I. პილოტები
I.I. ჩემპიონები
1. ნინიო ფარინა - იტალია -
FORMULA 1 (post #1252836)2. ალბერტო ასკარი - იტალია -
FORMULA 1 (post #1257471)3 ხუან მანუელ ფანხიო - არგენტინა -
FORMULA 1 (post #1267690)4 მაიკ ჰოუთორნი - ბრიტანეთი -
FORMULA 1 (post #1274362)5 ფილ ჰილი - აშშ -
FORMULA 1 (post #1292832)6 ჯონ სურტისი - ბრიტანეთი -
FORMULA 1 (post #1306624)7 ჯიმ კლარკი - ბრიტანეთი -
FORMULA 1 (post #1310676)8 ჯეკ ბრებჰემი - ავსტრალია -
FORMULA 1 (post #1319152)9 დენი ჰულმი - ახალი ზელანდია -
FORMULA 1 (post #1333596)10 გრემ ჰილი - ბრიტანეთი -
FORMULA 1 (post #1352730)11იოხენ რინდტი - ავსტრია -
FORMULA 1 (post #1357948)12 ჯეკი სტიუარტი - ბრიტანეთი -
FORMULA 1 (post #1362751)13 ემერსონ ფიტიპალდი - ბრაზილია -
FORMULA 1 (post #1388280)14 ჯეიმს ჰანტი - ბრიტანეთი -
FORMULA 1 (post #1630704)15 მარიო ანდრეტი - აშშ -
FORMULA 1 (post #1541251)16 ჯოდი შექტერი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა -
FORMULA 1 (post #1561515)17 ალან ჯოუნსი - ავსტრალია -
FORMULA 1 (post #1679103)18 კეკე როსბერგი - ფინეთი -
FORMULA 1 (post #1877771)19. ნიკი ლაუდა - ავსტრია -
FORMULA 1 (post #2017280)20 ნელსონ პიკე - ბრაზილია -
FORMULA 1 (post #2040648)21 აირტონ სენა - ბრზილია -
FORMULA 1 (post #2050228)22. ნაიჯელ მენსელი - ბრიტანეთი -
FIA Formula 1 World Championship (post #2214962)23. ალან პროსტი - საფრანგეთი -
FIA Formula 1 WC (post #2799149)24. დეიმონ ჰილი - ბრიტანეთი -
FIA FORMULA 1 World Championship (post #3769204)25. ჟაკ ვილნევი - კანადა -
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP (post #5470717)26. მიკა ჰაკინენი - ფინეთი -
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP (post #7076993)27. მიხაელ შუმახერი
ჩემპიონი: 7 (1994-1995, 2000-2004)
ჩატარებული გპ: 250
გამარჯვება: 91

1950 წელს ფორმულა ერთის ჩემპიონატის გათამაშების დაწყების შემდეგ ჩემპიონატი 28 სხვადასხვა პილოტმა მოიგო, რომელთაგანაც 14-მა ამას რამდენჯერმე მიაღწია. ამ უკანასკნელთაგან ყველაზე წარმატებულის, ხუან მანუელ ფანხიოს ხუთგზის ჩემპიონობის რეკორდი ორმოცდაათი წლის განმავლობაში შეუხებელი რჩებოდა, სანამ მას ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი პილოტი არ მოხსნიდა. მიხაელ შუმახერი რბოლების დატოვების შემდეგაც ყველაზე წარმატებულ მრბოლელად რჩება და თითქმის ყველა რეკორდს ფლობს დიდი უპირატესობით. მისი ქცევის ეთიკა პერიოდულად დავის საგანი ხდებოდა, თუმცა მისი ბრწყინვალება საჭესთან არასოდეს მოხვედრილა ეჭვქვეშ.
