მაპატიეთ ამ თემას აქ რომ ვხსნი, მაგრამ არ ვიცი სხვაგან სად გავხსნა.
მე თვითონ ფსიქოლოგიასაც ვსწავლობ, ასე რომ ასე თუ ისე ვხვდები რაშიც არის საქმე, მაგრამ მაინც დავწერ

ესეიგი, ცნობილია ასეთი "სინდრომი", შუა ხნის ასაკის ქალის კრიზისი, რომლემაც ცხოვრებაში პროფესიული კუთხით საერთოდ ვერ მოახდინა თავისი თავის რეალიზაცია, და ამის შედეგად ღებულობს იმას, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან და მის გამუდმებულ მზრუვნელობას და კონტროლს აღარ საჭიროებენ, იწყებს წუწუნს, რომ მთელი საქმე მისი გასაკეთებელია, რომ სახლში ყველაფერი მარტო მან უნდა გააკეთოს და ა.შ და ამით აწამებს გარშემომყოფებს.
დედაჩემი, უკვე რამდენიმე წელია, თითქმის განუწყვეტლივ წუწუნებს, ნუ, ძალიან ხშირად, ათას სისაძაგლეს ამბობს ხოლმე ჩვენზე, ოჯახის წევრებზე, თუ როგორ ვაწვალებთ მას, თუ რამხელა ტვირთი აქვს მოკიდებული და ა.შ და რომ ყველაფერი მარტო მან უნდა გააკეთოს. თვითონ არაფერს არ გვავალებს არადა, როცა რამეს მავალებს, თითქმის ყოველთვის ვაკეთებ, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება, რომ რამე დამავალოს. მე თვითონ კიდევ თითქმის საერთოდ არ მახსენდება ასეთი რაღაცეები, თუ ვინმემ არ შემახსენა.
თან სულ იმას იმეორებს, ვინმემ რომ ნახოს რა დღეშიც ვარ, სულ ცხარე ცრემლებით იტირებდაო
აქ სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციაა, მაგრამ მაგისი საქციელი ძალიან მტანჯავს პირდაპირ, ხან დაჯდება გაქვავებული და ხმას არ მცემს, რომ ვეკითხები რა გჭირს მეთქი, ბრაზდება
ვინმეს ხომ არ გაქვთ მსგავსი პრობლემა?
მე მგონი აუცილებელია, რომ ფსიქოთერაპევტთან გავაგზავნო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ათას რამეს მოიმიზეზებს და არ წავა.
მე რა მოვუხერხო, არ ვიცი
NLP, ან ესეთი მეთოდი სხვაგვარი, გაჭრის ამ შემთხვევაში ვითომ?