ამ კვირას, საიტი www.karavi.ge აწყობს დასუფთავების აქციას ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მსურველებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ

.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის პირდაპირ დავაციტირებ, ერთ-ერთი კარაველის, GAMARJOBA SAKARTVELO-ს პოსტს:
| QUOTE ("GAMARJOBA SAKARTVELO") |
მეგობრებო, დაახლოებით 1 წლის წინათ, "კარავის" წევრთა 1 ნაწილისა და მათი მეგობრების მეშვეობით, მცხეთის ჯვრის მონასტრისა და ლერმონტოვის ძეგლის მიმდებარე უბნები დავასუფთავეთ. მაშინ ფქვილის 98 ტომარა ნაგავი წამოვკრიფეთ და სპეციალურ მანქანაზე დავყარეთ, რომ ნაგავსაყრელზე წაღებულიყო. მახსოვს, ტომრები მანქანის ძარაზე რომ არ ეტეოდა, პოპინსიკოს ვაჟი გეგა, მე და ჩვენი აწ გარდაცვლილი მეგობარი შატილიონკა ცეკვით ვტკეპნიდით. 1 წლის შემდეგ ჩვენ მიერ დასუფთავებული ტერიტორია კვლავ დანაგვიანებულია. მოდით, არ ვთქვათ, რა აზრი აქვს დასუფთავებას, თუ ისევ ნაგვიანდებაო. სახლშიც ხომ ხშირად გვიჭუჭყიანდება ის, რაც წინა დღეებში გაგვისუფთავებია?
გთავაზობთ, 2009 წლის 15 სურწყუნისს, კვირას, დილის 09.44ზე სქიმიასთან შევიკრიბოთ და მცხეთის ჯვარზე დასასუფთავებლად ავიდეთ.
რა გავითვალისწინოთ? შეხვედრის ადგილას დროულად მოვიდეთ, წავიღოთ საგზალი, ხელთათმანი, სველი და მშრალი ხელსაწმენდი, სასმელი წყალი. მსურველებს ნაგვის ასაღები მაშის წამოღება შეუძლიათ.
ნაგვის ჩასაყრელი ტომრები და ნაგვის მანქანა ჩემზე იყოს |
მინდა გითხრათ, რომ საიტი www.karavi.ge, რეგულარულად აწყობს დასუფთავების აქციებს

.
ბოლოს, 7 დეკემბერს შუამთის მონასტერი დასუფთავდა, სადაც 133 ტომარა ნაგავი ავაგროვეთ.