Investor's Business Daily ბიზნესისა და პოლიტიკურ წრეებში გავლენიანი და დაპატივსაცემი (1984 და 2008 წლების პუილიცერის პრემია) გამოცემა რუსეთის ეკონომიკას მიმოიხილავს და მოუწიდებს მსოფლიო ბანკს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს - უარი თქვას რუსეთისთვის კრედიტის გაცემაზე.
გამოცემა ყველას შეაქხსენებს, რომ რომ არა ნავთობის ფული რუსეთი ძალიან ბევრ აგრესიულ ნაბიჯს ვერ გადადგამდა - მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც.
ნავთობის ფასების შენარჩუნება 30 დოლარის ფარგლებში კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება სრული კატასტროფა რუსული ეკონომიკისთვის.
მომავალი 3 წლის განმავლობაში რუსეთი გეგმავდა 140 მილიარდის დახარჯვას სამხედრო მოდერნიზაციაზე. რუსეთის დაკრედიტება - იქნება ამ ხარჯების დაკრედიტებაც.
რუსეთი წარმოების 10% მეტით ვარდნაა. მომავალ წელს რუსეთს საექსპორტო შემოსავლების 40% ვარდნა ემუქრება. რუსული ეკონომიკის ფლაგმანი გაზპრომის კაპიტალიზაცია 350 მილიარდი დოლარიდან 70 მილიარდამდე შემცირდა.
რუსეთის სავალუტო რეზერვები ოფიციალური მონაცემებით 163 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა ექსპერტების (მაგალითად ანდერს ასლუნდის აზრით) ვარდნის ოფიციალური მონაცემია დაახლოებით 100 მილიარდი დოლარითაა შემცირებული.
სახელმწიფო დაფინანსების მოლოდინშია 100 რუს ოლიგარქზე მეტი და მათ ერთობლივად 78 მილიარდი დოლარი ესაჭიროებათ.
კერძო (და სახელმწიფო) კომპანიების მიერ აღებული ვალების მიხედვით რუსეთმა უკვე კარგა ხანია ჩამოიტოვა Mტელი მსოფლიო, ამ მხრივ ის ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიის კომპანიებს ერთად აღებულს უსწრებს.
თუკი მაღალმა ფასებმა ნავთობზე - რუსეთი გააბლატავა, დაბალი ფასები მას დაანგრევს.
ჟურნალის სარედაქციო სტატი მოუწოდებს ყველას - ხელი არ შეუშალონ ამას.
იმედია, ასეც იქნება.
მოკლედ შობას გილოცავთ ყველას.
A Russian Bailout? Not On Our Dimee