კაი ფილმია...
ისე სპაიკ ლის კინოებიდან პირველად ოლდბოის რიმეიკი ვნახე და მერე ეს კინო.
ისიც დენზელ ვაშინგტონის ამბავში გადმოვწერე და მერე გავიგე ,რომ იმავე რეჟისორის გადაღებული იყო.
ხოდა მივხვდი,რომ მთლად რეჟისორის ბრალი არ იყო და სპაიკ ლისაც შეუძლია კაი კინოს გადაღება...
მაგრამ 2013 წლის OldBoy მაინც მაგარი ......
აქ კი კარგი სამსახიობო გუნდი (დენზელ ვაშინგტონი,კლაივ ოუენი,ჯოდი ფოსტერი და სხვ..), კარგი სცენარი და რეჟისორმაც მოინდომა ... შედეგი სახეზეა...
ნუ,რათქმაუნდა არის მომენტები,რომლებიც ცოტა სხვანაირად შეიძლებოდა მაგრამ ფილმის ხარისხზე დიდად არ მოქმედებს...
მოქმედება დინამიური,არც ფინალი იყო სრულად განჭვრეტადი, კლაივ ოუენის პერსონაჟიც კარგია...
დაძაბული სიუჟეტი, მხარეების მძიმე ფსიქოლოგიურ-ინტელექტუალური ბრძოლა ერთმანეთთან, მცდელობა გატეხონ ერთმანეთი...
მაგონებს Dog Day Afternoon-ს მაგრამ ის ცოტა სხვა ფილმია, თუმც ამ მხრივ ჰგავს...
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen