ქართველებს სხვა სიკეთეებთან ერთად ორი თვისებაც გვჭირს.
პირველი. გასაოცარი ნიჭიერებით შეგვიძლია მოვნახოთ ახალი ნიშანი, რომლითაც გამოვყოფთ ჩვენს შიგნით რომელიმე ფენას, სამუდამოდ დავუპირისპირდებით მას და ჩვენი საზოგადოების დემონტაჟს ვიწყებთ(ან განვაგრძობთ ახალი ძალით). უკანასკნელი წლების აღმოჩენილი ასეთი ნიშანი გახლავთ დეპუტატები და დეპუტატობის კანდიდატები. თუ აქამდე ვიცოდით , რომ მთავრობა უპირისპირდება ხალხს, ხალხი-მთავრობას, ახალგაზრდები -მოხუცებს,მოხუცები-ახალგაზრდებს, არტისტები-არტისტებს და ა. შ. უკანასკნელ წლებში დეპუტატების და დეპუტატობის კანდიდატების სახით ახალი გასაკრიტიკებელი და სალანძღავი ხალხი გავიჩინეთ, ყოველ შემთხვევაში, დღეს მათთან დაუსწრებელი კამათის მეტს არაფერს ვაკეთებთ.
მეორე. ასეთივე გასაოცარი ნიჭიერებითვე შეგვიძლია მოვნახოთ საქმე, რომელიც არ არსებობს, ან არავის სჭირდება, და მთელი სიცოცხლე "მივუძღვნათ" მის კეთებას. ამის მაგალითს დღეს თვითონ დეპუტატები და დეპუტატობის კანდიდატები იძლევიან (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა)
საქმე რომელიც მათ გამოიგონეს, ასეთია: დაუმტკიცონ საქართველოს, რომ ისინი კარგები არიან, აქტიურებიც , ოღონდ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ყველაფერი არ ჩანს, ძალიან სიღრმისეულად მოქმედებენ.
თანაფორუმელებო! მეთანხმებით თუ არა?
გამაგებინეთ რა უნდა ასანიძეს პარლამენტში?
კაცს, რომელსაც არც წერის კულტურა გააჩნია და არც მეტყველების-რა უნდა პარლამენტში?
This post has been edited by licemer on 22 Apr 2008, 14:16
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.