კვლავ იმ ნოტით უნდა გესაუბროთ.
ბევრი ობივატელი სერიოზულად არ აღიქვამდა თეორიას, მაგრამ არაწონასწორული მდგომარეობიდან გამოუსვლელობამ და ამ მგდომარეობის კიდევ უფრო დამძიმებამ უნდა დააფიქროს ისინი.
სხვა გამოსავალი არ არსებობს თუ გვინდა დამოუკიდებლობა სრული ბუნებრივი გარანტიით გვქონდეს ჩვენვე უნდა ავაშენოთ ახალ თეორიაზე დაფუძნებული ბუნებრივი სახელმწიფო.
შესაძლებელია ასეთი არაწონასწორული მგდომარეობიდან მოხდეს ისე, რომ ძლიერი რყევის შემდეგ შედარებით გამოსწორდეს მდგომარეობა, მაგრამ რეალური გამოსავალი არ ჩანს, არ ჩანს პოლიტიკოსი, არ ჩანს სხვა ალტერნატივები, რომც მოხდეს სოციალური აფეთქება რა თვისობრივი მაჩვენებლებით შეიცვლება სოციუმის ცხოვრება გაურკვეველია. ჩემის აზრით ამ გადასახედიდან კვლავ დაბოლებების მეტი არაფერია მოსალოდნელი ან სხვა უფრო მძლავრი დიდი სისტემის ნაწილი უნდა გავხდეთ, რაც ნამდვილად შელახავს ჩვენს ღირსებებს და მრავალ ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილს მოგვაყენებს.
არადა ნამდვილად შესაძლებელია ისეთი ბუნებრივი სისტემის წარმოქმნა რომლის არსებობისას დღევანდელი პრობლემები არ იარსებებს.
აი სადაა თანამედროვე ევროპა (შვეიცარია, ნორვეგია და სხვა)..სხვაგვარად ჩვენ ვერც ვიოცნებებთ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობაზე, ყოველთვის გვეყოლებიან უღმერთო ლომაიები, გაბაშვილები, თარხნიშვილები და სხვა ჯურის ზნედაცემული პიროვნებები..
ამით ჩვენი მომავალი თაობებისაგან დიდ მადლიერებას მივიღებთ, ბუნებრივი მუდმივი ფასეულობები იქნება უზენაესი მმართველი ძალა და არა ვიღაცის ძალდატანება ან მოსყიდვა და ა.შ.
ბატონი მამარდაშვილიც ჩვენი თეორიის მომხრე და აქტივისტი იყო თავის დროზე, მაგრამ ნაადრევად დატოვა ეს წუთისოფელი.
მასაც ჰქონდა თავისი შეხედულებები ამ თეორიასთან.
თეორიას აქვს თვითგანვითარების უნარი, სტიმულიცა და თუ გნებავთ ერთგვარი აზარტი.
This post has been edited by bazveli-lomi on 20 Oct 2008, 20:25