2008 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მიიღო და შეეცადა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, „მშვიდობის მტრედის" როლი მოერგო.
მედვედევის შემდეგ, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები პუტინმა მიიღო, რომელმაც, როგორც ქართულ სააგენტოს ერევნიდან სანდო წყარომ აცნობა, ალიევთან და სარქისიანთან შეხვედრისას, პუტინმა სასხვათაშორისოდ აღნიშნა, რომ ერევან-ბაქოს დაპირისპირება, შესაძლოა, „სხვა ტერიტორიების" ხარჯზეც მოგვარებულიყო.
2008 წლის დასასრულს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა რუსეთისგან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიიღო. ამან ბაქოში შესაბამისი რეაქცია გამოიწვია, რადგან ამ შეიარაღებამ გააბათილა ის სამხედრო უპირატესობა, რის მოპოვებასაც სომხეთთან მიმართებაში ბაქო ნავთობდოლარების მეშვეობით აქტიურად ცდილობდა და 2008 წლის დეკემბრამდე მოიპოვა კიდეც.
ბაქოს დამშვიდებას რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი შეეცადა. კერძოდ, ის თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ორი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ სომხეთისთვის გადაცემული იარაღი „სხვა მიზნებისთვის" იყო განკუთვნილი და ამ შეიარაღების არც ერთი ერთეული აზერბაიჯანულ არმიას არ დაუპირისპირდებოდა.
პუტინის „სხვა ტერიტორიებს" გაშიფვრა არ სჭირდება. ძნელი წარმოსადგენია, მას ალიევისთვის ან სარქისიანისთვის თურქეთის ან ირანის ტერიტორიები შეეთავაზებინა. ასევე, ჯერ კიდევ საკითხავია, სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემა ვის უფრო მეტად უნდა აღელვებდეს - ოფიციალურ ბაქოს თუ თბილისს?
„მედიანიუსის"ინფორმაციით, 2008 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ოფიციალური მოსკოვი სომხეთის ხელისუფლებას დაჟინებით სთავაზობს, გააქტიურდეს ჯავახეთის მიმართულებით. ანუ ზუსტად თუ ვიტყვით, რუსეთი საქართველო-სომხეთის ომის პროვოცირებას ცდილობს.
მეტიც, 2009 წლის იანვრის პირველ რიცხვებში სომხეთში რუსეთის საელჩოს მრჩეველ-დესპანმა (რომელიც რეალურად ერევანში რუსეთის სპეცსამსახურებს კურირებს) ვლადიმირ სერიოგინმა, სომხეთის ხელისუფლებას გადასცა ე.წ. შავი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ რატომაა გადამწყვეტი სომხეთისთვის „ჯავახეთის საკითხის" მოსაგვარებლად 2009 წელი.
ეს ე.წ. დოკუმენტი 17 პუნქტისგან შედგება, რომელთაგან „მედიანიუსისთვის" ცნობილი მხოლოდ რამდენიმე პუნქტი გახდა და მისი შინაარსი უკვე ყველაფერზე მიუთითებს: 1. 2009 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სუსტია როგორც არასდროს. 2. - კონფლიქტში ჩაერთვებიან აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალები. 3.სომხეთსა და რუსეთს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სომხეთისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, მოქმედებას იწყებს გიუმრის 102-ე რუსული ბაზა (ეს ხელშეკრულება იმდენად ბუნდოვანია, რომ მისი ნებისმიერი სახით ინტერპრეტირება მოსკოვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს); 4. - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძოლონ, რადგან რეზერვის სისტემის რეფორმირება ჯერ საწყის ეტაპზეა (აფხაზეთი, შიდა ქართლი, სამხრეთ საქართველო).
რუსული სპეცსამსახურების მთავარი მიზანი ოფიციალური ერევანის იმაში დარწმუნებაა, რომ საქართველოსთან კონფლიქტის შემთხვევაში, მას ბლოკადა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ემუქრება.
ზემოხსენებულ ე.წ. დოკუმენტის მიხედვით, კონფლიქტის შემთხვევაში ოფიციალური თბილისი(იმიტომ, რომ მას სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა), ცეცხლის შეწყვეტას, მაქსიმუმ, ერთი კვირის შემდეგ მოითხოვს და ოფიციალურ ერევანს, შეეძლება, საქართველოს ხელისუფლებას ზავის საკუთარი პირობები უკარნახოს, სამცხე-ჯავახეთი „დროებით გაურკვეველი სტატუსის მქონე ტერიტორიის" რეგალიას მიიღებს, რეალურად კი, რუსულ-სომხურ კონტროლს დაექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გეგმის თაობაზე, რომლითაც რუსეთი ქართული სახელმწიფოებრიობის წელში საბოლოოდ გატეხვას ცდილობს, სომხეთის ხელისუფლებაში არანაირი სერიოზული შიდა განხილვები არ დაწყებულა. მეტიც, ყველასთვის ცნობილია, რომ ერევანი ოფიციალურად თავს შორს იჭერს იმ სომეხი ექსტრემისტებისგან, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში ფუთფუთებენ.
მაგრამ, არ არის იმის გარანტია, რომ სომხეთის ხელისუფლება რუსეთისა და კოლოსალური ფინანსები მქონე სომხური ლობებისა თუ ორგანიზაციების ზეწოლას დიდი ხნის განმავლობაში გაუძლებს..
ცნობისთვის: ამჟამად, სამცხე-ჯავახეთში თხუტმეტამდე ვითომ საქველმოქმედო და საზოგადოებრივი სომხური ორგანიზაცია არსებობს. ამ ორგანიზაციების ლიდერების უმრავლესობა გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში რუსეთში წავიდა, ბევრმა მათგანმა ბიზნესი ააწყო, ბევრი მათგანი კი, თანამემამულეებმა მაღალ ანაზღაურებად სამსახურებში დაასაქმეს. და უცბად, 2000 წლის დასაწყისიდან, იწყება უცნაური „უკან დაბრუნება". ზემოხსენებულმა პირებმა (რომელთა თაობაზე დეტალურ მონაცემებს „მედიანიუსი" უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ), მიატოვეს ბიზნესი, კომფორტული მოსკოვი კეთილმოუწყობელ ახალქალაქზე გაცვალეს და დაიწყეს „საქველმოქმედო საქმიანობა". ზოგიერთმა მათგანმა ცეკვის სკოლაც კი გახსნა, სადაც, რატომღაც სომეხ ახალგაზრდებს იარაღის ხმარებას ასწავლიან.
ისე ერთხელ, გასული საუკუნის დასაწყისში, რუსულ ბალალაიკაზე ცეკვა სომხებისთვის ძალზე ცუდად დამთავრდა და იმედია, სამხრეთელი მეზობლები ამ მდინარეში მეორეჯერ აღარ შევლენ.
„მედიანიუსი"
http://internet.ge/v2/index.php?action=new...ry=3&news=35958ეუფფფ... რა მხიარულება გველის უზერებო!!!
აბაა...