ყველას გვსმენია ძველი სამყაროს შვიდი საოცრების შესახებ.
ბოლო წლებში პოპულარული გახდა "ახალი შვიდი საოცრების" სიების შედგენა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული მასშტაბით - მაგ., ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, პორტუგალიაში, პოლონეთში, უკრაინასა და რუსეთში
დაწვრილებით ინფორმაციას ნახავთ, მაგ., აქ:
ka.wikipedia.org/wiki/მსოფლიოს_შვიდი_საოცრება
en.wikipedia.org/wiki/Seven_Wonders_of_the_World
ამ თემაში დავასახელოთ საქართველოს შვიდი საოცრება. ჯერჯერობით მხოლოდ "კანდიდატები" - ნებისმიერი რაოდენობით.
შემდეგში, როდესაც გამოიკვეთება რამდენიმე ლიდერი, პოლის ჩატარებაც და რეიტინგის შედგენაც შეიძლება.
ვნახოთ, როგორ წავა საქმე, შეიძლება ორი დამოუკიდებელი რეიტინგიც შედგეს: ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობებისა და ბუნების ობიექტებისა.
დავიწყებ...
მცხეთის ჯვარი
სცეტიცხოველი
ბაგრატის ტაძარი
ალავერდი
ნიკორწმინდა
სამთავისი
კვეტერა (”ნაპოლეონი ეკლესიებს შორის” - პატარა, მაგრამ მონუმენტური)
დავით გარეჟი
ვარძია
უფლისციხე
ანანური
შატილი
თბილისის ისტორიული უბანი
მლეთის ”სერპანტინი”
თბილისის ფუნიკულიორი
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი (ამ ტიპის ყველაზე მაღალი ნაგებობა მსოფლიოში)
დმანისი
ვანი
შხარა
უშბა
ყაზბეგი
მთა-თუშეთი
ალაზნის ველი
სათაფლია
პალიასტომი და კოლხეთის ნაკრძალი
მწვანე კონცხი (ბოტანიკური ბაღის კოლექციის სიმდიდრის გამო)
რიწის ტბა
ბზიფის აუზის კანიონები
ახალი ათონის გამოქვაბული
როგორც ხედავთ, 7-ის მაგივრად 30 ”კანდიდატი” დამიგროვდა. არ მკითხოთ, ესა თუ ის ობიექტი რატომ არ არის - დაასახალეთ