ნიკების შესახებ გამოკითხვა იყო.
ხოდა მეც დავწერე - რატო მქვია ის, რაც მქვია.
ამის მერე ფირამლა სიმონა დოლიძემ, მითხრა -
ეს შენი პოსტი სხვა - ცალკე თემაში გაუშვიო,
ხოდა მეც ცოტა "გავრედაქტირე" და ცალკე თემად ვუშვებ
* * * * *
მე ჩემი სახელი იმ ხელობიდან არ ავირჩიე, რათმაუნდა - რაც ბესო მასწ-მა მასწავლა 1985-87 წლებში
საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამეცნიერო ინფორმატიკის ცენტრში ბესო მასწ-ი დირექტორის მოადგილე იყო.
მოსაშვილის ქუჩის ბოლოში, ვაკის პარკს უყურებდა მისი პატარა კაბიბეტის ფანჯრები. მგონი ბალკონიც იყო - მარა მე არ გავსულვარ.
ეს ის დროა, "ხალხი რო ბნელი იყო ©
მის კაბინეტში ვნახე პირველად პერსონალური კომპიუტერი 1987 წელს - ეს იყო IBM ის ფერადი (!!!) მონიტორიანი კომპიუტერი...
მე მგონი ბესო პირველი იყო საქართელოში, ვისაც პერსონალური კომპიუტერი ქონდა.
ქონდა ლაზერული პრიონტერი !!!!
მე მგონი, პირველი საქართველოში ....
მერე ვიჯექით მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მეხუთე სართულზე (საღამოობით, - 10 კაცამდე, მე მალადოი ვიყავი მაშინ, ძაან, მარა იქ იყო - ბესოს გარშემო - ქართული კომპიუტერული ელიტა, პირველი თაობა. პრინციპში ყველა ბესოს "ხელში" არიან გავლილები..
ქვემოთ, მახსოვს ირაკლი წერეთელის მეთაურობით მიდიოდა მწოლიარე გაფიცვები (მახსოვს ზაან გარკვევით ირაკლი წერეთელი და იმენნა მწოლიარე ხალხი "კანატკას" ქვედა სადგურთან შესასვლელიო როა - გადახურული ადგილი - იქ. ,
ამ შენობის ზემოთ კი ჯერ კიდე დენი იყო და მაგგარი მუშაობა მიდიოდა , - ბესოს იმ დროს აკადემიაში უკვე 50-70 "პისი" ქონდა ჩართული და კეთდებოდა კაი სამუშაო (უფრო სწორედ - იწყებოდა"....) ...
ისე, ბესო საკმაოდ "სკეპტიკურად" უყურებდა ამ მწოლიარე აქციება და ამბობდა, რო "საქმით უნდა გავიმარჯვოთო, ცოდნითო და პროფესიონალიზმითო, თორე ესეო, - ყველაფერი ის, რაც კიდე შეგვრჩა, საერთოდ გაგვეფანტებაო, დედას გვიტირებს ნებისმიერი უცხოელიო, .... ("ლეიბ-გვარდია" მგონი მაშინ გავიგე პირველად, თუ არ მეშლება...)
"განათლება და პროფესიონალიზმი გვაკლიაო" - სულ იძახოდა !!
სულ ბალტიისპირელები მოყავდა მაგალითად, - მაგათ რამდენი რამე აქვთ ისეთი,, ჩვენ რო გვჭირდება სასწავლადო ....
თან ბლომად ეწეოდა. კილოიანი ბანკა ქონდა საფერფლედ... დღის ბოლოს სავსე იყო აკურკებით......
გაგიჟდებოდა კაცი ...
ეხლაც ამდენს ეწევით , მასწ ???
ყავა იყო ოთახში უამრავი, ასადუღებელიც, წყალიც (ბოთლებში, ტუალეტი კორიდორის ბოლოში იყო და მორიგეობით დავდიოდით წყლის მოსატანად), შაქარიც, ყავის ჭიქებიც, ცალკე მაგიდა, სუხარი, კამფეტები დასაყოლებლად... ...
მოკლედ, სიტუაცია იყო ძაან კარგი, ჯანსაღი, ძაან საქმიანი,
"წყალი ქუჩაში არ გადაღვაროთო !, ხალხს არ დაესხასო. არავითარი ნაგვის ყრა ფანჯრებოდანო, ნაგვის ყუთებში ყველაფერიო, წესიერად მოიქეცითო და თუ გინდა გათენებამდე აქ იჯექით, დააკარით კომპებს თქვენი სახელებიო და სხვის კომპებზე ნუ დაჯდებითო, ყველას თქვენ-თქვენი გექნებათო !!
1988 წელია !!!!!!!!!!.
მე ერთხელ ღამის 3 საათამდე დავრჩი, რაღაცას ვაკეთებდი კომპზე...
რამდენი კაი რამეები ვისწავლეთ ბესოს ხელში, ნეტა იცოდეთ...
მე კი არა ვარ კომპის სპეცი, მარა პირველი თაობის ქართველმა კომპიტერშიკებმა ბესოსგან ბევრი აიღეს....
რაღაცა პროგრამები ქონდა, კაი TTF ფონტები გააკეთა, პირველად მასთან ვნახე, როგორ კეთდება ფონტები ....
კაი სამუსაოებს აკეთებდა ეგ და პატარა ჯგუფი ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, სპორტის სასახლის უკან რომაა. ეხლა ბოლომდეა დარბეული, დედანატირები, არადა რა კაი რაღაცა იყო ...
მერე მოვიდა 1988 წელი, მერე 89, მერე 90, 91 ში კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. მაშინ შემხვდა ბოლოს, მგონი მაისი იყო თუ ივნისი.
აგვისტოში ვიღაცამ მითხრა, "გაიგე, ბესო პრემიერ მინისტრად დანიშნესო".
მერე დადგა 92 წელი, მერე 93,
ხოდა ეხლა უკვე 2009 წელია.
ისე, ცოცხალ კაცზე ძაან მაზალო მოგონება ხო არ გამომივიდა ??
.
""ეხ, სავლე, სავლე, რა გიქნეს ამ გათახსირებულებმა ...... """
.
"არ გაგივა ეგ ნომერი შენ, დურუ ხუნჭუა ... !!!"