ჰერმიონშენა და
http://www.orthodoxy.ge/samartali/komentarebi/mukhli1.htmკონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.
...ამგვარად, ოფიციალურ დღესასწაულებად გამოცხადდა (ჩამონათვალში მითითებულია აქამდე დასვენების დღეებად გამოცხადებული ყველა საეკლესიო დღესასწაული):
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს განცხადების დღე-ნათლისღება - 6(19) იანვარს;
ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის წმ. ნინოს ხსენების დღე - 14(27) იანვარს; უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მირქმა-მიგებების დღე - 2(15) თებერვალს;
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღე - 25 მარტს (7 აპრილს);
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დღე - ბზობა (თარიღი გარდამავალია, აღდგომის წინა კვირა დღე);
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე-წითელი პარასკევი (თარიღი გარდამავალია, აღდგომის წინა პარასკევი);
დიდი შაბათი (თარიღი გარდამავალია, აღდგომის წინა დღე);
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (თარიღი გარდამავალია);
მიცვალებულთა მოხსენიების დღე (თარიღი გარდამავალია, აღდგომის მომდევნო დღე);
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის, წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე - 29 აპრილი (12 მაისი);
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების დღე (თარიღი გარდამავალია, აღდგომიდან მე-40 დღე);
სულთმოფენობის დღე (თარიღი გარდამავალია, აღდგომიდან 50-ე დღე);
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების დღე - 6(19) აგვისტოს;
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღე-მარიამობა - 15(28) აგვისტოს;
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღე-ღვთისმშობლობა - 8(21) სექტემბერს;
ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღე-ჯვართამაღლება - 14(27) სექტემბერს;
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დღესასწაული-მცხეთობა - 1(14) ოქტომბერი;
საქართველოს მფარველის, წმ. გიორგის ხსენების დღე-გიორგობა - 10(23) ნოემბერი;
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე - 21 ნოემბერს (4 დეკემბერს);
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე-ქრისტეშობა - 25 დეკემბერს (7 იანვარს).
ამ შეთანხმებას ძალა არ აქვს?
ნინოობას არ ვისვენებთ?
* * *
დასვენება მინდა ვა