#11203123 · 16 Oct 2008, 09:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს იყო ობამას და მაკკეინის ბოლო დებატი.ეს თემა იმიტომ გავხსენი ამ განყოფილებაში,რომ დებატების კულტურაზე მინდოდა მეთქვა,რაც უნდა ისწავლონ ქართველმა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმაც. დებატების დროს ოპონენტები ერთმანეთს პატივს სცემენ,ერთმანეთს-უსმენენ,მკაფიოდ,არგუმენტირებულად გამოთქვამენ საკუთარ აზრს,ერთმანეთს აკრიტიკებენ საკმაოდ მკაცრად,მაგრამ ერთმანეთის პიროვნებას არ ეხებიან და ა.შ. მახსენდება ჩვენი პოლიტიკოსების დებატები.არაარგუმენტირებული ,არაკომპეტენტური,ზოგადი მსჯელობები,დედის გინებამდე მისული შეურაცხყოფები,ირონია,დაცინვა,პიროვნული შეურაცხყოფა და ა.შ.ჟურნალისტებიც გაიხსენეთ.პირველ რიგში გრიგოლიას ყვირილი და მისი შეკითხვები,აღარაფერს ვამბობ სხვა ტელევიზიების პოლიტიკურ შოუებზე. დასავლური ღირებულებებისადმი პატივისცემა ჩაცმა-დახურვით,უცხოურ მანქანაში ჩაჯდომით,სხვა ქვეყნის დიპლომით მარიაჟობით კი არ იზომება.არამედ ურთიერთობის ა და ქცევის კულტურით და კიდევ ბევრი რამით,რაც საგრძნობლად გვაშორებს დასავლურ ცივილიზაციას.
--------------------
an yvelaperi,an araperi
|