ქართული პოეზია მდიდარია შესანიშნავი ლექსებით
ახლა დავწეროთ ის ლექსები რომლებიც თქვენი აზრით ყველაზე მეტად პატრიოტულია, ლექსები რომლებიც ეხება საქართველოს ისტორიის რომელიმე პერიოდს ან უბრალოდ ლექსები რომლების წაკითხვისასაც ჟრუანტელი გივლით

(პატრიოტულ თემაზე უნდა იყოს რათქმაუნდა)
არა მარტო დავწეროთ, გავარჩიოთ კიდევაც და ავტორების მითითება არ დაგავიწყდეთ
* * *
აი მაგალითად მე გთავაზობთ მურმან ლებანიძის "უფლისციხესთან..."
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!
არასოდეს არ ყოფილა ისეთი დრო, ღმერთი რომ არ ყოფილიყო და არც არასდროს დადგება ისეთი დრო, ღმერთი რომ არ არსებობდეს.
იაკობ გოგებაშვილი