ვახ რა კარგია, არ ვიცოდი ეს თემა თუ იყო

ზუსტად რამდენიმე დღის წინ დედაჩემთან ვსაუბრობდი ამ პოეტზე, გაიხსენა თამაზი და მაშინდელი პოეზიის საღამოები..
ბოლო გაჩერებავერ გადაირბენს შენი სახელი
გაჩირაღდნებულ პროსპექტზე და ღამის შუქში
ვერ იჩურჩულებს სიყვარულზე. დღეს თავსხმასავით
მოაწყდა სხეულს შემზარავი სიტყვა ,,სიკვდილი",
დღეს ლოცვასავით გაიღვიძა ტანში სიკვდილმა
და ალისფერი ყვავილივით დააჩნდა ასფალტს.
გათავდა, დღეს შენს ნაფეხურებს ქარი აკრიფავს,
შენი ბგერები უდედმამო ბავშვივით ქუჩას შერჩება
და წვიმა, როგორც უბრალოდ წვიმა
სისხლის ნაკადულს ქვესკნელისკენ გაალივლივებს.
დაშორდა ღიმილს შენი ტუჩები
და გაეხვია გაოცებულ დუმილის ტბაში,
როგორც ფსკერისკენ წასული ნივთი.
გათავდა, უკვე აღარ არის ბავშვი, რომელსაც
ხვალ ცისფერი მოსასხამი უნდა ეყიდა...
გათავდა, უკვე აღარ არის ბავშვი და უკვე
აღარ სჭირდება იმის მტკიცება,
რომ მარტივია ჩვენი ცხოვრება,
ოღონდ ვიჩქაროთ გადასასვლელთან
და მწვანე შუქს ამოვეფაროთ.
რომ მარტივია ჩვენი ცხოვრება
და ზედ ვკიდებთ სათამაშოებს,
ვით ნაძვის ხეზე-
განშორებას, ცოდვას, სიძულვილს,
როგორმე თავი რომ შევიქციოთ.
ისე უეცრად შემოვარდა სიტყვა ,,სიკვდილი,"
თითქოს სიკვდილი არც არსებობდა
და დაბნეული მეოცნებე ბიჭუნასავით
იდგა ქუჩაში გაჟონა.
ხოლო სიკვდილის გაჩერებასთან შეგროვდა ხალხი-
სანოვაგით, ჩანთებით და გაზეთით ხელში.
გადააფარეს სიკვდილს გაზეთი,
რადგან თვალებმა მოითხოვეს სიტყვა ,,მიშველეთ"
და უკანასკნელი პოლიტიკური სკანდალის ამბებში სისხლმა
გაჟონა. მზე კიდევ დიდხანს ჩახჩახებდა. ადამიანებს
სწყუროდათ სისხლი, ერთი დღეც რომ ამოეწიათ
მახსოვრობის ლაბირინთიდან
და ერთხელ კიდევ ეგრძნოთ შიში და სიყვარული
თავიანთი უმწეო ვნების.
მერე ვიღაცამ თქვა: ,,გათავდა" და შეუმჩნევლად
ამ ერთ სიტყვას ჩაებღაუჭნენ
როგორც ბალღი დედის ძუძუებს.
იმისი მკერდი?
მზემ იხილა და ვარსკლავებმა
ოქროს საცერში გაცრილი და ოქროს წყალში ამოვლებული.
გათავდა. აღარ მიეჩქარება
კინოთეატრში, რათა ნახოს ახალი ფილმი,
სადაც შეყვარებულები თვითმკვლელობით ამთავრებენ
სიცოცხელეს და თუთის ფოთოლივით შრიალა ჰაერში
არავინ იტირებს, როცა ადამიანები
ნელა და გულგრილად მიაბიჯებენ ზამთრისკენ.
This post has been edited by minerva on 25 Nov 2009, 21:48
- შეგიძლია წყალნარევი ღვინო გამიკეთო, ბერძნულად? ოღონდ იცოდე, ვიდრე ასხამ, ჭიქაში ჰაერი არ ჩაგეპაროს..