დატოვოს. მისთვის უკეთესი იქნება. თან მაინც აპირებს, და...
ბობოყვათი მზაობაშია [
ქეთი კვერნაძე]
აჭარაში, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია ასეულობით შეიარაღებული ჯარისკაცითაა გარშემორტყმული, რეზიდენციის შიგნით კი პოლიციური შენაერთებია. ინფორმაციას ამის შესახებ პრესა.გე-სთან სატელეფონო საუბრისას, რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი მურმან დუმბაძე ახმაურებს.
ამ ინფორმაციას «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენელი, პარლამენტარი კობა ხაბაზი, რომელიც წარმოშობით ქობულეთიდანაა, უარყოფს. ხაბაზისგან განსხვავებით მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ «სააკაშვილმა ჩოლოქის შემოსასვლელი შეიძლება მთლიანად ჩაკეტოს»
მურმან დუმბაძე: ბობოყვათის რეზიდენციის ირგვლივ უჩვეულო მოძრაობების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, რომელიც ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით გადავამოწმეთ - ჩვენ იქ ადამიანები გავგზავნეთ, ოთხშაბათს პირადად მეც ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, რომ გზის მთელ პერიმეტრს კბილებამდე შეიარაღებული, რამდენიმე ასეული ადამიანი აკონტროლებს.
შეიარაღებული ადამიანები მხოლოდ გზაზე დგანან, თუ რეზიდენციის გარშემოც არიან?
- რეზიდენციის გარშემო, მის მიმდებარე შემაღლებებზე არიან დაბანაკებული.
ეს პოლიციური შენაერთებია თუ ჯარისკაცები არიან?
- ესენი არიან საკმაოდ კარგად აღჭურვილი ჯარისკაცები.
ეს ჯარისკაცები სხვა რეგიონებიდან ჩასული შენაერთების წარმომადგენლები
არიან, თუ ბობოყვათის რეზიდენციას ადგილობრივი ბატალიონების წარმომადგენლები იცავენ?
- მათი საუბრიდან ჩანს, რომ ეს ჯარისკაცები ადგილობრივები არ არიან.
რამდენი ხანია, რაც ბობოყვათის რეზიდენციის გარშემო დაცვა გაძლიერდა?
- ეს პროცესი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
რა ხდება რეზიდენციის შიგნით?
- გარედან ჩანს, რომ რეზიდენციის შიგნით გაძლიერებული პოლიციური შენაერთებია. იქ რაღაც დამატებითი სამუშაოებიც მიმდინარეობს - ბუჩქების გალამაზება და. ა.შ.
ზღვის პერიმეტრს ჯარისკაცები იცავენ. ამასთან, პეტრას ციხის ნაკრძალს, რომელიც სტრატეგიული ადგილია, რამდენიმე ათეული (დაახლოებით 50) ჯარისკაცი იცავს.
რამდენად ახლოსაა სიმართლესთან თბილისში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რეზიდენციის გარშემო სანგრებს თხრიან?
- ამ ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის უბრალოდ მობრძანება, ჯარისკაცების ასეთი დიდი რაოდენობით მობილიზებას არ უნდა იწვევდეს. არ გამოვრიცხავ, რომ სანგრებს მართლაც თხრიან. ამ ვარაუდის საფუძველს ის მაძლევს, რომ მუზეუმის ტერიტორიას (პეტრას ციხე), მიმდებარე გორაკებს, შემაღლებებს, საიდანაც ზღვის გაკონტროლებაც შესაძლებელია, კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები იცავენ.
თქვენი აზრით, რას უკავშირდება ბობოყვათის რეზიდენციის გაძლიერებული დაცვა?
- ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. როგორც ჩანს, გაძლიერებული დაცვა, ამ რეზიდენციაში სააკაშვილის საცხრააპრილო გადმობარგებას უკავშირდება. შესაძლებელია ჩოლოქის შემოსასვლელი მთლიანად ჩაკეტოს და სამანქანე გზა ქობულეთის გვერდის ავლით, ქაქუთიდან უზრუნველყოს.
