
კამილო ხოსე სელა (დ. 11 მაისი, 1916 ქ. პადრონი — გ. 17 იანვარი, 2002) — ესპანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი, სერვანტესის პრემიის ლაურეატი, თანამედროვე ესპანური ლიტერატურის კლასიკოსია. ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ესპანური კულტურის ტრადიციებში აშუქებდა და ესპანური ენის განვითარებას უწყობდა ხელს.
ბიოგრაფია:
კამილო ხოსე სელა 1916 წლის 11 მაისს დაიბადა ქალაქ პადრონში, ლა კორუნიას პროვინციაში. მამამისი კამილო სელა ფერნანდესი საბაჟოზე მსახურობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. დედა, კამილა ტრულოკი წარმოშობით ინგლისელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სელა მადრიდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მედიცინას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და სამართალს ეუფლებოდა.
1935 წელს ავტობიოგრაფიული ჩანაწერი და რამდენიმე ლექსი გამოაქვეყნა არგენტინულ ჟურნალში, სელას ლექსების პირველი კრებული კი 1936 წელს დაიწერა და 1945 წელს გამოიცა. 1955 წელს წიგნისათვის ვენესუელური მოთხრობები. ჟღალთმიანი სელა ესპანური კრიტიკის პრემიით დაჯილდოვდა, 1989 წელს კი ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. დიდი მწერალი 2002 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა.
შემოქმედება:
რომანი „პასკუალ დუარტეს ოჯახი“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა, 1942 წელს დაწერა. იგი ალეგორიაა ესპანეთში არსებულ იმჟამინდელ ცხოვრებაზე და ყველაზე პოპულარული ესპანური რომანია დონ კიხოტის შემდეგ.
ფართო აღიარება მოიპოვა მწერლის შემდეგმა რომანებმა და მოთხრობებმა, რომელიც შავი იუმორით იყო გაჯერებული. მის შემოქმედებით მემკვიდრეობაში ასევე არის პიესები და მემუარები. წიგნი ესპანური ამბები. უსინათლოები და სულელები სელამ ჰემინგუეის მიუძღვნა, რომელთანაც მეგობრობდა. ცენზურა რომ აეცილებინა თავიდან, სელა ზოგიერთ ნაწარმოებს ფარეხში ბეჭდავდა და არალეგალურ ტირაჟებად ავრცელებდა.
ძალიან მაინტერესებს ამ მწერლის შემოქმედება, კერძოდ რომანი "პასკუალე დუარტეს ოჯახი".
რას მირჩევთ, ვიყიდო თუ ფული ტყუილად არ გადავყარო.

[U]
This post has been edited by PET123 on 12 Dec 2011, 20:50