ამიხსენით ერთი თუ ღმერთი გწამთ!
მე არ მჯერა, რომ ჩვენ დავმარცხდით....გუშინ მესიზმრა, შევატყე და მეუთხარი:
ჯერ აქედან დავიწყოთ - არ გცხვენიათ?....რაა ეს, რომ წერთ აქ ფორუმზე...შიშით მიშა საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდაო?......ეს ჰალსტუხი კი არა რუსეთის დროშა იყო, რომელიც მიშამ კბილებით ნაფლეთებად აქცია!
პირველად საქართველოს ისტორიაში!!! - ჩვენ უდიდესი პოლიტ-სტრატეგიული სვლა გავაკეთეთ!....რუსები რამის თბილისში შემოვიტყუეთ, თვითმფრინავებით, ტანკებით და ბეტეერებით...ვაბომბინეთ შენობები, ვახოცინეთ ხალხი, ვაწვევინეთ ხე-ტყე, რათა მთელ მსოფლიოს დაენახა ვინ იყვნენ რუსები!
პირველად საქართველოს ისტორიაში!...ამხელა
"ოპზილინა- ზილინას" ცოცხალი ჯაჭვი გავჭიმეთ ...ამდენი "ინფინიტი", ბმვ, იაგუარი, ჰამერი და პრადო ჩვენი დროშებით დაჰქროდნენ ქუჩებში....ისე დაიბოღმნენ თავიანთი "მასკვიჩების" ამარა დარჩენილი რუსები, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარეს!
აი ზუსტად აქ დაუშვეს მთავარი შეცდომა!...ამაზე გაბრაზებული სარკოზი და სოლანა კრემლში მიეჭრნენ მედვედევს და პუტინს და ცემით როჟები გაუხიეს!
ახლა უკვე, ამდენი ამბის მერე შიშით დაზაფრული რუსი იქეთ გვეხვეწება - დრო მომეცით და ჩემი ფეხი აღარ იქნება საქართველოშიო....მხოლოდ სამხედრო ბაზებს გავხსინი აფხაზეთში და ოსეთში და ისიც დროებითო ....რათა ცოტა ხანში აქედანაც რომ გავიქცევი, მთელი ეს სამხედრო ნადავლი თქვენ დაგრჩეთო....!
არ დამძრახოთ მოდერებო!...რა მოხდა, რა ვთქვი ისეთი...მეც ხომ მაქვს უფლება ვნახო სიზმარი - "პირველად საქართველოს ისტორიაში და სხვა ვინ ჩვენ თუ არა"???