მაქვს ორი ქსელური ადაპტერი -- ერთი PCI (Realtek RTL8139D), მეორე მაზერში ინტეგრირებული (Attansic L1).
დაუნლოადი ორივეს თითქოს ერთნაირი აქვს, მაგრამ აპლოუდი განსხვავდება ლოკალზე -- რეალტეკი 1 მეგაბიტს ქაჩავს, ის მეორე კი 600-700kbps მაქს. არადა მაზერი ახალია (ASUS P5KC), წესით ნორმალური ინტეგრირებული ლან კარტა უნდა ჰქონდეს.
პრობლემა იმაშია, რომ PCI სლოტების სერიოზული დეფიციტი მაქვს, ამიტომ მირჩევნია მაზერის ადაპტერი გამოვიყენო.
იტოგში, რამენაირად თუ შეიძლება მაგ პრობლემას ეშველოს? იქნებ კონფიგურაციის ბრალია ან რამე. ქსელის ამბავში ტყემალზე ვზივარ. კონსულტაციები მჭირდება მოკლედ.