#15060358 · 12 Aug 2009, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ამ ომს რომ აპოკალიფსივით ველოდებით თუ ატყობთ |
იმიტომ, რომ მართლა აპოკალიფსი იქნება საქართველოსთვის. ერთი ომიღა დაგვრჩა საომარი. ამ ბრძოლით გადაწყდება ჩვენი არსებობა - ან გავიმარჯვებთ და საბოლოოდ მოვშორდებით რუსეთს, ანდაც სამუდამოდ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას. არჩევანი, დამეთანხმეთ, არცთუ ისე დიდია და ხალხის შეშფოთებასაც ვიზიარებ, თუმცა არ მესმის იმათი, ვისაც ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული. ასეთი კატეგორია უფრო საშიშია - დღენიადაგ გვიჩიჩინებენ, თუ როგორი საშინელი ქვეყანა ვართ, როგორი საშინელი ხალხი, არაფრის მაქნისები და ა.შ. მოსახლეობაში ე.წ "პარაჟენცული" განწყობის შექმნა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ტოჩკა-უ და ისკანდერი...
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|