ყველაზე გამორჩეულ მრბოლელს ყველაზე უბრალო წარმომავლობა გააჩნდა - ის 1969 წლის 3 იანვარს დაიბადა კიოლნთან (გერმანია), ძმის - რალფ შუმახერის გაჩენამდე, რომელიც ასევე ფორმულა ერთის პილოტი გახდა. მათი მამა მშენებელი იყო და კერპენში კარტინგის ტრასას ფლობდა, დედა კი სურსათ-სანოვაგის მაღაზიაში მუშაობდა. ოთხი წლის მიხაელი პედლებიანი კარტით ერთობოდა; როდესაც მამამ მის კარტზე მოტოციკლეტის ძრავა დააყენა, მომავალი სუპერვარსკვლავი ლამპის ბოძს შეეჯახა, თუმცა, მალე კარტის მართვის ხელოვნებას დაეუფლა და ექვსი წლის ასაკში ჩემპიონატის გამარჯვებულიც კი გახდა, რის შემდეგაც მშობლებმა მისთვის სპონსორის პოვნა მოახერხეს. 1987 წელს ის გერმანიისა და ევროპის კარტინგის ჩემპიონატების გამარჯვებული იყო და სკოლა მიატოვა, რათა მექანიკოსად ემუშავა. ეს სამსახური მალე სრულფასოვანმა სარბოლო კარიერამ შეცვალა. 1990 წელს მან გერმანიის ფორმულა 3 ჩემპიონატი მოიგო და ის "მერსედესმა" აიყვანა ტურნირებში გამოსასვლელად. შემდეგ წელს მას გამაოგნებელი დებიუტი ჰქონდა ფორმულა ერთში, როდესაც ბელგიის გრან პრიზე "ჯორდანის" რიგებში მეშვიდე საკვალიფიკაციო ადგილი აიღო. ამას მისი სასწრაფოდ აყვანა მოჰყვა "ბენეტონის" მიერ, რომლის რიგებშიც შუმახერმა კარიერის პირველი რბოლა მოიგო 1992 წლის ბელგიის ეტაპზე, ყველაზე მომთხოვნ ტრასაზე.
სპა, აგვისტო 1991 - მიხაელ შუმახერის დებიუტი "ჯორდანში" და სენსაციური მე-7 ადგილი კვალიფიკაციაში"ბენეტონში" გატარებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მან 18 რბოლა და ორი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. პირველი ტიტული, რომელიც 1994 წელს დაიმსახურა, გარკვეულწილად დაჩრდილა "ბენეტონისათვის" აღმოჩენილმა რეგლამენტის დარღვევებმა და ადელაიდაზე შუმახერისა და დეიმონ ჰილის "უილიამსს" შორის შეჯახებამ (რომელზეც, ბევრის აზრით, შუმახერი განზრახულად წავიდა). თუმცა, გერმანიის პირველმა მსოფლიო ჩემპიონმა სრულად დაიმსახურა 1995 წლის ტიტული, რის შემდეგაც მან "ფერარიში" გადაინაცვლა - გუნდში, რომელიც კრიზისში იმყოფებოდა და რომელსაც მსოფლიო ტიტული 1979 წლის ჯოდი შექტერის გამარჯვების შემდეგ არ ჰქონდა მოპოვებული. შუმახერი-ფერარის კომბინაცია წარმატებულად დაიწყო 1996 წელს მიღწეული სამი გამარჯვებით, რასაც შემდეგი წლის განმავლობაში მიღწეული 5 მოგება მოჰყვა, თუმცა ეს სეზონი ხერესში (ესპანეთი) მომხდარი ინციდენტით დასრულდა, სადაც შუმახერი ჟაკ ვილნევის "უილიამსის" ტრასიდან გადაგდებას შეეცადა. წარუმატებელ მანევრს სასჯელიც მოჰყვა, როდესაც გერმანელს სეზონში მიღწეული მეორე პოზიცია ჩამოართვეს.
1998 წლის მეორე პოზიციაზე დასრულებულ სეზონს 1999 წელს სილვერსტოუნზე (ბრიტანეთი) ფეხის მოტეხვა მოჰყვა. ამის შემდეგ "შუმის" შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდა - ის 2000 წელს "ფერარის" პირველი ჩემპიონი გახდა 21 წლის წარუმატებლობის შემდეგ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კი უცვლელად მოირგო ჩემპიონის ტიტული. 2002 წელს ის 11 ეტაპის გამარჯვებული გახდა და 17-ივე რბოლა პოდიუმზე დაასრულა. 2003 წელს მან ფანხიოს საჩემპიონო რეკორდი მოხსნა მეექვსე ტიტულით, 2004 წელს კი 18-დან 13 რბოლა მოიგო და მეშვიდე ჩემპიონობა აღნიშნა დიდი უპირატესობით. 2005 წელს "ფერარის" ფორმის დავარდნის მიუხედავად, მან მესამე პოზიცია მაინც დაისაკუთრა, 2006 წელს კი კარიერა მაღალ ნოტაზე დაასრულა (თუმცა მონაკოში განზრახ გააჩერა ბოლიდი მოსახვევის შუაში, რათა მისი საკვალიფიკაციო დროის სხვის მიერ მოხსნა გამოერიცხა). ამ სეზონში მან პოულების რეკორდსაც მიაღწია 68 პირველი საკვალიფიკაციო ადგილით (აირტონ სენას 65 პოულის საწინააღმდეგოდ) და შვიდი გამარჯვებით მოგებათა საერთო რიცხვი 91-მდე აიყვანა, რაც ალენ პროსტის შედეგზე 40-ით მეტია. ამასთან, მას სულ მცირე დააკლდა კიდევ ერთ საჩემპიონო ტიტულამდე.
მანი-კური, ივლისი 2002 - მიხაელ შუმახერი საფრანგეთის ეტაპზე გამარჯვებით ფანხიოს ხუთ ტიტულს უტოლდებაროგორც ყველა დიდ პილოტს, შუმახერს გააჩნდა განსაკუთრებული ამბიცია, თვითრწმენა, აზროვნება, მოტივაცია და თავდადება. მისი გამორჩეული თვისება კი რბოლისადმი ნამდვილი სიყვარული და სრულყოფისაკენ მუდმივი სწრაფვა იყო. მას გააჩნდა განსაკუთრებული ბუნებრივი ნიჭი, სარბოლო გონება, წამის მეათედებში გადაწყვეტილების მიღების უნარი, ცვალებად სიტუაციებში ადაპტირების შესაძლებლობა და შესაძლებლობის ზღვარზე ასპარეზობისას წინასწარი დაგეგმვის ნიჭი გააჩნდა. ამას ემატებოდა მისი განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება (ის ნებისმიერი სხვა პილოტზე მეტს ვარჯიშობდა), საკუთარი და ბოლიდის შესაძლებლობების აღქმის უნარი (ის შედარებით ნაკლებ შეცდომას უშვებდა) და მექანიკოს-ინჟინრებისათვის (რომლებსაც ხელმძღვანელობდა შუმახერის თანამგზავრი მისი კარიერის განმავლობაში - როს ბრაუნი) გადაცემული გამორჩეულად ზუსტი ინფორმაცია.
"ფერარის" არცერთ პილოტს არ დაუდია თავი გუნდისთვის ასე და არცერთი არ ყვარებიათ გუნდში იმდენად, რამდენადაც გერმანელი, რომელმაც იტალიურ "სკუდერიას" ექვსი მსოფლიო ტიტული მოუტანა. ის სხვებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა, ხშირად სტუმრობდა მარანელოს ქარხანას, ესაუბრებოდა მუშებს, მადლობას უხდიდა და არასდროს აკრიტიკებდა მათ, საკუთარი ოპტიმიზმით, ენერგიითა და შრომის მაღალი ეთიკით კი ბევრს შთააგონებდა. გუნდი სრულად ენდობოდა პილოტს, რომელსაც ხშირად უთქვამს, რომ ძალიან უყვარდა "ფერარის ოჯახი".
საკუთარი ოჯახის (მეუღლე კორინა და შვილები - ჯინა-მარია და მიკი) ამბების აფიშირებას ის ყოველთვის ერიდებოდა, იმის მიუხედავად, რომ თვითონ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი გახდა. დიდი სიმდიდრის პატრონი (ის წელიწადში 100 მილიონ დოლარამდე მოგებას ნახულობდა) ხელგაშლილად ეხმარებოდა საქველმოქმედო აქციებს, განსაკუთრებით მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის, 2004 წლის აზიური ცუნამის მსხვერპლთა დასახმარებლად კი 10 მილიონი დოლარი გამოჰყო.
მის უკანასკნელ სეზონში 37 წლის მრბოლელი კვლავ უმაღლეს დონეზე იყო. არცერთი მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა შესაძლებლობების პიკზე ამდენი ხნის განმავლობაში, თუმცა მიხაელ შუმახერი ბოლოს მაინც დაღალა მომთხოვნმა გრაფიკმა და გადაწყვიტა წასულიყო მაშინ, როდესაც მისი მიღწევები სხვებზე ბევრად მაღლა იდგა - იმდენად მაღლა, რომ ძნელი წარმოსადგენია, ოდესმე ეს მიღწევები ვინმემ დაჩრდილოს.
ტექსტი - ჯერალდ დონალდსონი