აი ეხლა, როცა ამ თემის პირველ წინადადებას ვწერ ,ვფიქრობ:
დომხალად და ღვარძლად გადაქცევა შემდეგი პოსტების უმეტესობა, თემის აზრი დაიკარგება და საღადაო გახდება მარა მაინც დავწერ ისე , როგორც ბევრჯერ დამიწერია.
პირველ რიგში ბოდიში პარალელური თემის ავტორს საერთაშორისოში და მადლობა წყაროებისთვის
ვაკოპირებ პარალელური თემის პირველ პოსტს :
----------------------------------------------------------------------------
На юге Киргизии началась контрреволюция
http://www.gazeta.ru/politics/2010/05/13_a_3367042.shtmlყირგიზეთის სამხრეთით კონტრრევოლუცია დაიწყო. ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა სამი მხარის - ოშის, ჯალალაბადის და ბანტენსკოის მუნიციპალური შენობები დაიკავეს.
Сторонники Бакиева собрали 25 тысяч человек в поход на Бишкек
My Webpage
ბაკიევის 25 000 მომხრე დროებითი მთავრობის დასამხობათ ბიშკეკისკენ დაიძრა
--------------------------------------------------------
თუ მოხდა ეს კონტრრევოლუცია ეს იქნება პირველი პანჩური რუსეთისთვის 2008 წლის შემდეგ.
თქვენ რას ფიქრობთ?
-----------------------------------------------------------------------------
იმ დღეებში როცა ბიშკეკი დუღდა, მეგობრებთან გამოვთქვი აზრი, რომ ბაკიევი არ გადადგება , ის რუსეთს სჭირდება და სჭირდება ერთი რამისთვის და ეს რამე საქართველოს უახლესი ისტორიის წიღშია. აქ ბიშკეკის თემაშიც დავწერე , რომ ბაკიევი ყირგიზი გამსახურდიას, როლისთვის სჭირდებათ რუსებს, ყირგიზეთი უსასტიკეს სამოქალაქო ომის პოლიგონად უნდა გადაიქცეს, ეს სჭირდება რუსეთს და ამას ანხორციელებს ყირგიზების უგუნურების ხარჯზე, ბაკიევის უგუნურების ხარჯზე, უკუმბაევას უგუნურების ხარჯზე.
ზღაპარია რუსეთის მეგობარი სტაბილური საქართველო, ზღაპარია ერთმორწმუნე ძმის თბილი კალთა, ზღაპარია ნუ ვუჩიჩხინებთ და შეგვეშვებიან.
რუსეთს იგივე სურს საქართველოში, უყურეთ ყირგიზეთს და გეშინოდეთ!!!
*****
მოდერატორის დანართი: