რეპორტაჟი: ჯავახელთა შევიწროებაზე ლაპარაკი უსირცხვილო ტყუილია
"დღეს სომხური პრესა ჯავახეთში მცხოვრები სომხების გენოციდზე ლაპარაკობს(!). თუმც ახალქალაქში მტრული განწყობილება ნამდვილად არ შეგვინიშნავს. ნეტავ ვინ უნდა მოუწყოს გენოციდი აქაურებს, როცა ახალქალაქში მოსახლეობის 98% სომეხია. ადგილობრივი მმართველობაც მთლიანად სომეხი ჩინოვნიკებითაა დაკომპლექტებული..." - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" რეპორტაჟში სამცხე-ჯავახეთიდან, სათაურით "ცხრა რევოლუცია რომ მოხდეს თბილისში, ჩვენამდე ერთიც ვერ მოაღწევს" / "მოგვხედონ დროზე, თორემ მალე გვიან იქნება".
"სომეხ მოსახლეობას ვესაუბრებით. სასაცილოდ არ ჰყოფნით შევიწროებაზე ლაპარაკი... ახალქალაქში ქართულ წარწერებს იშვიათად ნახავთ, რადგან არავის სჭირდება. ახალქალაქელი სომხები სომხურ ან რუსულ ტელეარხებს უყურებენ. ქართული ტელეარხებიდან "იმედი" და აჭარის ტელევიზიაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ხალხი არ უყურებს. მიზეზი მარტივია, - ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის 90%-მა ქართული ენა არ იცის!" - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, ჯავახეთში ქართული ენის სწავლებისა, მარცხით დასრულდა. ქართული ენის სასწავლებლად ჩასული მასწავლებლები უკან დაბრუნდნენ, რადგან სახელმწიფოსგან დაპირებული მაღალი ხელფასები მალე რიგითი მასწავლებლის ხელფასებით შეიცვალა. ამას დაემატა ისიც, რომ ჯავახეთში სომხებს ქართული ენა მაინცდამაინც არც სჭირდებათ, რადგან რეგიონი უფრო მჭიდროდ ერევანთანაა დაკავშირებული, ვიდრე თბილისთან", - განაგრძობს ავტორი.
"იქ, სადაც IV საუკუნეში საქართველოს გასაქრისტიანებლად შემოსულ წმინდა ნინოს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან დაღლილობისაგან ჩასძინებია, დღეს ფოკის ქართული მონასტერი დგას. თავის დროზე, საქართველოს პატრიარქის ხელშეწყობით ამოქმედებულ ფოკის მონასტერს ფოკის სომეხი მკვიდრნი დიდი აურზაურით შეხვედრიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტი, რომელთან საუბრისას დედა შუშანიკი ამბობს:
"მონასტრის არსებობას სომხები, ასე თუ ისე, შეეგუვნენ, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ დღესაც ხშირად გვებრძვიან. ღვთის ძალით ვახერხებთ ღია დაპირისპირების თავიდან აცილებას. აქაურ სომხურ სკოლაში საქართველოს ისტორია კი ისწავლება, მაგრამ სომეხი პედაგოგები ხშირად დამახინჯებულად ასწავლიან ისტორიას პატარებს".
"მონასტრიდან ფოკის მოსახლეობასთან შესახვედრად მივდივართ. ოღროჩოღრო გზაზე ფოკელები წყალს ეზიდებიან, მოუწყობელ სახლებზე კი სატელევიზიო თეფში-ანტენები დაუმონტაჟებიათ. ფოკელები შინ გვეპატიჟებიან, გვარწმუნებენ, რომ ქართველებთან გასაყოფი არაფერი აქვთ და გენოციდზე ლაპარაკი ზედმეტია", - წერს გამოცემა.
"როცა აჭარლები გადმოგვასახლეს, სომხებმა ჩხუბი დაგვიწყეს, მაგრამ თანდათან ყველაფერი დალაგდა, თუმც ვერ ვიტყვი, იდეალური ურთიერთობა გვაქვს-მეთქი. ახალქალაქის საკრებულოში 27 სომეხია, 5 - ქართველი. სხდომები სომხურ ენაზე იმართება და კანონებსაც სომხურად თარგმნიან. ვიხვეწები, 5 ქართველი დეპუტატი ქართულენოვან კანონპროექტებზე გვამუშავეთ-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად, ძალით მასწავლეს სომხური ენა. მაინც მგონია, ეს არაა პრობლემა, ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ გენოციდზე ლაპარაკი ხომ სირცხვილია? ჩემთან არც ერთ სომეხს არ უხსენებია, ავტონომია გვინდაო, ეს პოლიტიკოსთა და დიდი რუსეთის ხრიკებია", - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში ახალქალაქის საკრებულოს წევრი, სოფელ ფტენას მკვიდრი ემზარ კოჩალიძე.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=14574მაგრამ მაინც თავისას უბერავენ...
This post has been edited by licemer on 10 Mar 2009, 15:12
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.