ჩემი აზრით, სააკაშვილი თბილისში 9 აპრილს მის რეზიდენციასთან, პარლამენტის შენობასთან ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების მისვლას ელოდება, რის გამოც, თბილისიდან ბობოყვათის რეზიდენციაში გადმოსვლას აპირებს.
ამ განცხადების გაკეთების საფუძველს, მხოლოდ ბობოყვათის რეზიდენციის გაძლიერებული დაცვა გაძლევთ, თუ დამატებით რაიმე ინფორმაციაც გაქვთ?
- ამ განცხადების საფუძველს მაძლევს დიდი რაოდენობით ჯარისკაცების ერთ წერტილში თავმოყრა. აქამდე რეზიდენციაში სტუმრობისას, როცა იგი ბობოყვათში გასვლით სხდომებს ატარებდა, ან იქიდან მოხსენებებს კითხულობდა, რომელიც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა, არ ხდებოდა შეირაღებული ჯარისკაცების მობილიზება, იქაურობის ასეთი გაძლიერებული დაცვა.
რას აპირებთ 9 აპრილს - საპროტესტო გამოსვლები აჭარაშიც გაიმართება, თუ ოპოზიციის ლიდერები თბილისში მობრძანდებით?
- ჩვენი ალიანსი 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდება, მაგრამ რეგიონებში რა როგორ იქნება, ეს ზუსტდება და ამაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს თბილისში ჩამოსვლას ვერ შეძლებენ, მიტინგებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილების მიხედით, ქაოტურად გამართავენ. ამ თვალსაზრისით მოსახლეობის განწყობა ჯერჯერობით კატეგორიულია - ისინი არ აპირებენ თავი მხოლოდ ერთ წერტილში მოიყარონ. ადამიანები მიტინგების ადგილებზე ჩატარებას პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების გარეშეც შეძლებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა პრესა.ჯე-სთან საუბრისას, ბობოყვათის რეზიდენციის გაძლიერებული დაცვის თაობაზე ინფორმაციას ჭორი უწოდა.
კობა ხაბაზი: მე არ ვიცი ეს ჭორები საიდან ვრცელდება. ბობოყვათში არანაირი სამხედრო ძალების მობილიზება არ არის. იქ ამჟამად არის ჩვეულებრივი კონტიგენტი, რომელიც ყოველთვის იყო. როცა პრეზიდენტი ბობოყვათში ჩადის, დაცვა შედარებით გაძლიერებულია. პრეზიდენტის ჩასვლამდე, მისი დაცვის სამსახური იქ წინასწარ ჩადის. როცა პრეზიდენტი ბობოყვათიდან მოდის, იქ ადგილობრივი დაცვის პოლიცია რჩება. ვიმეორებ - ამჟამად იქ არანაირი დამატებითი კონტიგენტი არ არის. ამას ადასტურებს უამრავი, იქ მცხოვრები ადამიანი.
ოპოზიციის წარმომადგენელი საპირისპიროს ამბობს.
- არ არის მნიშვნელოვანი რას იტყვის ოპოზიცია, ან პოზიცია. ჟურნალისტს შეუძლია ჩავიდეს და ადგილზე კადრები გადაიღოს.
ამ წუთას ბობოყვათში ჩასვლის საშუალება სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაცვა გაძლიერებულია.
- ამის გადამოწმება ნებისმიერს შეუძლია. მე იქ მაცხოვრებელ ადამიანებს ვესაუბრე.
ჯარისკაცები არც პეტრას ციხეზე დგანან?
- პეტრას ციხეზე, გავლით, ან დათვალიერების მიზით, ძალიან ხშირად არიან სამხედროები, მაგრამ სამხედრო ნაწილი იქ განლაგებული არ არის. შესაძლოა ეშლებათ - მანდ ხშირად ჩამოდიან არქეოლოგიური ჯგუფები, რომლებიც იქ კარავს შლიან. შეიძლება სწორედ ამ კარავზეა საუბარი.
ამასთან, ოპოზიციის განმარტებით, 9-ში სააკაშვილი ბობოყვათში გადასვლას გეგმავს.
- არ დაიჯეროთ, რომ 9 აპრილს მიხიელ სააკაშვილი ბობოყვათში შეხვდება. იგი იქნება იქ, სადაც საქმე იქნება საკეთებელი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=6965
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.