს ვწერ, მასიურად ისმის პასუხი: გრეჩიხისტია,ბადრის ნაყიდია,შურს მიშასი და მსგავსი რამეები..(აქვე იმასაც ვაღიარებ , რომ უპატივცემულობის შემთხვევები საერთოდ ორმხრივია როგორც წესი,მ,აგრამ აქ არ ვსაუბრობ აგრესიაში შეჯიბრზე ),არადა ძალიან მარტივ საკითხზეა ლაპარაკი: მთავრობიდან დაწყებული იუზერის ჩათვლით, მივიღოთ, რომ კრიტიკა არის საშუალება, რომ შეცდომა გამოვასწოროთ და არა დავარბიოთ ან ვიჩხუბოთ... * * * ისე,გამახსენდა.: ჩემო კალამო, ჩემო კარგო,რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ,მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ.. ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში, ბოროტთ საკლავად მათ სულთხდომის სეირს ვუყუროთ..
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული,ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი.. აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა და დაე გვძრახონ,ჩვენ მის ძებნით გავლიოთ დღენი..
ჩემზედ ამბობენ,"ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს,ეს ხომ ცხადი სიძულვილია?!" -ბრიყვნი ამბობენ,კარგი გული კი მაშინვე გრძნობს ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია..
--------------------
Beliefs are the determinants of what one experiences...
Never argue with idiots, they drag you down to their level and beat you with experience...
|